კლიმატური წიგნიერება სკოლაში
DOI:
https://doi.org/10.52340/erp.2024.05.27საკვანძო სიტყვები:
განათლება მდგრადი განვითარებისთვის, კლიმატის ცვლილება, სწავლება კლიმატისთვისანოტაცია
მდგრადი განვითარების გზაზე მე-13 მიზანი - „კლიმატის მდგრადობის მიღწევა“ მრავალწახნაგოვან საკითხს და კომპლექსურ გამოწვევას წარმოადგენს, რომელიც მთელს მსოფლიოს პრობლემის წინაშე აყენებს, მაგრამ, ამავე დროს, აერთიანებს ამ პრობლემის გადაწყვეტის გზების ძიების მიზნით. საგანამანთლებლო სივრცეში ერთერთი მთავარი მიზანი კლიმატურად წიგნიერი თაობის მომზადებაა, რომლის საფუძველზეც ადამიანებს შეეძლებათ გაიგონ კლიმატის კრიზისის შედეგები და იპოვონ გადაწყვეტილებები მის დასაძლევად. განათლება კლიმატის ცვლილების შესახებ ანუ კლიმატური წიგნიერება საზოგადოების და კონკრეტულად თითოეული ჩვენთაგანის კლიმატზე გავლენას და პირიქით - კლიმატის ჩვენზე და საზოგადოებაზე გავლენას მოიაზრებს. კლიმატური წიგნიერება თითოეული ადამიანისთვის მეტად მნიშვნელოვანი უნარია, რათა მათ სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ და გააზრებულად იმოქმედონ გარემოსთან მიმართებაში. კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა უნდა იყოს მოქმედებაზე ორიენტირებული. მოსწავლეთა წახალისება და მათი მოტივირება მოქმედებისთვის მზადყოფნის მიმართულებით სამ კომპონენტს მოიცავს: 1. მოქმედების შესახებ სწავლა (მოსწავლეებმა უნდა შეიძინონ ცოდნა და უნარები, რომლებიც მათ სჭირდებათ იმისთვის, რომ იყვნენ წარმატებულები); 2. მოქმედების საშუალებით სწავლა - მივცეთ მოსწავლეებს საშუალება თავად დაგეგმონ და გაახორციელონ კლიმატის ცვლილებისა და მისი ზეგავლენის წინააღმდეგ გადაუდებელი ზომების გატარებასთან დაკავშირებული პროექტები; 3. მოქმედების საფუძველზე სწავლა - მივცით მოსწავლეებს საშუალებაა გააანალიზონ საკუთარი მიღწევები, შეძენილი ცოდნა და, ასევე, იმსჯელონ იმაზე, თუ შემდეგ ჯერზე რას გააკეთებენ უკეთ. ამრიგად, კლიმატურად წიგნიერმა ადამიანმა იცის დისპოზიციები (როგორ უპასუხოს), აქვს კომპეტენციები (უნარები და შესაძლებლობები იმის შესახებ, თუ როგორ და როდის) და იქცევა, როგორც ეკოლოგიურად პასუხისმგებელი ადამიანი.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
Think green - Education and climate chan - https://www.oecd-ilibrary.org/docserver/2a9a1cdd-en.pdf?expires=1724422412&id=id&accname=guest&checksum=E78FF5E4F8F67FE8B12E171017B224AC
OECD (n.d.), “Climate action”, in Global Teaching Insights, - https://www.globalteachinginsights.org/.
The Impact of Climate Change on Education and what to do about it - https://reliefweb.int/report/world/impact-climate-change-education-and-what-do-about-it
Climate Change Education: How Schools Climate Change Education: How Schools in India Are Leading the Way - https://medium.com/@priyanginivishwakarma/climate-change-education-how-schools-climate-change-education-how-schools-in-india-are-leading-4068b93256c2
Climate Change and Education: Building Momentum through a Shared Research Agenda - https://www.cgdev.org/publication/climate-change-and-education-building-momentum-through-shared-research-agenda