ზმნის უღლების სისტემის სწავლება ენათა ევროპული ჩარჩოს შესაბამისად (I სერია, აწმყოს წრე)

ზმნის უღლების სისტემის სწავლება ენათა ევროპული ჩარჩოს შესაბამისად (I სერია, აწმყოს წრე)

ავტორები

  • ნანა შავთვალაძე საქართველოს უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/lac.2025.33.21

ანოტაცია

ქართულის, როგორც უცხო ენისადმი ინტერესი ამ საუკუნიდან განსაკუთრებით აღინიშნება. რა თქმა უნდა, ადრეც იყო ინტერესი ამ განსაკუთრებული ენის შესწავლისა. ამიტომაც იყო ქართლი ენის შესასწავლი სახელმძღვანელოები გამოცემული. სულ ორიოდე დეკადაა, რაც ქართულ ენაზე საუბრით ბევრი უცხოელი დაინტერესდა.  ეს მიდგომა განსხვავდება ქართულის, როგორც მეორე ენის შესასწავლი ფორმატისგან.

ამ ბოლო პერიოდში რამდენიმე სახელმძღვანელო დაიბეჭდა. უდიდესი შრომაა

სახელმძღვანელოს შექმნა, თან ქართული ენისა. უცხო ენის შესასწავლი სახელმძღვანელოები მრავალია, უკვე გამოცდილი და შედეგზე ორიენტირებული.  ინტერნეტსაშუალებებით ყველა სიახლისა და ახალი მიდგომების აღმოჩენა, მსოფლიო რიტმისთვის ფეხის აწყობა, აღარაა პრობლემა.  უცხო ენის შესასწავლი მიდგომები, სწავლების გზა, გამოყენებული მეთოდები, სტრატეგიები, ხერხები, შესაძლებელია, რაღაც კუთხით გამოყენებული იყოს, მაგრამ აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს ქართული ენის სტრუქტურა, გათვალისწინებული იყოს მეთოდური ბადე. სხვა შემთხვევაში, შედეგი მიუღწეველი იქნება. სახელმძღვანელომ გაამართლა თუ არა, ამას მომხმარებელი ადგენს, ეს წარმატება წლებითა და წიგნის გამოცემის რაოდენობით იზომება, თან ქართული ენა და საქართველო ტერიტორიითა და გამოყენების ველით, მსოფლიო მასშტაბის არენაზე არაა დიდი.

ქართული ენის ფლობის დონეების ზოგადი აღწერილობაა:„ ქართული ენის ფლობის დონეების ზოგადი აღწერილობა მოიცავს იმ კრიტერიუმთა ერთობლიობას, რომლითაც განისაზღვრება ქართული ენის ფლობა მოსმენის, კითხვის, მეტყველებისა და წერის შესაბამისი დონის მიხედვით. დოკუმენტი შესრულებულია ენათა სწავლის, სწავლებისა და შეფასების

რეკომენდაციათა საერთო ევროპული ჩარჩოს CEFR ექვსდონიანი სისტემის − A1, A2, B1, B2, C1,    C 2 −საფუძველზე. დოკუმენტის მიზანია, ქართული ენის სწავლის, სწავლებისა და შეფასების ერთიანი, უნიფიცირებული სისტემის დანერგვა. ქართული ენის ფლობის დონეების ზოგადი აღწერილობა სავალდებულოა ქართული ენის სწავლის, სწავლებისა და შეფასების კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა შემთხვევაში“.  ეს ოფიციალური დოკუმენტი დიდ იმედს იძლევა; ის ახლა უკვე ქართული ენის შეფასებისას ინდიკატორებისა და მტკიცებულებების საყრდენია; მისი საშუალებით შესაძლებელია მასალების, სახელმძღვანელოების, სწავლის შედეგების შესაბამისობის დადგენა ენის ფლობის დონეებთან.

მთავარია, სახელმძღვანელოს კონკრეტული მიზნის განსაზღვრა; სწავლების გზის ასახვა; ლოგიკურად დალაგება; თითოეული საკითხის სტრუქტურულად გაწერა; მეთოდური ბმის უზრუნველყოფა; მარტივიდან რთულისკენ სტრატეგიის დაცვა, ლექსიკის მიზნობრივად დალაგება და ა.შ.

ამჯერად, ჩვენი საკვლევი თემაა ზმნის გამოყენების არეალი. მისაწვდომობა, შინაარსის გაგება, სიტუაციის აღქმა, მიზნობრივი უკუგება შინაარსობრივად გასაგებია და მიღწევადია. ამაში კი ყველა ენა თავის კონსტრუქციას იყენებს, რაც ბუნებრივია.  ქართულში რომ ზმნა არის ჩვენი გრამატიკის ხერხემალი, ამაზე სადავო არაფერია. სხვათშორის, სხვა ენათა გრამატიკების  მნიშვნელოვანი ნაწილი იმავე ქმედებას იმეორებს, მაგრამ ქართულს ამ მხრივ ბადალი არ ჰყავს.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 ივნისი; დადგენილება # 394/დანართი 4 - ქართული ენის ფლობის დონეების ზოგადი აღწერილობა, თბილისი, 2020

ოძელი, მ., - ქართული ენის ფლობის დონეების აღწერილობა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ევროპის საბჭოს ერთობრივექტი. თბილისი, 2016

შანიძე, ა., - თხზულებანი თორმეტ ტომად. ქართლი ენის გრამატიკის საფუძვლები. III ტომი, თბილისის უნივერსიტეტის გამოცემა, თბილისი, 1980

შავთვალაძე ნ., სახელმძღვანელო „ქართული ენა ინგლისურენოვანთათვის“. სერია ,,ბილიკი”. დონე I, A2. „მოსწავლის წიგნი“ მოსასმენი მასალით. მეხუთე გამოცემა. გამომცემლობა ,,ფორმა“. 2022 (2019, 2014, 2012, 2006).

შავთვალაძე ნ., სახელმძღვანელო „ქართული ენა ინგლისურენოვანთათვის“. სერია ,,ბილიკი”, დონე AI/A2, ,,სამუშაო რვეული”, მეორე გამოცემა. გამომცემლობა ,,ფორმა“. 2013 (2008).

შავთვალაძე ნ., სახელმძღვანელო „ქართული ენა ინგლისურენოვანთათვის“, სერია ,,ბილიკი”. დონე AI/A2, ,,ქართული დიალოგები”. საკითხავი მასალა. მესამე გამოცემა. გამომცემლობა „ფორმა“. გამომცემლობა ,,ფორმა“. 2021 (2014, 2007).

შავთვალაძე ნ., სახელმძღვანელო „ქართული ენა ინგლისურენოვანთათვის“. სერია ,,ბილიკი”. დონე I, A 1, „მოსწავლის წიგნი“ მოსასმენი მასალით. მეექვსე გამოცემა. გამომცემლობა ,,ფორმა“. 2025 (2022, 2019, 2014, 2012, 2006).

https://eqe.ge/ka/page/static/665/profesiuli-standartebi

http://www.geofl.ge/lego/doneebiLevel.php?parent=56

https://www.coe.int/en/web/common-european-framework-reference-languages/level-descriptions

https://rm.coe.int/georgian-reference-level-descriptions-a1-a2-b1-b2-cefr/168077b6f5

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-05-21

როგორ უნდა ციტირება

გამოცემა

სექცია

სწავლების მეთოდიკა
Loading...