დიფერენცირებული სწავლების როლი მოსწავლეთა თვითშეფასების ჩამოყალიბების პროცესში

ავტორები

  • ნინო ნახუცრიშვილი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტი image/svg+xml
  • მარიამ მიქაძე იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/erp.2024.05.14

საკვანძო სიტყვები:

მოსწავლეთა თვითშეფასება, დაწყებითი საფეხური, დიფერენცირებული მიდგომა მათემატიკაში

ანოტაცია

ნაშრომი ეხება მოსწავლეთათვის თვითშეფასების, როგორც ინდივიდის თვითგანვითარების უმნიშვნელოვანესი ასპექტის, ფორმირების პრობლემურ საკითხს.  განხილულია ფაქტორები, რაც გავლენას ახდენს ამ პროცესზე. გამოკვეთილი და გაანალიზებულია თვითშეფასების როლი ბავშვის პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში.  ცნობილ მეცნიერთა თეორიებსა თუ მოსაზრებებზე დაყრდნობით, ნათელყოფილია თუ რამდენად ახდენს გავლენას ინდივიდის, კონკრეტულად კი, დაწყებითი საფეხურის მოსწავლის, თვითრეალიზაციასა თუ თვითშეფასების ჩამოყალიბებაზე სოციალური ურთიერთობები და გარემო. საკითხის სიღრმისეული გაანალიზებით დადასტურებულია საკითხი, თუ რამდენად ღირებულია მოსწავლეთათვის ჯანსაღი თვითშეფასების ჩამოყალიბებისთვის იმგვარი მიდგომებით ხელმძღვანელობა, რა დროსაც გათვალისწინებული იქნება  მათი ინდივიდუალიზმი, უნიკალურობა, ინდივიდუალური საჭიროებები და შესაძლებლობები. ამ მხრივ ყველაზე ეფექტურ გზად განიხილება დიფერენცირებული მიდგომა, მისი როლი და პოზიტიური გავლენა მათემატიკის სასკოლო კურსის სწავლებისას დაწყებით საფეხურის მოსწავლეთათვის ჯანსაღი თვითშეფასების ჩამოყალიბების თვალსაზრისით. განიხილება რა დიფერენცირებული სწავლების მნიშვნელობა, აქცენტები გაკეთებულია იმ ფაქტებზე, რაც ახლავს  დიფერენცირებული აქტივობების მიზანმიმართულ განხორციელებას, რითაც მასწავლებელი  ყველა მოსწავლეს აძლევს „გამარჯვებისა“ და „წარმატების“ შანსს, შედეგად კი, მოსწავლეებს უჩნდებათ კომპეტენტურობისა და თავდაჯერებულობის განცდა. ხოლო თითოეულის უნიკალური შესაძლებლობების და სწავლის სტილისა თუ პროფილის აღიარება, დაფასება, პატივისცემა და გათვალისწინება, დადებითად აისახება მათ თვითაღქმაზე.  საკითხის სიღრმისეული განხილვის შედეგად ავტორი აყალიბებს მოსაზრებას, რომ სწავლებაში დიფერენცირებული მიდგომის გამოყენების უმთავრესი მიზანი ყოველთვის უნდა იყოს დაწყებით საფეხურზე მოსწავლეთა თვითშეფასების ფორმირების ხელშეწყობა და ამ პროცესში მასწავლებლის გავლენისა და როლის შეფასება, რადგან სწორედ ეს  პერიოდია გარდამტეხი  თვითაღქმის ჩამოყალიბებაში. ნაშრომში გამოთქმული მოსაზრებები შეჯერებულია საკითხთან დაკავშირებული ჩატარებული კვლევის, მისი მიგნებების და შედეგების განხილვით. რითაც დადასტურებულია, რომ მოსწავლეთა თვითშეფასების შესწავლით და მის ამაღლებაზე ორიენტირებული ინტერვენციების შემუშავებით და განხორციელებით, შესაძლებელია მოსწავლეთა დამოკიდებულებების დარეგულირება წარუმატებლობასა თუ თანაკლასელთა, პედაგოგთა უკუკავშირებზე, ასევე, მათთვის თვითრეფლექსიის უნარების, მდგრადი ფსიქიკური ჯანმრთელობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა. მაღალი თვითშეფასების ჩამოყალიბება კი, დადებითად აისახება ბავშვის მოტივაციაზე, საგნისადმი დამოკიდებულებაზე, ჩართულობასა და გამოწვევებისადმი მდგრადობაზე.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

ბალიაშვილი, მ. (2010). სოციალური ფსიქოლოგიის საფუძვლები. თბილისი: „მწიგნობარი“.

ბერკი, ლ. (2010). ბავშვის განვითარება. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ბუაძე, ნ. (2022). აღზრდის ფსიქოლოგია. თბილისი: აზროვნების აკადემია.

Blazar, D. & Kraft, M. (2017). Teacher and teaching effects on student’s attitudes and behaviors. Harvard graduate school of education.

Differentiated Instruction: 7 key Principles and How-Tos: https://blog.brookespublishing.com/differentiated-instruction-7-key-principles-and-how-tos/

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-11-07

როგორ უნდა ციტირება

ნახუცრიშვილი ნ., & მიქაძე მ. (2024). დიფერენცირებული სწავლების როლი მოსწავლეთა თვითშეფასების ჩამოყალიბების პროცესში. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „განათლება, კვლევა, პრაქტიკა“ შრომები , 5, 132–146. https://doi.org/10.52340/erp.2024.05.14

გამოცემა

სექცია

საგნის სწავლების მეთოდიკა

მსგავსი სტატიები

1 2 3 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.