სამარშრუტო ცხრილის შედგენა მარშრუტიზაციის სტატიკური ალგორითმის გამოყენებით

სამარშრუტო ცხრილის შედგენა მარშრუტიზაციის სტატიკური ალგორითმის გამოყენებით

ავტორები

  • თამაზ ლაჩაშვილი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/tuw.2022.21

საკვანძო სიტყვები:

სამარშრუტო ცხრილი, უმოკლესი გზა, სატრანზიტო კვანძები, ქსელის ფრაგმენტი, მარშრუტიზატორი

ანოტაცია

კომპიუტერულ ქსელებში ინფორმაციის გადაცემა  ხდება მრავალი შუალედური სამარშრუტო მოწყობილობის გავლით, რომელთა დაყოფა ხდება მცირე ზომის პაკეტების სახით. ადგილობრივი ქსელიდან დაშორებულ ქსელებში პაკეტების გადაცემის დროს, დანიშნულების მისამართს Default gateway წარმოადგენს. როგორც წესი, თითოეული ქსელი, რომელსაც როუტერი უკავშირდება, ცალკე ინტერფეისს საჭიროებს. ეს ინტერფეისი გამოიყენება როგორც ლოკალური ქსელების (LAN), ასევე გლობალური ქსელების (WAN) დასაკავშირებლად. უმეტესწილად LAN არის Ethernet ქსელი. WAN-ები გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც გვსურს ქსელების დიდ ტერიტორიებზე დაკავშირება. მაგალითისათვის, WAN-თან კავშირი შეიძლება გამოვიყენოთ იმ შემთხვევაში, როდესაც გვჭირდება LAN-ის ინტერნეტ-პროვაიდერის (ISP) ქსელზე ჩართვისთვის. მოცემული პროცესის განსახორციელებლად აქტიურად იყენებენ მოწყობილობებს, რომელთაც მარშრუტიზატორები ეწოდებათ. მათ ძირითად ფუნქციებს პაკეტის გადაცემის ოპტიმალური გზის განსაზღვრა და პაკეტების დანიშნულების ადგილამდე გადაგზავნა წარმოადგენს. იმისათვის, რომ მოიძებნოს პაკეტის გადაგზავნის  საუკეთესო სამარშრუტო გზა,  როუტერი იყენებს მარშრუტიზაციის საკუთარ ცხრილს. იგი ამოწმებს პაკეტის დანიშნულების ადგილს, და გარდა ამისა, ითვალისწინებს, თუ რომელი ინტერფეისით უნდა იქნას გადაგაზავნილი პაკეტები თითოეულ ცნობილ ქსელზე. ოპტიმალური მარშრუტის აღმოჩენის შემთხვევაში როუტერი ახდენს პაკეტის ინკაპსულაციას და უზრუნველყოფს პაკეტის გადაგზავნას დანიშნულების ადგილას. ჩვენ მიერ შემოთავაზებულ ნაშრომში წარმოდგენილია ოპტიმალური გზის განსაზღვრა R0 მარშრუტიზატორისათვის, ქსელის კონკრეტული ფრაგმენტისათვის. მასალა საინტერესოა იმ მხრივ, რომ მოცემული შემთხვევისათვის გამოთვლების შესრულების პროცესში მრავალჯერ ხდება არსებული მარშრუტის ჩანაცვლება უფრო მოკლე გზით და ყოველი შემდგომი გამოთვლის პროცესი გასათვალისწინებელია სწორი საბოლოო შედეგის მისაღებად, თუმცა, რეალურ სიტუაციაში საყურადღებოა ის მომენტი, რომ მხოლოდ მანძილების სიმცირე არ განსაზღვრავს ინფორმაციის სწრაფად მიწოდების ფაქტორს. განხილული მაგალითი წარმოადგენს დასმული ამოცანის გადაწყვეტის საკმაოდ საინტერესო თვალსაჩინო ვარიანტს (ოპტიმალურად უმოკლესი გზის განსაზღვრის მიხედვით) და წარმატებით შეიძლება იყოს გამოყენებული მოცემული მიმართულებით სასწავლო პროცესში.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

ბერიძე ჯ., ბურკაძე ტ., ბურკაძე ა. (2009). მართვა და მარშრუტიზაცია კომპიუტერულ ქსელებში, თბილისი.

Lachashvili, T., Zhonzholadze, N. (2021). Compile a routing table using a static routing algorithm. The Peerian Journal. Gustav III’s Boulevard 34, Solna, 169 73, Sweden.

Олифер В. Г., Олифер Н. А. (2006). Компьютерные сети. Санкт-Петербург. "Питер". 762c.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-05-25

როგორ უნდა ციტირება

ლაჩაშვილი . თ. (2022). სამარშრუტო ცხრილის შედგენა მარშრუტიზაციის სტატიკური ალგორითმის გამოყენებით. თელავის უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული, (1(34), 165–169. https://doi.org/10.52340/tuw.2022.21

გამოცემა

სექცია

კომპიუტერული მეცნიერება
Loading...