ბუნებისმეტყველებისა და ინგლისური ენის ინტეგრირებულად სწავლება დაწყებით საფეხურზე
DOI:
https://doi.org/10.52340/erp.2024.05.24საკვანძო სიტყვები:
კვლევაზე დაფუძნებული სწავლება, ბუნებისმეტყველება, ინგლისური ენა, ინტეგრირებული სწავლებაანოტაცია
ნაშრომში წარმოდგენილია სწავლების დაწყებით საფეხურზე სასკოლო კურიკულუმის დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების ტექნიკები ბუნებისმეტყველებისა და ინგლისური ენის შინაარსობრივი ინტეგრირების მხარდასაჭერად. კერძოდ, ბუნებისმეტყველების სტანდარტის მიხედვით, I-IV კლასში მუშავდება თემა - წყალი, როგორც გარემო. მნიშვნელოვანია კვლევაზე დაფუძნებული სწავლება და მოსწავლეთა მიერ აღმოჩენების გაკეთება ამა თუ იმ მოვლენის/პროცესის აღსაწერად და ასახსნელად. ეროვნული სასწავლო გეგმის უმთავრესი მიზანია დაწყებით საფეხურზე გაუჩინოს მოსწავლეს ინტერესი და აზიაროს საბუნებისმეტყველო მეცნიერების საფუძვლებს, განუვითაროს კვლევის უნარ-ჩვევები, რაც მას საშუალებას მისცემს, შეიცნოს და გაითავისოს სამყარო, იგრძნოს პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადოებისა და გარემოს მიმართ (ესგ, 2018-2024). საგანმანათლებლო მიზნებიდან გამომდინარე, სასწავლო გეგმა ითვალისწინებს კონკრეტული ამოცანების გადაჭრას. ამ ამოცანათა შორის ერთ-ერთი გახლავთ კომუნიკაციის უნარის ჩამოყალიბება, რისთვისაც მნიშვნელოვანია ვერბალური ინსტრუმენტების - სიტყვების, მათი შეთანწყობებისა და წინადადებების გამოყენება. სწავლების ამგვარი მიდგომა მოსწავლეებში იწვევს ღრმა, ფუნქციური ცოდნის ჩამოყალიბებას და უცხო მოვლენის/პროცესის ნაცნობ კონტექსტად გადაქცევას. ხოლო ინგლისური ენის გაკვეთილებზე ხდება ბუნებისმეტყველების გაკვეთილებზე განხილულ თემასთან დაკავშირებულ ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობა. ნაშრომში, ბუნებისმეტყველების დავალებებთან ერთად, წარმოდგენილია ინგლისური ენის დავალებები, რომლებიც მოსწავლეებს აძლევს ბუნებისმეტყველების გაკვეთილებზე გაცნობილი შინაარსის გამოყენების საშუალებას. დავალებები მიზნად ისახავს მოსწავლეთა ზეპირი მეტყველებისა და სწავლის-სწავლის უნარების განვითარებას, რაც შეესაბამება დაწყებითი საფეხურის (I-IV) პირველი უცხო ენის სტანდარტის შედეგებს (ესგ, 2018-2024).
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
Harlen, W. (2000). The Teaching of Science in Primary Schools. London: David Fulton Publishers.
Kapanadze, M., Bagatrishvili, N. & Slovinsky E. (2016). Pupil Research Briefs – Implementation of the project Chain Reaction in Georgia. In: I. Eilks, S. Markic & B. Ralle (eds.), Science Education Research and Practical Work, Publisher: Aachen, Shaker, (pp. 71-80). https://portal.dnb.de/opac.htm?method=simpleS earch&cqlMode=true&query=idn%3D11131175 24 http://www.idn.unibremen.de/chemiedidaktik/symp2016/index.htm l / https://bit.ly/46yd0Ds
Modebadze N., Bagatrishvili N. & Mikeladze T. (2024). Bridging Language Gaps in Science Education. Chemistry in Action! #124 Spring file:///C:/Users/user/Downloads/CinA124Spring2024_Web1.pdf
Wood, D., Bruner, J. S., & Ross, G. (1976). The Role of Tutoring in Problem Solving. Journal of Child Psychology and Psychiatry, 17(2), 89-100.
Williams, M. (1998). Language Learning in Primary Schools: The Integration of Content and Language. Oxford University Press.
ეროვნული სასწავლო გეგმა 2018-2024, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო