ქართული რენესანსის საკითხისათვის

ქართული რენესანსის საკითხისათვის

ავტორები

  • გიორგი სიბაშვილი იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/tuw.2025.38.01.22

საკვანძო სიტყვები:

რენესანსი, ჰუმანიზმი, ევროპული რენესანსი, აღმოსავლური რენესანსი, ბიზანტიური რენესანსი, ისლამის რენესანსი, ქართული რენესანსი

ანოტაცია

რენესანსის ანუ აღორძინების ცნებაში XV-XVI საუკუნეების ევროპის კულტურული აღმავლობის ეპოქა მოიაზრება, რომლის იდეურ შინაარსს ჰუმანიზმი წარმოადგენს. იგი  ამქვეყნიური  სინამდვილის  ანტიკური  გაგების  აღორძინებას ნიშნავს. თუმცა მასში შუა საუკუნეების ქრისტიანულ-რელიგიური ღირებულებების გავლენაც ნიშანდობლივია.

         რენესანსის სამშობლოდ იტალია ითვლება, საიდანაც იგი მთელ ევროპაში ვრცელდება და ევროპული რენესანსის სახელწოდებით აღინიშნება. ამავდროულად, ევროპაშივე ჩნდება ეჭვი არაევროპული, ანუ აღმოსავლური რენესანსის არსებობის ნიშნების შესახებ.

         აღმოსავლური  რენესანსის  ტიპიური  მაგალითია  ქართული  რენესანსი. ივანე  ჯავახიშვილის აზრით,  ქართველობამ ელინური შემოქმედების ნიმუშები იგემა და დაეწაფა იმ ცხოველმყოფელს ელინიზმს, რომლის ღრმა და საფუძვლიანმა შესწავლამ დასავლეთის  ევროპაში ეგრეთ წოდებული „რენესანსი“ წარმოშვა. საქართველომ ეს მოძრაობა უკვე XII საუკუნეში დაიწყო, მაგრამ მისი დასრულება მონღოლ-თათართა შემოსევამ შეაფერხა.                                                                                                              

         რენესანსის  თეორიის  შემუშავება 30-იანი წლების II ნახევრიდან დაიწყო  შალვა ნუცუბიძის მიერ ბიზანტიის რენესანსის აღიარებით. ბიზანტიის რენესანსი, აღნიშნავდა იგი  გამოკვლევაში („იოანე პეტრიწი“), წარმოადგენდა ერთ-ერთ დიდ ნაკადს, საიდანაც დასავლეთ ევროპამ  მიიღო განახლების სტიმული; მან შეამზადა დასავლეთ  ევროპის რენესანსი. მაგრამ ბიზანტიის რენესანსი შეჩერდა და ეს კულტურული მოძრაობა გაგრძელდა საქართველოში XI–XII სს-ში  იოანე პეტრიწისა და |შოთა რუსთაველის შემოქმედებაში.                                                                                                                  

         ქართული რენესანსის შესახებ განსხვავებულ აზრს ანვითარებს გრიგოლ რობაქიძე. იგი ქართულ რენესანსს XX საუკუნეში  წინასწარმეტყველებს. მისი აზრით, სწორედ ამ საუკუნის საქართველოს ისტორიაში ისახება ქართული რენესანსის ნიშნები

         გრიგოლ რობაქიძის აღნიშნული მოსაზრება იძლევა უფრო მეტი იმედისა და ოპტიმისტური მტკიცების საფუძველს საქართველოსთვის, XXI საუკუნეში ეროვნულ ტრადიციებზე დაფუძნებული, ქართული  რენესანსის  განმტკიცებისა და განვითარების  შესახებ.   

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

თევზაძე, გ. (1995). შალვა ნუცუბიძე და აღმოსავლეთის რენესანსის პრობლემები, კრებულში: ფილოსოფია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. 2. ირემაძე, თ. (2019). შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფია. გამომც. „ფავორიტი სტილი.“

მახარაძე, მ. (2003). რენესანსი, ჰუმანიზმი და XI-XII საუკუნეების საქართველო. გამომც.,,ელფი“. 4.რობაქიძე, გრ. (1917). ქართული რენესანსი. გაზეთი საქართველო. N. 257. 5. ხიდაშელი, შ. (1988). ქართული ფილოსოფიის ისტორია. გამომც. „ მეცნიერება.“

გამოქვეყნებული

2025-12-26

გამოცემა

სექცია

1200 ხელოვნება და ჰუმანიტარული მეცნიერებები (ყველა) / 1211 ფილოსოფია
Loading...