ხელოვნური ინტელექტი - Open AI ChatGPT ციფრული რეალობის გამოწვევები განათლებაში
DOI:
https://doi.org/10.52340/erp.2024.05.02საკვანძო სიტყვები:
ხელოვნური ინტელექტი (AI - Art Intelligence), განათლების ტრანსფორმაცია, OpenAI, ChatGPT (Generative Pre-trained Transformer)ანოტაცია
ციფრული ტექნოლოგიების განვითარება, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის (AI-Art Intelligence) კონტექსტში, იწვევს ახალ დინამიკას განათლების სფეროში. ციფრული რეალობა გვპირდება უფრო ეფექტურ, პერსონალიზებულ და ინტერაქტიულ სწავლების პროცესს, მაგრამ ასევე აჩენს მნიშვნელოვან გამოწვევებს, რომელთა გადაჭრა აუცილებელია მომავლის განათლების სისტემის დასახვეწად, რათა სასწავლო პროცესი გახდეს არა მხოლოდ ინოვაციური, არამედ სტაბილური და მდგრადი. ამ მიზნით, ნაშრომში განხილულია დღეისათვის OPEN AI ხელოვნური ინტელექტის ყველაზე გავრცელებული, ერთ-ერთი ძლიერი მოდელის ChatGPT პლატფორმის დანიშნულება, ძირითადი სამუშაო პრინციპები. ChatGPT პლატფორმის გამოყენების ტექნოლოგიური ასპექტები უმაღლეს სასწავლებელში სასწავლო/კვლევითი პროექტის მაგალითზე „ChatGPT განათლების ტრანსფორმაციისთვის“. ნაშრომში დეტალურადაა ნაჩვენები პროექტის მოდელის რეალიზების პროცესი. გამოკვლეული და გაანალიზებულია ChatGPT - ის ძირითადი გამოწვევები და მიღწევები სტუდენტთა სწავლებისა და სწავლის პრაქტიკების ტრანსფორმაციაში.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
Miao, Fengchun, Holmes, Wayne UNESCO (2023) Guidance for generative AI in education and research. Published in 2023 by the United Nations Educational, Scientific and Cultural Organization. Education 2030 ბოლო ნახვა 14.10.2024
ნაცვლიშვილი ნათია - მთარგმნელი (2024) სწავლა-სწავლების პროცესში ხელოვნური ინტელექტისა (AI) და მონაცემების გამოყენების ეთიკური გზამკვლევი განათლების სპეციალისტებისთვის. დაბეჭდილია საქართველოში „განათლებისა და კვლევების ცენტრის მიერ“. თბილისი. ქართულ გამოცემაზე საავტორო უფლება ეკუთვნის ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში. ბოლო ნახვა 14.09.2024
UNESCO 25 years Promoting High Education for AI (2023) ChatGPT and Artificial Intelligence in Higer education. Quick start guide. Education 2030. Published in 2023 by the United Nations Educational, Scientific and Cultural Organization ბოლო ნახვა 14.10.2024
ჰოლმსი ვეინ, პერსონი ჯენ, ჩუნტა ირენ-ანგელიკა, ვასონი ბარბარა, დიმიტროვა ვანია, (2022) ხელოვნური ინტელექტი და განათლება. კრიტიკული ხედვა ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პერსპექტივიდან; „eTwinning“-ის ეროვნული მხარდაჭერის სამსახური. ბოლო ნახვა 14.10.2024