გინგივიტის ეპიდემიოლოგია და რისკ-ფაქტორების ანალიზი აჭარის რეგიონის 12, 15 და 18-21 წლის ასაკობრივ ჯგუფებში
DOI:
https://doi.org/10.52340/jecm.2022.06.22საკვანძო სიტყვები:
gingivitis, school children, hygiene, epidemiology, Ajara region, Georgiaანოტაცია
გინგივიტის ეპიდემიოლოგიის იდენტიფიცირებისა და გაანალიზების მიზნით, შესწავლილ იქნა წამყვანი ეტიოლოგიური რისკ-ფაქტორები აჭარის რეგიონის მოსახლეობის სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში. გამოიკვლიეს 482 ბავშვი 12 წლის ასაკობრივ ჯგუფში და 459 ბავშვი 15 წლის ასაკში, ასევე 203 სტუდენტი 18-დან 21 წლამდე. შესწავლილ კონტინგენტში შეისწავლეს ღრძილების ანთებითი ცვლილებები, პირის ღრუს ჰიგიენა, სოციალურ-ეკონომიკური და კვების ფაქტორები, აგრეთვე პირის ღრუს მოვლის ჩვევების მახასიათებლები და მათი კავშირი პაროდონტის ქსოვილების მდგომარეობასთან.კვლევებმა აჩვენა, რომ გინგივიტი ზომიერად ხშირია 12 წლის ასაკობრივ ჯგუფში და ძალზედ გავრცელებულია 15 და 18-21 ასაკობრივ ჯგუფებში. გინგივიტის პრევალენტობა მთიან აჭარას ბავშვებში უფრო მაღალია, ვიდრე დაბლობის მკვიდრებში. ჰიგიენის ინდექსი იყო 12 წლის ასაკობრივ ჯგუფში 1,96±0,06, 15 წლის ასაკობრივ ჯგუფში 1,57±0,05, ხოლო 18–21 წლის ასაკობრივ ჯგუფში 1,9±0.06. ჯანსაღი ღრძილებით კონტინგენტის საშუალო ჰიგიენური მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე პაროდონტის ქსოვილების ანთებითი დაავადებების დროს. საიმედო სტატისტიკური კორელაცია (p<0.05) გამოვლინდა გინგივიტის ანალიზით და მასში გამომწვევი რისკის ფაქტორებით.
Downloads
წყაროები
ივერიელი მ., აბაშიძე ნ., ჯაში ლ., გოგიშვილი ხ. - პაროდონტოლოგია. თბილისი, 2014, 70;
შიშნიაშვილი თ. - სტომატოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკა. თბილისი, 2018, 27;
Chapple IL, Mealey BL, Van Dyke TE, Bartold PM, Dommisch H, Eickholz P, Geisinger ML, Genco RJ, Glogauer M, Goldstein M, Griffin TJ. Periodontal health and gingival diseases and conditions on an intact and a reduced periodontium: Consensus report of workgroup 1 of the 2017 World Workshop on the Classification of Periodontal and Peri‐Implant Diseases and Conditions. Journal of periodontology. 2018 Jun; 89: 74-84;
De Araújo Nobre M., Maló P. - Prevalence of periodontitis, dental caries, and peri-implant pathology and their relation with systemic status and smoking habits: Results of an open-cohort study with 22009 patients in a private rehabilitation center. Journal of dentistry. 2017; 67: 36-42;
Demmer R., Papapanou N. P. - Epidemiologic patterns of chronic and aggressive periodontitis. Periodontol 2000. 2010; 53: 28–44;
Donaldson M., Kinirons M. - Effectiveness of the school dental screening programme in stimulating dental attendance for children in need of treatment in Northern Ireland. Community dentistry and oral epidemiology. 2001; 29(2):143-149;
Fan W., Liu C., Zhang Y. Epidemiology and associated factors of gingivitis in adolescents in Guangdong Province, Southern China: a cross-sectional study. BMC Oral Health. 2021 Dec; 21(1):1-9.
Jacob S. - Global prevalence of periodontitis: a literature review. Int Arab Journal of Dentistry. 2012; 3(1);
Kassebaum N. J., Bernabé E., Dahiya M., Bhandari B., Murray C. J., Marcenes W. - Global burden of untreated caries: a systematic review and metaregression. Journal of dental research. 2015; 94(5): 650-658;
Sanz M., D'Aiuto F., Deanfield J., Fernandez-Avilés F. - European workshop in periodontal health and cardiovascular disease-scientific evidence on the association between periodontal and cardiovascular diseases: a review of the literature. European heart journal supplements. 2010; 12: 3-12;
Мамаева Е. - Пародонтологический статус и функциональное состояние организма у подростков, автореферат, Казань-2007;
http://www.fippdentalearning.org/fiip/wp-content/uploads/2018/06/New-Classification-for-Periodontal-Diseases-2017.pdf?fbclid=IwAR0_eGYOf01Og8abGH0Hi-gf5giqY1VxA fHhXkyzbkdmrTBF9pmjwbROVv4