კრიზისი და ცვლილებების მართვა მიკრო დონეზე

კრიზისი და ცვლილებების მართვა მიკრო დონეზე

ავტორები

  • ლალი ჩაგელიშვილი-აგლაძე გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი
  • კობა ჩაგელიშვილი გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/tuw.2022.19

საკვანძო სიტყვები:

კრიზისის დაძლევა, ცვლილებები, მომხმარებლის შენარჩუნება, ანტიკრიზისული პროგრამა, სცენარები, ეფექტიანობა

ანოტაცია

კომპანიის კრიზისების მართვისას ცვლილებები გარდაუვალია, იგი აუცილებელია როგორც ქვეყნისათვის ასევე  ბიზნესის განვითარებისათვის. მსოფლიო ჩვენს გარშემო იცვლება, იცვლება ტექნოლოგიები, მოთხოვნები; ეკოლოგიური პრობლემები, გლობალიზაცია, ბუნებრივი რესურსების შემცირება და სხვა. ყოველივე ეს გარემოებები განაპირობებნ ცვლილებებს რაც აუცილებელი და გარდაუვალია. თუ კომპანიისათვის აუცილებელია მიზნის არსებობა, რომლის ირგვლივაც მთელი პერსონალი იქნება გაერთიანებული, მნიშვნელოვანია, რომ პროცესის ყველა მონაწილემ, თავის მხრივ, ზუსტად იცოდეს, რა არის მისი, როგორც პროცესის მონაწილის, მიზანი, როლი, ვალდებულებები და პასუხისმგებლობა. ნაშრომის მიზანს წარმოადგენს მიკრო დონეზე კრიზისების მართვის პრაქტიკის შესწავლა. ანტიკრიზისული მართვის სუსტი ადგილების გამოვლენა და რეკომენდაციების შემუშავება. ნაშრომში ემპირიული და ექსპერტული კვლევის შედეგად გამოვლინდა საქართველოში მოქმედი კომპანიების არასათანადო მზაობა კრიზისების დასაძლევად. კომპანიათა დიდ ნაწილს არ გააჩნია კრიზისების მართვის გამოცდილება, უფრო მეტიც, არ არსებობს ანტიკრიზისული გეგმები და პროგრამები. კომპანიაში პერსონალი არ ფლობს სრულყოფილ ინფორმაციას კრიზისების მართვასთან დაკავშირებით. კვლევის ბოლოს, სცენარული მიდგომის საფუძველზე, დადგენილია მოკლევადიან პერიოდში კრიზისების მართვის მარკეტინგული პროგრამის და პროცესების ოპტიმიზაციის   ეფექტიანობა. აღნიშნულია, რომ ანტიკრიზისული პროგრამის ღერძს უნდა წარმოადგენდეს მომხმარებელი, რომლის ინდივიდუალურ მოთხოვნაზეც იქნება ორიენტირებული კომპანიის ძირითადი მესიჯები. კრიზისის დროს კომპანიიის უპირველესი ამოცანაა მომხმარებლის  შენარჩუნება, რომლის საშუალებითაც უნდა მოხდეს კომპანიის რეპუტაციის და იმიჯის მდგრადობის უზრუნველყოფა.აღნიშნული კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება თანამედროვე პირობებში, როდესაც კორპორატიულ კულტურაში სულ უფრო ფართოდ ვრცელდება და ინერგება ინტერნეტ ტექნოლოგიები, რომელთა საფუძველზეც მარტივად და სწრფად ხდება კომუნიკაცია B2B და B2C სექტორებთან.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

ჩაგელიშვილი ლ. (2017) ‘’ციფრული რევოლუცია და ციფრული ეკონომიკის კონცეპტუალური საკითხები’’; საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ‘’ეკონომიკა, ბიზნესი და ტურიზმი, 260-264

ჩაგელიშვილი ლ. ჩაგელიშვილი კ, (2018), ‘’კრიზისული მართვის მარკეტინგული ასპექტები თანამედროვე კომპანიებში’’; პ. გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი; საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები, 240-248

ჩაგელიშვილი ლ. (2018). ‘’ენტროპიული ეკონომიკა და ცვლილებების მართვის კონცეპტუალური საკითხები საქართველოს საგანამანათლებლო ბაზარზე’’; საერთაშორისო სამეცნიეო კონფერენცია, 254-260

L.Chagelishvili, K. Chagelishvili (2019), Innovation in the Financial World –Conceptual Issuues of Digital Curency Development; Management Studies, David Publishing Company, 4 276-283

Boudreau, KJ, Lacetera, N., Lakhani, KR.,( 2010). Incentives and Problem Uncertainty in Innovation Contests: An Empirical Analysis, Management science, [online] Available at:

http://mansci.journal.informs.org/content/57/5/843

Change Management Best Practices Guide An Additional Help for ADS Chapter 597- USAD 2015

Change Management Leadership Guide, 2011Chernykh, EA, 2008. Strategic innovation and the state, or New in the era of global turmoil, [online] Available at: < http://innoact.ru/print004.html>

Sergei Darda Entropy and Economy http://economicentropy.com 2017

Deloitte Seven principles for effective change management Sustaining stakeholder commitment in higher education; 2017

Louis Pouliquen. Risk Analysis in Project Appraisal. World Bank Staff Occasional Papers № 11: The Johns Hopkins Press.

Martin Davis Change Management and Change Leadership 2007

McKinney, M., 2011 Innovation Creates Uncertainty [online]Leadingship. Availableat:http://www.leadershipnow.com/leadingblog/2011/10/innovation_creates_uncertai nty.html

Nabar, M. & Nicholas T., 2010 Uncertainty and Innovation During the

Great Depression, Harvard Business School Working Paper, [online] Available at http://people.hbs.edu/tnicholas/UI.pdf

Fred Nickols Change Management 101 A Primer; 2016

Harris, E & Woolley, R, 2009. Facilitating Innovation Through Cognitive Mapping of Uncertainty, International Studies of Management & Organization , 39(1). 70–100.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-05-25

როგორ უნდა ციტირება

ჩაგელიშვილი-აგლაძე . ლ., & ჩაგელიშვილი კ. (2022). კრიზისი და ცვლილებების მართვა მიკრო დონეზე. თელავის უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული, (1(34), 145–151. https://doi.org/10.52340/tuw.2022.19

გამოცემა

სექცია

ბიზნესი, მენეჯმენტი და ბუღალტრული აღრიცხვა
Loading...