პოსტკონვენციური მორალი ვაჟა-ფშაველას ზოგიერთი ეპიკური ნაწარმოების მაგალითზე (,,ალუდა ქეთელაური”, ,,ივანე კოტორაშვილის ამბავი”)

პოსტკონვენციური მორალი ვაჟა-ფშაველას ზოგიერთი ეპიკური ნაწარმოების მაგალითზე (,,ალუდა ქეთელაური”, ,,ივანე კოტორაშვილის ამბავი”)

ავტორები

  • ნანა კუპრაძე საქართველოს უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/lac.2025.34.09

საკვანძო სიტყვები:

პოსტკონვენციური მორალი, ვაჟა-ფშაველა, ,,ალუდა ქეთელაური”, ,,ივანე კოტორაშვილის ამბავი”

ანოტაცია

ლოურენს კოლბერგი პიროვნების მორალური განვითარების პრეკონვენციურ, კონვენციურ და პოსტკონვენციურ დონეებს გამოყოფს. თითოეულ სტადიას ადამიანები თანმიმდევრობით, თუმცა განსხვავებული ტემპით გადიან. პოსტკონვენციურ საფეხურზე პიროვნება აღწევს განვითარების მაღალ დონეს, როცა მას შეუძლია გადაწყვე-ტილებები მიიღოს დამოუკიდებლად, საკუთარი შეხედულებია და სინდისით.

პოსტკონვენციურ დონეზე მყოფი  ადამიანები თვლიან, რომ წესები აუცილებელი, თუმცა ცვალებადი სისტემებია, რომელთა დარღვევა შესაძლებელია, თუ ისინი ეწინააღმდეგებიან ადამიანის ფუნდამენტურ ღირებულებებს.

ვაჟა-ფშაველას ეპიკურ ნაწარმოებებზე დაკვირვებამ გვიჩვენა პოეტის ინტერესთა მდგრადობა ეთიკური პრობლემატიკის მიმართ. პოსტკონვენციური მორალი მკაფიოდ ჩანს ისეთ პოემებში, როგორებიცაა: „ალუდა ქეთელაური“, „სტუმარ-მასპინძე-ლი“, „ივანე კოტორაშვილის ამბავი“, ,,სისხლის ძიება” და სხვა.

პოემაში ,,ალუდა ქეთელაური” მწერალი პიროვნების მეტამორფოზის რთულ პროცესს აღწერს. ამ გზაზე გმირს უწევს გადააფასოს და დაიცვას მაღალი მორალური ღირებულებები. ალუდა უნებურად აღმოჩნდება დანარჩენი საზოგადოების პირისპირ, რომელიც აიძულებს დაემორჩილოს ტრადიციასა და თემში დადგენილ წესებს.

,,ივანე კოტორაშვილის ამბავი” მკითხველს გააცნობს ახალგაზრდა ჭაბუკს, ივანეს, რომელიც თემში გამორჩეული ვაჟკაცია. საზოგადოება დიდი პატივისცემითა და მოწიწებითაა ივანეს მიმართ განწყობილი. კრიზისულ სიტუაციაში ივანეც უარს ამბობს არსებულ წესებზე და მოქმედებს საკუთარი შეხედულებისა და სინდისის კარნახით. ის უპირისპირდება ისეთ საზოგადოებას, რომელიც არაფრად აგდებს ადმიანის ღირსებასა და თავისუფლებას, რომელსაც არაფრად მიაჩნია ადამიანის სიცოცხლე.

პოემის მიხედვით, ახალი დრო ამკვიდრებდა ახალ კანონს, რომელიც მოყვასის სიძულვილს, თვითდამკვიდრების დაუოკებელი ჟინის გამო ღირსეულის გათელვას, დასმენასა და ღალატს ემყარება. ასეთ საზოგადოებასთან ადაპტაცია პიროვნების კვდომის ტოლფასი იყო. ივანესნაირი გმირები ჯერ უპირისპირდებიან თემს და შემდეგ გარდაქმნიან მას.

როგორც ნაწარმოებების ანალიზისას გაირკვა, ვაჟა-ფშაველას იდეალური გმირები მტკიცედ იცავენ პოსტკონვენციურ მორალს და პიროვნების უმთავრეს ღირებულებებს.

 

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

არაბული, ა. ვაჟა-ფშაველას პოეტურ სამყაროში. გვ.5. თბილისი: მეცნიერება.1990.

ჯანაშია, ნ. იმედაძე, ნ. გორგოძე, ს. - განვითარებისა და სწავლის თეორიები. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის შრომები. ტ.1 გვ.185. თბილისი: 2011.

სასარგებლო ბმულები:

ივანე კოტორაშვილის ამბავი, 2012 https://tagiweb.wordpress.com/2012/02/27/ivane-kotorashvilis-ambavi 17.10.2025

,,ალუდა ქეთელაური“, 2011 https://tagiweb.wordpress.com/2011/12/15/aluda-qethelauri 17.10.2025

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-11-17

როგორ უნდა ციტირება

კუპრაძე ნ. (2025). პოსტკონვენციური მორალი ვაჟა-ფშაველას ზოგიერთი ეპიკური ნაწარმოების მაგალითზე (,,ალუდა ქეთელაური”, ,,ივანე კოტორაშვილის ამბავი”). ენა და კულტურა, (34), 67–72. https://doi.org/10.52340/lac.2025.34.09

გამოცემა

სექცია

ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია
Loading...