ტექსტილის ნარჩენებით წყლის რესურსების დაბინძურების ზოგიერთი ასპექტი
საკვანძო სიტყვები:
ტექსტილის ნარჩენები, ჩამდინარე წყლები, მიკრობოჭკოები, წყლის ხარისხიანოტაცია
წყლის რესურსების დაბინძურება გლობალური და ადგილობრივი ეკოლოგიური პრობლემაა, რომელიც ძირითადად ადამიანის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება და საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობასა და ეკოსისტემებს. წყლის რესურსების ერთერთი დამაბინძურებელია ტექსტილური საწარმოები და ტექსტილური ნაწარმების ნარჩენები. ტექსტილის ინდუსტრია წყლის რესურსების მნიშვნელოვანი მომხმარებელი სექტორია. წარმოების სხვადასხვა ეტაპზე — ბოჭკოს შემუშავების, ძაფის წარმოების, ქსოვის, ღებვის, ჩითვის, რეცხვისა და საბოლოო გამოყვანის დროს გამოიყენება დიდი რაოდენობით წყალი და ქიმიური ნივთიერებები.
ტექსტილის ნარჩენების წყლის გარემოში მოხვედრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზაა სინთეზური ბოჭკოებისგან დამზადებული ტანსაცმლის რეცხვა. პოლიესტერის, პოლიამიდის, აკრილისა და სხვა სინთეზური მასალების მექანიკური ცვეთის შედეგად წარმოქმნილი მიკრობოჭკოები ხვდება ჩამდინარე წყლებში და გადადის ჩამდინარე წყლების გამწმენდ სისტემებში. არასაკმარისი გაწმენდის შემთხვევაში, ეს მიკრობოჭკოები შემდგომში შეიძლება მოხვდეს მდინარეებში, საბოლოოდ შავ ზღვაში.
მნიშვნელოვანი პრობლემაა ტექსტილის წარმოებისა და შეღებვის პროცესებში გამოყენებული საღებავებისა და ქიმიური ნივთიერებების შემცველი ჩამდინარე წყლები. არასაკმარისად გაწმენდილი ჩამდინარე წყლები შესაძლოა შეიცავდეს ორგანულ საღებავებს, ზედაპირულად აქტიურ ნივთიერებებს, მძიმე მეტალებსა და სხვა ქიმიურ ნაერთებს, რომლებიც აუარესებს წყლის ხარისხს და საფრთხეს უქმნის წყლის ბიომრავალფეროვნებას. ამ დამაბინძურებლების ნაწილი შესაძლოა მდინარის სისტემების მეშვეობით გავრცელდეს და შავი ზღვის სანაპირო ეკოსისტემებამდე მიაღწიოს.
მდინარე რიონი მიედინება დასავლეთ საქართველოს მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე რამდენიმე არაოფიციალური და უნებართვო ნარჩენების განთავსების ადგილია. ადგილობრივი მოსახლეობა ზოგჯერ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს, მათ შორის ტექსტილის ნარჩენებს, პირდაპირ მდინარეებში ყრის, რაც კიდევ უფრო უწყობს ხელს წყლის დაბინძურებას.
წინამდებარე ნაშრომში განხილულია ტექსტილის ნარჩენების წარმოქმნისა და წყლის გარემოში მოხვედრის ძირითადი გზები, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მდინარე რიონის აუზში ტექსტილის მიკრობოჭკოების მონიტორინგის საკითხს, კერძოდ, ჩამდინარე წყლების გაწმენდის შესაძლებლობების გაუმჯობესების აუცილებლობას, წარმოდგენილია სამომავლო კვლევის ზოგადი მეთოდოლოგია.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
1. თ. მოსეშვილი. ტექსტილის ნარჩენების რეციკლირების პერსპექტივები.
ა. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე. 2(26)2025. გვ. 230-246
2. Т. Мосешвили. Глобальные проблемы переработки текстильных отходов. ნოვაცია. ქუთაისის სამეცნიერო ცენტრი. N30. 2022 გვ. 20-28
3. Water use for EU’s textiles consumption. https://www.eea.europa.eu/en/circularity/sectoral-modules/textiles/water-use-for-eus-textiles-consumption
4. Wang, X., Jiang, J., & Gao, W. (2022). Reviewing textile wastewater produced by industries: Characteristics, environmental impacts, and treatment strategies. Water Science & Technology, 85(7), 2076–2096. https://doi.org/10.2166/wst.2022.088
5. Lin, J., Ye, W., Xie, M., Seo, D. H., Luo, J., Wan, Y., & Van der Bruggen, B. (2023).Environmental impacts and remediation of dye-containing wastewater. Nature Reviews Earth & Environment, 4, 785–803. https://doi.org/10.1038/s43017-023-00489-8
6. Periyasamy, A. P. (2024). Recent Advances in the Remediation of Textile-Dye-Containing Wastewater: Prioritizing Human Health and Sustainable Wastewater Treatment. Sustainability, 16(2), 495. https://doi.org/10.3390/su16020495
7. Kallawar, G. A., & Bhanvase, B. A. (2024). A review on existing and emerging approaches for textile wastewater treatments: challenges and future perspectives. Environmental Science and Pollution Research, 31, 1748–1789. https://doi.org/10.1007/s11356-023-31175-3
8. P. Taptiklis, M. Boulic, R. Phipps, H. Van Heerden. Microfibres and health:
State of the evidence and research gaps. https://www.sciencedirect.com/science/article/pii/S2772416625001779#sec0002
9. Comparison of methodologies for microfiber analysis across different stages of wastewater from a textile dyeing company. Sinem Hazal Akyıldız, Valentina Balestra, Lia Drudi, Paola Marini, Rossana Bellopede . https://www.sciencedirect.com/science/article/pii/S2772416625002025
10. Microfibres Release from Textile Industry Wastewater Effluents Are Underestimated: Mitigation Actions That Need to Be Prioritised. Fibers, 11(12), 105 (2023). https://doi.org/10.3390/fib11120105 Microfibres Release from Textile Industry Wastewater Effluents Are Underestimated: Mitigation Actions That Need to Be Prioritised. Fibers, 11(12), 105 (2023). https://doi.org/10.3390/fib11120105
11. World Bank. Blueing the Black Sea: Reducing Marine Plastics Pollution in Georgia. Synthesis Report. (2025). https://documents.worldbank.org/en/publication/documents-reports/documentdetail/099092225155531952
12. Ministry of Environmental Protection and Agriculture of Georgia. Information on the second phase of the study on reducing plastic pollution in Georgia under the Blueing the Black Sea program. (2026) https://cbw.ge/economy/second-phase-of-study-on-reducing-plastic-pollution-discussed-under-world-banks-blueing-the-black-sea-program
13. ISO. (2023). ISO 4484-2:2023. Textiles and textile products — Microplastics from textile sources — Part 2: Qualitative and quantitative analysis of microplastics.


