დავალების გარეშე „ასევე“ სხვისი საქმეების შესრულება და მეპატრონის ნების საწინააღმდეგოდ შესრულება
DOI:
https://doi.org/10.52340/tuw.2022.24საკვანძო სიტყვები:
„ასევე“ სხვისი საქმე, მეპატრონის ნება, საწინააღმდეგო შესრულება, დომინუსი, გესტორიანოტაცია
წინამდებარე სტატიის ფარგლებში ვისაუბრებთ კერძო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თუმცაღა პრობლემატურ საკითხზე, როგორიცაა დავალების გარეშე ,,ასევე სხვისი’’ საქმეების შესრულება და მეპატრონის ნების საწინააღმდეგო შესრულება. აღნიშნულ ინსტიტუტთან მიმართებით მსოფლიო სამართლის ლიტერატურაში განსხვავებული შეხედულებები არსებობს. ზოგიერთი ქვეყნის კანონმდებლობა იცნობს, აღიარებს და პრაქტიკულ გამოყენებასაც სძენს „Negotiorum Gestio“-ს, თუმცაღა ზოგიერთი, მათ შორის საქართველოს კანონმდებლობა მხოლოდ დოქტრინალურ დონეზე განამტკიცებს ამ სისტემას, რის გამოც ის ნაკლებად გამოყენებადია სამოსამართლო პრაქტიკაში. აღნიშნული პრობლემატიკიდან გამომდინარე ვეცადეთ წინა პლანზე წამოგვეწია ყველა ის პრობლემა, რის საფუძველზედაც განსახილველმა ინსტიტუტმა ვერ მოახერხა პრაქტიკაში დამკვიდრება, შესაბამისად პრობლემის უკეთ გასააზრებლად გამოვიყენეთ სისტემური კვლევის მეთოდი, ასევე შედარებით- სამართლებრივი მეთოდი და ერთმანეთს დავუპირისპირეთ ქართული და გერმანული სასამართლო პრაქტიკა ,,ასევე სხვის’’ საქმესთან მიმართებით.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ბიჭია, მ. (2016). კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობები. თბილისი: ბონა კაუზა
კროპჰოლერი, ი. (2014). გერმანიის სამოქალაქო კოდექსი სასწავლო კომენტარი. თბილისი: C.H.Beck
ნაჭყებია, ა. (2014). სამოქალაქოსამართლებრივი ნორმების განმარტებები უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში. თბილისი: GIZ
რუსიაშვილი, გ. (2020). დავალების გარეშე „ასევე“ სხვისი საქმის შესრულება და მეპატრონის ნების საწინააღმდეგოდ შესრულება. შედარებითი სამართლის ჟურნალი, 1: 49-58
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
საქართველოს უზენაესის სასამართლო, 2012 წლის 12 დეკემბერის გადაწყვეტილება, № ას-1320-1246-2012
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა; 4.10.2011. Nºას-649-610-2011
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პალატა, 2012 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება, საქმე № ას-1320-1246-2012
BGH NJW 2002, 75; V. Emmerich, Anmerkung zu BGH, Urteil v. 23.9.1999, JuS 2000, 604; H. Wendtlandt, „Ein bisschen über den Rubikon“ - Der BGH und die GoA des vertraglich pflichtengebundenen Geschäftsführers, NJW 2004, 985
Gehrlein. (2015) Bech’scher Online-Kommentar. Germany : C.H.Beck
Seiler. (2012) Münchener Kommentar zum BGB. Germany: C.H.Beck