ფიზიკური აღზრდის საკითხები იაკობ გოგებაშვილის შემოქმედებაში და თანამედროვეობა

ავტორები

  • დავით მახაშვილი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/erp.2024.05.41

საკვანძო სიტყვები:

მოსწავლე, ფიზიკური აღზრდა, ჰარმონიული განვითარება

ანოტაცია

            ქართული სახელმწიფო მიზნად ისახავს ისეთი სასკოლო სისტემის შექმნას, რომელიც თითოეულ მოსწავლეს მისცემს სხვა უნარებთან ერთად ფიზიკური განვითარების  უნარ-ჩვევების შეთვისების თანაბარ შესაძლებლობას.   აქტუალობას არ კარგავს იაკობ გოგებაშვილის პედაგოგიური შეხედულებები მოსწავლეთა მიერ ფიზიკური უნარ-ჩვევების  განვითარების მიხედვით. ამავდროულად, იაკობ გოგებაშვილი იმ მოღვწეთა რანგს ეკუთვნის, რომელთა შემოქმედების განხილვა საუკუნეების გადასახედიდან ტოვებს ახლის ძიების განცდას, პარალელების გავლებას თანამედროვეობასთან.  ნაშრომში მიმოხილულია ეროვნული სასწავლო გეგმის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის საგნობრივ სტანდარტებში მოცემული საკითხები და გამოთქმულია მოსაზრება, რომ სკოლებში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სწავლების არსებული მდგომარეობა გვიჩვენებს ბევრ ხელისშემშლელ ფაქტორს, რომელთა შემცირება/აღმოფხვრა  სპორტის სწავლებას უფრო ნაყოფიერსა და შედეგიანს გახდიდა.    საკითხი მეტად მნიშვნელოვანია და მისი შესწავლა, ვფიქრობთ, განათლების მკვლევართა, პედაგოგთა, მაგისტრანტთა და დოქტორანტთა ერთობლივი, სისტემური კვლევის საგანია. მიღებული შედეგები კი, ვფიქრობთ, წაადგება თავად განათლების რეფორმის მიმდინარეობას და  ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სწავლებას უფრო შედეგიანს გახდის.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, 2024წ. თბილისი

გოგებაშვილი., პედაგოგიური თხუზულებანი, თბ. 1977

გოგებაშვილი ი., რჩეული ნაწერები, ტ.2. ტბ. „სახელგამი“, 1940

გოგებაშვილი ი., საგანძური, თბ. „განათლება“, 1982

გაფრინდაშვილი მ., ნარკვევები ქართული საზოგადოებრივი აზროვნების ისტორიიდან, 1. თბ., 1959.

https://mes.gov.ge/content.php?id=13272&lang=geo საგნის: ფიზიკური აღზრდა და სპორტი სტანდარტი, 2024წ.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-11-07

როგორ უნდა ციტირება

მახაშვილი დ. (2024). ფიზიკური აღზრდის საკითხები იაკობ გოგებაშვილის შემოქმედებაში და თანამედროვეობა. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „განათლება, კვლევა, პრაქტიკა“ შრომები , 5, 390–394. https://doi.org/10.52340/erp.2024.05.41

გამოცემა

სექცია

განათლების ისტორია

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.