ჩრდილო კავკასიელებისა და რუსების ურთიერთობა XV საკუკუნეში
DOI:
https://doi.org/10.52340/tuw.2024.37.01.10საკვანძო სიტყვები:
ჩრდილო კავკასია, რუსეთი, სავაჭრო ურთიერთობები, დერბენტი, თათარ-მონღოლები, ოქროს ურდოანოტაცია
რუსული სათავადოებისა და ჩრდილო კავკასიელი ხალხების ურთიერთობაზე უაღრესად ნეგატიური ასახვა ჰპოვა თათარ-მონღოლთი დამპყრობლების შემოსევამ. გარკვეული დროის განმავლობაში ეს ურთიერთობები საერთოდ შეწყდა. ამ ურთიერთობის განახლების დასაწყისად შეიძლება ჩაითვალოს ოქროს ურდოს დაქვემდებარებაში შემავალი რეგიონების ხელმძღვანელთა შეხვედრები მის დედაქალაქში. ამ დროის ისტორიული წყაროები გვამცნობენ მრავალ საინტერესო ინფორმაციას ამ ურთიერთობების შესახებ.
რუსი ისტორიკოსებისთვის დამახასიათებელია ის გარემოება, რომ ისინი თათარ-მონღოლთა წინაარმდეგ განმათავისუფლებელ ბრძოლას აიგივებენ მონღოლთა მიერ დაპყრობილი ყველა ხალხის განმათავისუფლებელ ბრძოლასთან და თვლიან, რომ სწორედ რუსეთმა დაუდო სათავე დამპყრობლის წინააღმდეგ ამ გამარჯვებას, რაც საკითხისადმი ტენდენციური მიდგომაა. თათარ-მონღოლთა უღელქვეშ მგმინავი ყველა ხალხი იბრძოდა საკუთარი დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად და მოპოვებული თავისუფლება მათი დამსახურებაც არის.
ჩრდილო კავკასიის ხალხებსა და რუსებს შორის ხორციელდებოდა სავაჭრო ურთიერთობებიც. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ამ კუთხით იყო მდინარე ვოლგის მეშვეობით კასპიის ზღვის ქალაქებში, დერბენტსა და ბაქოში წარმოებული სავაჭრო ურთიერთობები. ცხადია, სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას თან სდევდა პოლიტიკური ურთიერთობების წარმოშობაც.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
Барбаро и Коктарини о России: к истории и мало - русских связеи в XVв. Л. 1971.
С. 147-148-151
Путешествие в восточные страны Плано Карпони и Рубрука. 1957, с. 41, 48, 107, 54, 108.
Архив Маркса и Энгелса. М. 1946. т. 8 с. 149
Академия наук СССР, Хождение за три моря Афанасия Никитина в 1466-1472. г.г. 1958, с. 144.
Библиотека иностранных писателей о Росии. СПБ., 1836. с. 79
СБ. РИО. СПб., 1884. т.41. с. 161-163, 269-280,361,410, 411, 433