დიფერენცირებული მიდგომა, როგორც შემეცნებითი უნარის განვითარების საშუალება მუსიკის გაკვეთილებზე

ავტორები

  • დალი დოლიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/erp.2024.05.28

საკვანძო სიტყვები:

განათლება, მუსიკა, დიფერენცირებული მიდგომა, სასწავლო პროცესი, მეთოდები, ინდივიდუალური მიდგომა

ანოტაცია

თანამედროვე სტანდარტები ფართოდაა მიმართული განათლების ჰუმანიზაციაზე და  სწავლების ინდივიუალიზაციაზე, რომელიც ხელს უწყობს თითოეული მოსწავლის რეალიზაციას. ამ მოთხოვნის შესრულების ეფექტური საშუალებაა სწავლების დიფერენცირებული მიდგომები. მსგავს მიდგომებს ხშირად ვიყენებთ პრაქტიკაში, მაგალითად, როდესაც ვგეგმავთ გაკვეთილს, ვცდილობთ ვუპასუხოთ კითხვას: როგორ გავაკეთოთ ისე, რომ მოსწავლემ უბრალოდ კი არ დაიზეპიროს ცოდნის გარკვეული რაოდენობა, არამედ ისწავლოს იმისდა მიუხედავად, როგორი საშუალებებიც და  რისი პოტენციალიც  აქვს მას. მუსიკის გაკვეთილებზე სწავლების ინდივიდუალიზაცია და დიფერენცირება საშუალებას აძლევს თითოეულ მოსწავლეს, გააცნობიეროს საკუთარი თავი, ხოლო მასწავლებელმა მოიძიოს მასალის უმრავლესობისთვის გადაცემის გზები, წაახალისოს მოზარდები. დიფერენცირებული სწავლების უპირატესობები:   ადვილად  დაიძლევა სიძნელეები; კლასში არცერთი ჩამორჩენილი მოსწავლე არაა; ყველა მოსწავლე ჩართულია სამუშაოში; აქტიურად ფორმირდება პიროვნული თვისებები; იზრდება დამოუკიდებლობა, შრომისმოყვარეობა, თავდაჯერებულობა, შემოქმედებითობა, მოტივაცია, შემეცნებითი ინტერესი;  აქტიურად მიმდინარეობს მასალის შინაარსის გადამუშავება; მოსწავლეები წინასწარ ემზადებიან ამგვარი მუშაობისათვის; ექვემდებარება მონიტორინგს. დიფერენცირებული მიდგომა სტიმულს აძლევს დაბალი შედეგის მქონე მოსწავლეებს, ეხმარება მათ ცოდნის ხარვეზებისა და შემეცნებითი შესაძლებლობების უფრო ფართოდ დანახვაში. შედეგად ისინი მუდმივად ინარჩუნებენ საგნის მიმართ ინტერეს.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

მარიანა ხუნძაყიშვილი სარა ბივერი. განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება;

თეა შილაძე. დიფერენცირებული მიდგომები სწავლებაში;

ნანა ლომაძე. სასწავლო მენიუ – დიფერენცირებული სწავლების ინსტრუმენტი;

გზამკვლევი – პროფესიული განათლების მასწავლებლებისათვის;

ელექტრონული ჟურნალი „მასწავლებელი“;

ი.ე. უნტი. განათლების ინდივიდუალიზაცია და დიფერენციაცია – მ. პედაგოგიკა, 1990 წ.;

ჯონ ბინი და ამალია ოლდფილდი „ჯადოსნური სალამური”, 2000 წ.;

https://tspace.library.utoronto.ca/bitstream/1807/97582/1/Raponi_Susan_E_201911_PhD_thesis.pdf

http://psasir.upm.edu.my/id/eprint/94310/1/_Music%20in%20Film_%20for%20gifted%20students_the%20effect%20of%20differentiated%20learning.pdf

https://resilienteducator.com/classroom-resources/examples-of-differentiated-instruction/

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-11-07

როგორ უნდა ციტირება

დოლიძე დ. (2024). დიფერენცირებული მიდგომა, როგორც შემეცნებითი უნარის განვითარების საშუალება მუსიკის გაკვეთილებზე. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „განათლება, კვლევა, პრაქტიკა“ შრომები , 5, 249–258. https://doi.org/10.52340/erp.2024.05.28

გამოცემა

სექცია

საგნის სწავლების მეთოდიკა

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.