ლიპოიდური ნეკრობიოზი - კლინიკური შემთხვევა

ლიპოიდური ნეკრობიოზი - კლინიკური შემთხვევა

ავტორები

  • ლაშა ნასყიდაშვილი
  • ირაკლი კუტალია
  • ალექსანდრე კაციტაძე
  • ნატო კორსანტია

DOI:

https://doi.org/10.52340/jecm.2025.06.25

საკვანძო სიტყვები:

necrobiosis lipoidica, type 1 diabetes mellitus, clinical case, treatment

ანოტაცია

ლიპოიდური ნეკრობიოზი წარმოადგენს კანის იშვიათ, ქრონიკულ, გრანულომატოზურ დაავადებას, რომელიც ხშირად ასოცირებულია ტიპი 1 შაქრიან დიაბეტთან. ზუსტი ეტიოლოგია უცნობია, თუმცა, სისხლძარღვებში იმუნური კომპლექსების დეპონირება და მიკროანგიოპათიური ცვლილებები მთავარ ფაქტორებს წარმოადგენს დაავადების პათოგენეზში. დიაგნოსტირება ხდება კლინიკური მონაცემების საფუძველზე და საჭიროებისას დასტურდება ჰისტომორფოლოგიური კვლევით, რათა გამოირიცხოს მსგავსი კლინიკური გამოვლინებებით მიმდინარე სხვა დერმატოზები - ბეჭდისებრი გრანულომა, ნეკრობიოზური ქსანთოგრანულომა ან სარკოიდოზი.

მკურნალობა მოიცავს როგორც ადგილობრივ, ასევე გლუკოკორტიკოსტეროიდული საშუალებების დაზიანების შიდა ინექციას, წყლულის შემთხვევაში ქირურგიულ ექსციზიას და ჭრილობის მოვლას. დაწყლულება და ნაწიბურები მისი მთავარი გართულებებია და საჭიროებს პერიოდულ მონიტორინგს. მოცემული კლინიკური შემთხვევა ხაზს უსვამს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში ლიპოიდური ნეკრობიოზის კლინიკური დიაგნოსტიკის, დერმატოსკოპიის და ჰისტოპათოლოგიური კვლევის მნიშვნელობას, რაც მკურნალობის დროული დაწყების და დაავადების შემდგომი გართულებების თავიდან არიდების წინაპირობაა.

Downloads

Download data is not yet available.

წყაროები

Lepe K, Riley CA, Hashmi MF, Salazar FJ. Necrobiosis Lipoidica. 2024 Jun 22. In: StatPearls. Treasure Island (FL): StatPearls Publishing; 2025 Jan–. PMID: 29083569.

Bolognia JL, Schaffer JV, Cerroni L, editors. Dermatology. 4th ed. Vol. 1. Section 8. Philadelphia: Elsevier; 2018. p. 1655–1657

Bruckner AL, Kangi S, Amagai M. Necrobiosis lipoidica. In: Kang S, Amagai M, et al. editors. Fitzpatrick’s Dermatology. 9th ed. Vol. 2. New York: McGraw-Hill; 2019. p. 2500–2501

Sibbald C, Reid S, Alavi A. Necrobiosis Lipoidica. Dermatol Clin. 2015 Jul;33(3):343-60. doi: 10.1016/j.det.2015.03.003. PMID: 26143418.

Feily A, Mehraban S. Treatment Modalities of Necrobiosis Lipoidica: A Concise Systematic Review. Dermatol Reports. 2015 Jun 8;7(2):5749. doi: 10.4081/dr.2015.5749. PMID: 26236446;

Lallas A, Apalla Z, Lazaridou E, Ioannides D. Dermatoscopy A–Z. Boca Raton (FL): CRC Press; 2020. p. 118–119. Section: Necrobiosis lipoidica.

Shrestha S, Spierings N, Marahatta S. Necrobiosis lipoidica: A case report with dermoscopic review. Clin Case Rep. 2021 Jan 3;9(3):1171-1174. doi: 10.1002/ccr3.3713. PMID: 33768804;

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-12-05

როგორ უნდა ციტირება

ნასყიდაშვილი ლ., კუტალია ი., კაციტაძე ა., & კორსანტია ნ. (2025). ლიპოიდური ნეკრობიოზი - კლინიკური შემთხვევა. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, (6), 152–154. https://doi.org/10.52340/jecm.2025.06.25

გამოცემა

სექცია

Articles

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

1 2 3 > >> 

მსგავსი სტატიები

<< < 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...