თაობათა ცვლა ამერიკის პოლიტიკაში
DOI:
https://doi.org/10.52340/tuw.2022.25საკვანძო სიტყვები:
თაობა, საისტორიო ციკლები, ქანქარის თეორია,, თაობების თეორია, თაობა X, მილენიუმიანოტაცია
ნაშრომი ეძღვნება თაობათა პრობლემების შესწავლას ამერიკული ციკლის თეორიის ფარგლებში, რომელიც ბუნებრივი მოვლენების კანონზომიერების ანალოგიით (წლის დრო, დღე-ღამის მონაცვლეობა და ა.შ.), ადამიანთა საზოგადოებაში (ქვეყანა, ერი) განმეორებად, მდგრად მოვლენებზეა ფოკუსირებული. სტატიაში აღნიშნულია, რომ ამერიკის ისტორიის ციკლური განვითარების თეორიის ფუძემდებლად ითვლება ცნობილი ამერიკელი ისტორიკოსი არტურ შელეზინგერ-სენიორი. 1940-იან წლებში მან შეიმუშავა ციკლური მოდელი შეერთებული შტატების მმართველებს, "ინოვაციების პარტიასა" და "კონსერვატიულ პარტიას" შორის ბუნებრივი მონაცვლეობით. მოგვიანებით, მისმა ვაჟმა, არტურ მაიერ შლეზინგერ უმცროსმა დახვეწა ციკლის თეორია და მისი მოდიფიცირება სცადა. მან განაცხადა, რომ ამერიკული პოლიტიკური პროცესის საფუძველია მეტოქეობა ლიბერალიზმსა და კონსერვატიზმს შორის, ამერიკული პოლიტიკური განვითარების ციკლებს კი ორი ფაზა ჰქონდათ - „საჯარო საქმიანობა“ და „კერძო ინტერესები“. „აქტივიზმის“ პერიოდში რეფორმიზმმა განიცადა პოზიტიური ცვლილებები პროგრესის მიმართულებით, რაც შეეხება მეორე ფაზას, მას ახასიათებს პასიურობა, ჰედონიზმი, საჯარო აქტივობის დაქვეითება და მიმდინარე ხდომილებების კრიტიკული აღქმა. შლეზინგერ უმცროსი ყველაზე მნიშვნელოვან ინსტიტუტებს, როგორიცაა საპრეზიდენტო ინსტიტუტი და ორპარტიული სისტემა, ალტერნატიული ციკლების პრიზმაში განიხილავს. „ქანქარის თეორიის“ ციკლის მამოძრავებელ ძალად თაობათა მონაცვლეობა ითვლება. სტატიაში მოცემულია თაობების ცნების განსაზღვრება, მას აქვს პროგნოზული ასპექტი და განისაზღვრება სამი ათწლეულით პოლიტიკური ბატონობის პერიოდში, ხაზგასმით აღნიშნულია, რომ პოლიტიკური ცვლილებები დამოკიდებულია აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართული ახალი თაობის ხასიათზე. (მაგალითად, ჯონ კენედის თაობა). ამერიკის ისტორიის ციკლების იდეა განავითარეს უილიამ შტრაუსმა და ნილ ჰაუსმა; მათ შექმნეს „თაობათა თეორია“. თაობის განსაზღვრება მოიცავს 20 წლის ფარგლებში დაბადებული ან ცხოვრების ერთი ფაზის განმავლობაში (ბავშვობა, ახალგაზრდობა, საშუალო ასაკი და სიბერე) ადამიანების ჯგუფს. ნაშრომში გამოყოფილია სამი თაობის იდენტიფიკაციის კრიტერიუმები, რომლებიც აღწერენ შეერთებული შტატების ისტორიას, მათ შორის მის 13 კოლონიას. თაობის თეორია - იდეების რთული ნაერთია, რომელიც ეფუძნება რამდენიმე ნაშრომს. კვლევამ აჩვენა, რომ არსებობს ისტორიული ანალოგიები წარსულსა და დღევანდელ თაობებს შორის. აქედან გამომდინარე, შედეგად, მკვლევრებმა ანგლო-ამერიკული თაობების ისტორიაში ოთხი ტიპის ქცევის ნიმუშს, შესაბამისად, ციკლების ოთხ განსხვავებულ ტიპს მიაგნეს. სტატიაში განხილულია შტრაუსისა და ჰესის მიერ სხვადასხვა წლებში ჩატარებული თაობათა ბიოგრაფიებისადმი მიძღვნილი კვლევები: „თაობები“ (1991), „მეცამეტე თაობა“ (1997), „მეოთხე ტრანსფორმაცია: ამერიკული წინასწარმეტყველება“, (1997), „ათასწლეულის თაობის აღზევება: შემდგომი დიადი თაობა“ (2000). (2000 წ.).
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
Howe, Neil; Strauss, William. (1991). Generations: The History of America’s Future, 1584 to 2069. New York:
William Morrow & Company.
Howe, Neil; Strauss, William. (1993). 13th Cen: Abort, Retry, Ignore, Fail? Vintage Books.
Howe, Neil; Strauss, William. (1997). The Fourth Turning: What the Cycles of History Tell Us About America’s
Next Rendezvous with Destiny. New York: Broadway Books.
Howe, Neil; Strauss, William. (2000). Millennials Rising: The Next Great Generation. Knopf Doubleday
Publishing Group.
Schlesinger Artur M., Jr. (1986). The Cycles of American History . Boston, Houghton Mifflin Company,
XIII+498 p