განწყობის ფსიქოლოგიის საკითხები იაკობ გოგებაშვილის საბავშვო მოთხრობებში

განწყობის ფსიქოლოგიის საკითხები იაკობ გოგებაშვილის საბავშვო მოთხრობებში

ავტორები

  • იმერი ბასილაძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • ლელა თავდგირიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • ნინო ჭოხონელიძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/lac.2025.33.19

საკვანძო სიტყვები:

განწყობა, მოტივაცია, განმავითარებელი სწავლება, მოთხოვნილების დაკმაყოფილება, პედაგოგიკური კონცეფცია

ანოტაცია

გამოჩენილი ქართველი პედაგოგი იაკობ გოგებაშვილი XIX საუკუნის II ნახევრისა და XX საუკუნის  დასაწყისის პედაგოგიური აზროვნების ნოვატორია. მისი პედაგოგიკური კონცეფცია მთლიანად განწყობის ფსიქოლოგიის იდეაზეა დაფუძნებული. მის მიერ შექმნილი საბავშვო მოთხრობები თავისი შინაარსითა და აგების მეთოდიკური სტრუქტურით განმავითრებელი სწავლების იდეას ემსახურება.

იაკობ გოგებაშვილმა თავის  საბავშვო მოთხრობების შექმნისას  აჩვენა მჭიდრო კავშირი დიდაქტიკის ამოცანებსა და სწავლის ფსიქოლოგიის ამოცანებს შორის. ჩვენი აზრით, მის საბავშვო ნაწარმოებებში ნაკლებად არის შესწავლილი სწავლა/სწავლების ფსიქოლოგია.

იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები გამოირჩევა მასალის სწორი პედაგოგიური და ფსიქოლოგიური შერჩევით. მისი შესწავლის პროცესში მოსწავლე  ნამდვილად იღებს განწყობას და შეიგრძნობს  მშობლიური ფესვების, სიტყვის ძალას, სამშობლოს სიყვარულსა და სწავლა/სწავლების მნიშვნელობას, მათი გონებრივი, ზნეობრივი, ესთეტიკური, ფიზიკური და პროფესიული აღზრდის კუთხით. „მოტივები, პიროვნების ნიშნები, „ღირებულებითი ორიენტაციები“ და ქცევის სხვა ცალკეული ფაქტორები გამოვლინებულ ქცევას უშუალოდ ერთმანეთისგან იზოლირებულად კი არ განსაზღვრავენ, არამედ ემორჩილებიან მთლიანობითი პიროვნების მარეგულირებელ მოდუსს“ [უზნაძე 1949].

იაკობ გოგებაშვილმა, როგორც ქართული ენის საუკეთესო მცოდნემ, დიდი ოსტატობითა და ნიჭით მოარგო მისი ეპოქის თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომები და მეთოდები ქართული ენისა და სიტყვიერების არსებულ რესურსებს. წარმოუდგენლად დიდი შრომა ჩადო ორიგინალურ ენაზე არსებული სასწავლო მასალების შეკრება-ადაპტირებაში, ახალი ლიტერატურის შექმნაში. მისმა ნააზრევმა პედაგოგიკაში დროს გაუსწრეს და თანამედროვე გადმოსახედიდან ის შეიძლება ჩაითვალოს მომავლის ნაშრომად, შესაბამისად პედაგოგიურად და ფსიქოლოგიურად სწორად წარმართული რედაქციით. იაკობ გოგებაშვილის პედაგოგიური შემოქმედება ფსიქოლოგიური ასპექტებით არის გაჟღენთილი. იგი ბავშვს მყარად აკავშირებს ქართულ ფესვებთან და მთელი შემდგომი ცხოვრების მანძილზე მის იდენტობას განსაზღვრავს. რაც გვაძლევს საშუალებას დავასკვნათ, რომ დიდი პედაგოგი იყო ბავშვის ფსიქოლოგიის უბადლო მცოდნე.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

გობრონიძე, ა., - „დედა ენა“ აჭარაში, ბათუმი: გამომცემლობა „საბჭოთა აჭარა“. 1976. 52 გვ.

გოგებაშვილი, ი.,- საგანძური, თბილისი: გამომცემლობა „განათლება“. 1982. 380 გვ.

თავზიშვილი, გ., - იაკობ გოგებაშვილი, საიუბილეო კრებული, თბილისი: გამომცემლობა „განათლება“. გვ. 3-15. 1960.

მაღრაძე, მ., - განწყობის თეორია და განათლების ფსიქოლოგიის ზოგადი საკითხები, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. ქუთაისი, 2008. 200 გვ.

რამიშვილი, ვ., - დედა ენისა და მისი სწავლების საკითხები იაკობ გოგებაშვილის მემკვიდრეობაში, იაკობ გოგებაშვილი 150, გვ. 3-15. თბილისი: გამომცემლობა „განათლება“.1991.

ხოჯავა, ზ., - ფსიქოლოგიური სისწორე ი. გოგებაშვილის მოთხრობაში „იავნანამ რა ჰქმნა“, იაკობის სამრეკლო, წერილები,გვ. 10-25, თბილისი: გამომცემლობა „განათლება“, 1990.

ჭკუასელი, ქ., - იაკობ გოგებაშვილის დიდაქტიკა და თანამედროვეობა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, იაკობ გოგებაშვილი - 180, სამეცნიერო შრომების კრებული. გვ.147-156. თბილისი: უნივერსიტეტის გამომცემლობა. 2020.

ჯავახიშვილი, თ., - იაკობ გოგებაშვილის შემოქმედების ზოგიერთი ასპექტი, საერთაშორისო პერიოდული ჟურნალი განათლება. № 3, გვ. 207. 2013. თბილისი: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2011.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-05-21

როგორ უნდა ციტირება

გამოცემა

სექცია

პედაგოგიკა
Loading...