დევნილობაში მყოფი საქართველოს პირველი პრეზიდენტის მიმართვები აფხაზეთის მოსახლეობისადმი

დევნილობაში მყოფი საქართველოს პირველი პრეზიდენტის მიმართვები აფხაზეთის მოსახლეობისადმი

ავტორები

  • ალექსანდრე მოსიაშვილი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/tuw.2024.37.01.11

საკვანძო სიტყვები:

აფხაზეთი, კონსტიტუცია, ეთნოკონფლიქტი, ხუნტა, პრეზიდენტი, მოლაპარაკება

ანოტაცია

1991-1992 წლების დეკემბერ-იანვარში თბილისში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების შედეგად საქართველოს რესპუბლიკის კანონიერად არჩეული პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია იქცა დევნილად საკუთარი სამშობლოდან. მას ამის მიუხედავად არ შეუწყვეტია ზრუნვა საკუთარი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ქართული პრესის ფურცლებზე შემონახულია მის მიერ გაკეთებული მიმართვები აფხაზეთის მოსახლეობისადმი, რომლებსაც ის ახორციელებდა აფხაზეთში მოსალოდნელი ან უკვე მიმდინარე სისხლისმღვრელი დაპირისპირების ფონზე. ამჟამად, როდესაც აღნიშნული მოვლენებიდან გასულია სამ ათეულ წელზე მეტი, უფრო მეტი და რაც მთავარია მართებული დასკვნების გამოტანის საშუალება გვეძლევა. საკითხი თავისთავად არ კარგავს აქტუალობას, რადგან დღესაც რელევანტურია ქვეყნის პოლიტიკური ორიენტაციის საკითხის სწორად განსაზღვრა და რუსულ-იმპერიული ძალების მიერ საქართველოს საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა მათ მიერვე გამოგზავნილი რენეგატი ემისრების პირადი ინტერესებითა და აქტიური ხელშეწყობით მრავალგზის დაზარალებული საქართველოს ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, როცა დარღვეულია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, საკუთარი მიწა-წყლიდან დევნილია ასიათასობით მოქალაქე და დღემდე ვიმკით იმ შედეგებს, რომლებიც ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეული ეროვნული ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდებით დამხობას მოჰყვა. არსებული ბეჭდური მასალების მოძიება, ანალიზი და მსჯელობა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავასკვნათ: ზვიად გამსახურდიას ცდა არ დაუკლია აფხაზეთში სისხლისმღვრელი დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად. გაჩაღებული ომის პირობებშიც მისი მცდელობა _ შეეჩერებინა სისხლისღვრა, მოეგვარებინა საკითხი დიპლომატიური მეთოდებით, ერთგვარად იმედის მომცემად გამოიყურებოდა, მაგრამ ედუარდ შევარდნაძის მუხანათურმა პოზიციამ ჩაშალა პრაქტიკულად წარმატებით დაწყებული მოლაპარაკების პროცესი. უფრო მეტიც, დღეს უკვე მისივე ხელისუფლების მაღალჩინოსნები თავიანთ ინტერვიუებში ამხელენ ე. შევარდნაძეს, როგორც ავანტიურისტს და ომის გამჩაღებელს, რომელმაც მოახდინა ხელისუფლების უზურპაცია და ვერ შეძლო მისი მართვა კანონიერი ხელისუფლების მხარდამჭერთა საპროტესტო მუხტის იმ ფონზე, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზეც მკაფიოდ შეინიშნებოდა და ხელისუფლებაში საკუთარი პოზიციების განსამტკიცებლად მიიღო ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილება, რომელიც ამავდროულად თანხვედრაში მოდიოდა კრემლის ინტერესებთან და რომლის ხელშემწყობიც იყო აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობა. ამდენად, დღეს უკვე დადასტურებულად შეგვიძლია 1992-1993 წლებში საქართველოში და კერძოდ, აფხაზეთის ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებში მართალ-მტყუანის გარჩევა, რაც დახმარებას გაუწევს საკითხით დაინტერესებულ პირებს და ფართე საზოგადოებას, როგორც სწორი დასკვნების გამოტანაში, ასევე ზოგიერთი მოვლენის შეფასება-გადაფასების საქმეშიც.

 

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

გაზეთი ,,აღდგომა“. (1992);

გაზეთი ,,აღდგომა“. (1993);

გაზეთი ,,ეროვნული ფრონტი“. (1992);

გაზეთი ,,წალენჯიხის ზარები“. (1993);

გამახარია, ჯ. (2004). ზვიად გამსახურდიას პოლიტიკა აფხაზეთში (1990-1993 წწ.). თბილისი. ი/მ ,,ლიკა“;

შველიძე, დ. (2021). საქართველოს უახლესი ისტორია (1917-2012). თბილისი, 2021, ,,მერიდიანი“;

ხოსიტაშვილი, მ. (2013). საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელები, ოფიციალური დოკუმენტები, მიმართვები და ინტერვიუები, ტომი III. ზვიად გამსახურდია. თბილისი: შპს ,,ირიდა“;

https://www.youtube.com/watch?v=6giPEI57ENA ;

https://www.youtube.com/watch?v=vLTIaQiuhrM ;

https://www.youtube.com/watch?v=aAm1OjVCb4M ;

https://www.youtube.com/watch?v=At3b0mjOnBI ;

https://www.youtube.com/watch?v=gNbXc1RC4e0 .

გამოქვეყნებული

2025-03-13

როგორ უნდა ციტირება

მოსიაშვილი ა. (2025). დევნილობაში მყოფი საქართველოს პირველი პრეზიდენტის მიმართვები აფხაზეთის მოსახლეობისადმი. თელავის უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული, (1(37). https://doi.org/10.52340/tuw.2024.37.01.11

გამოცემა

სექცია

ხელოვნება და ჰუმანიტარული მეცნიერებები
Crossref
0
Scopus
0
Loading...