ჯგუფური მუშაობის ძირითადი პრინციპები საკლასო ოთახში
DOI:
https://doi.org/10.52340/erp.2024.05.21საკვანძო სიტყვები:
თანამშრომლობითი პედაგოგიკა, სასწავლო გარემო, აქტიური სწავლა, მიზანმიმართული ქმედება, ჰომოგენური/ჰეტეროგენული ჯგუფები, კომპეტენციაანოტაცია
განათლებას ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს თითოეული ადამიანის ცხოვრებაში. ეს არის საშუალება, რომელსაც აქტიურად ვიყენებთ, რათა გავხდეთ ჩვენი საზოგადოების წარმატებული წევრები და დავიკავოთ შესაფერისი ადგილი. ის ეხმარება ადამიანებს განივითარონ ისეთი უნარები, როგორიცაა კრიტიკული აზროვნება, ანალიზი, ზოგად ტრანსფერული უნარები და მრავალი სხვა. ჯგუფური მუშაობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნარია, რომლის განვითარებაც მოსწავლეებში მოითხოვს მასწავლებლის მხრიდან ეფექტურ დაგეგმვასა და განხორციელებას. ჯგუფური მუშაობა ამზადებს მოსწავლეებს რეალური ცხოვრებისეული სიტუაციებისთვის. ჯგუფური მუშაობა განიხილება, როგორც ეფექტური მეთოდოლოგია, რომელიც ზრდის მოსწავლეებში მოტივაციას, რთავს მათ აქტიურ სწავლაში და ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას, გადაწყვეტილების მიღებისა და თანამშრომლობის უნარს. სტუდენტზე ორიენტირებულმა განათლებამ ძლიერი გავლენა მოახდინა თანამშრომლობითი პედაგოგიკის განვითარებაზე. იგი გვთავაზობს სწავლის განსხვავებულ ხერხს, როდესაც მოსწავლეს გვერდით ჰყავს თავისი მეგობრები, რომლებსაც უნდა დაეხმაროს ან სთხოვოს გაარკვიოს ის, რაც არ ესმის და პრობლემურია. ჯგუფური მუშაობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნარია, რომლის განვითარება მოითხოვს მასწავლებლის მიერ ეფექტურ დაგეგმვასა და მართვას. ნაშრომი ეხება ჯგუფის ზომას, დაჯგუფების მეთოდებს, მასწავლებლის როლს, ძირითად პრობლემებს ჯგუფებში და ა.შ. ჩვენ ასევე გთავაზობთ საინტერესო კვლევას, რომელიც ჩავატარეთ საჯარო სკოლის მოსწავლეებში (მე-4 კლასი). ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევა გვაწვდის ინფორმაციას სტუდენტების პოზიციის შესახებ ჯგუფური მუშაობის მიმართ და მოსწავლეებში ჯგუფური მუშაობის შედეგების თაობაზე.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
Brookfield, S.D., & Preskill, S. 1999. Discussion as a Way of Teaching: Tools and Techniques for Democratic Classrooms. San Francisco: Jossey-Bass Publishers
Brookfield, S.D., & Preskill, S. 1999. Discussion as a Way of Teaching: Tools and Techniques for Democratic Classrooms. San Francisco: Jossey-Bass Publishers
Caruso, H.M., & Wooley, A.W. 2008. Harnessing the power of emergent interdependence to promote diverse team collaboration. Diversity and Groups.
Educational and professional environment, manual III 2008
Jaques,D. 2000.Learning in Groups. A Handbook of Improving Group Works. 3rd edition, London. Kogan Page.
Stephens,C and Hyde,R. 2013. The role of the teacher in group work.