თემთან თანამშრომლობის ასპექტები ადრეული და სკოლამდელი განათლების სტანდარტის მიხედვით

თემთან თანამშრომლობის ასპექტები ადრეული და სკოლამდელი განათლების სტანდარტის მიხედვით

ავტორები

  • იაგორ ბალანჩივაძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • მაკა აბულაძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/lac.2025.33.18

საკვანძო სიტყვები:

კომუნიკაცია, ურთიერთობა, თემის სერვისები, ოჯახი, პერსონალი, არსაზრდელი

ანოტაცია

სტატია ეხება ადრეული და სკოლამდელი განათლების კურიკულუმის სტანდარტის ერთ-ერთი მუხლის - სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში ოჯახისა და თემის მონაწილეობა - მიხედვით ჩატარებულ კვლევას. ბავშვის განვითარებას ოჯახი და საგანმანათლებლო პერსონალი ერთობლივად უნდა უწყობდნენ ხელს. უმნიშვნელოვანესია ამ თვალსაზრისით საზოგადოების მონაწილეობაც. თემის წევრების, ადგილობრივი, ცენტრალური, სათემო ორგანიზაციების მიერ მიწოდებული მომსახურების სერვისები პოზიტიურად აისახება ბავშვების განვითარებაზე, ოჯახების საჭიროებაზე. განსაკუთრებით მაშინ, თუ ოჯახში არის განსაკუთრებული საჭიროების მქონე  ბავშვები. ბაღის მშობლებთან აქტიური კომუნიკაცია გადამწყვეტია ბავშვების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. ღია კომუნიკაცია ხელს უწყობს სასწავლო პროცესისა და ფსიქო-ემოციური კლიმატის გუმჯობესებას.

პრობლემის გასარკვევად 2024 წლის შემოდგომაზე ჩატარდა კვლევა თემაზე - „თემთან თანამშრომლობის ასპექტები ადრეული და სკოლამდელი განათლების სტანდარტის მიხედვით“. კვლევის მიზანია  - წარმოაჩინოს ის არსებული გამოწვევები   და    საჭიროებები რომელიც ხელს   უშლის ოჯახისა და თემის  წარმომადგენლებს  სრულფასოვნად ჩაერთონ სასწავლო-საგანმანათლებლო  პროცესებში. ჩატარდა 3 ფოკუს-ჯგუფის დისკუსია, 7 სიღრმისეული ინტერვიუ. თვისებრივ კვლევაში ჩართული იყო 25 რესპონდენტი. მათ შორის 21 ქალი, 4 კაცი. 

ფოკუს-ჯგუფის დისკუსიის მონაწილე მშობლებისგან მიღებული იქნა ინფორმაცია, რამდენად იცნობდნენ მშობლები ხარისხის სტანდარტის დოკუმენტს. მიღებული ინფორმაციით,   ხარისხის სტანდარტის  დოკუმენტის შესახებ მშობლებს საკმაოდ მწირი ინფორმაცია გააჩნდათ. მშობლებთან გამოიკვეთა მთელი რიგი საჭიროებები და გამოწვევები. ბაღის ცხოვრებაში ჩართვას მშობლები, სამწუხაროდ,  ყველაზე მეტად დროის უქონლობის გამო ვერ ახერხებენ; გამოიკვეთა ასევე ურთიერთკომუნიკაციის პრობლემა საბავშვო ბაღსა და განვითარების ცენტრებს შორის. კვლევის დროს გამოიკითხა რეაბილიტაციის ცენტრის სპეციალისტები. ინტერვიუს დროს გამოიკვეთა ბაღებში დასაქმებული არაკვალიფიციური კადრების პრობლებაც, რომლებმაც ძალიან ხშირად არ იციან, როგორ იმუშაონ რთული ქცევის ბავშვებთან.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

ადრეული და სკოლამდელი განათლები ხარისხის სახელმწიფო სტანდარტები 2023.საქართველო. თბილისი;

ბარქაია ც, ჯანელიძე ა, ჯიჯავაძე ნ. - ინკლუზიური განათლება (ნაწილი1, 2, 3) გაეროს ბავშვთა ფონდი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. 2019წ.

გაეროს ბავშვთა ფონდი-პოზიტიური მშობლობა-2021წ.

დოლიძე ხ, ბაქრაძე თ, ჯიჯავაძე ნ. - ”ადრეული განათლების კურიკულუმი „თამაში“, ნაწილი I და II. თბილისი 2020წ.

ჯიჯავაძე ნ., კუხალაშვილლი თ. - ადრეული სკოლამდელი განათლების ხარისხის სტანდარტის გზამკვლევი გაეროს ბავშვთა ფონდი 2019 წ.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-05-21

როგორ უნდა ციტირება

გამოცემა

სექცია

პედაგოგიკა
Loading...