„კაცი ტანჯვისათვის არის გაჩენილი“ - ლიტერატურულ-ფილოსოფიური ასპექტები

„კაცი ტანჯვისათვის არის გაჩენილი“ - ლიტერატურულ-ფილოსოფიური ასპექტები

ავტორები

  • ირმა შიოშვილი ი.გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • კახაშვილი ნინო ი.გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/tuw.2022.18

საკვანძო სიტყვები:

„ტანჯვის იდეა“, კონსტანტინე კაპანელი, შემოქმედის ტანჯვის გზა, მე-19 საუკუნის ქართული ლიტერატურა;, პერსონაჟის ტანჯვის აუცილებლობა

ანოტაცია

წინანდებარე სტატიაში განხილულია „ტანჯვის   იდეა“ როგორც შემოქმედისა და ლიტერატურული პერსონაჟების ცხოვრების აუცილებელი ნაწილი. შემოქმედის სულიერი სამყაროს შესწავლა  ერთ-ერთი გამორჩეული საკითხია.  ყოველთვის ხდებოდა მწერლების, მხატვრებისა თუ  მუსიკოსების ბიოგრაფიის სიღრმისეული შესწავლა და დასტურდება, რომ მათ ნაწარმოებებში  ავტორის ცხოვრებისეული მოვლენები და პირადი ტკივილები  სერიოზულ  გავლენას ახდენენ. ნაშრომში გამოკვეთილია მეოცე საუკუნის დასაწყისის ქართველი ფილოსოფოსისა და ლიტერატორის, კონსტანტინე კაპანელის  ნააზრევი, რომელმაც სერიოზული შრომები მიუძღვნა „ტანჯვის   იდეას“ და თვლის, რომ  შემოქმედების მთავარი განმსაზღვრელი მხოლოდ პირადი შეხედულებებია. სტატიაში გაცხადებულია, რომ ყველა შემოქმედი თავისებურ, საკუთარ ტანჯვის გზას გადის. არ არსებობს დალხენილი, უდარდელი შემოქმედი. თუნდაც მე-19 საუკუნის ქართლ ლიტერატურაში, სადაც ყველა შემოქმედმა თავისი „წყევლა-კრულვიანი“ გზა გაიარა; ხალხის სიყვარულთან ერთად საშინელი დარტყმებიც გადაატანინა ცხოვრებამ ან სულაც ვეღარ გაუძლეს ამ წუთისოფლის უკუღმართობას. სტატიაში განხილულია, ასევე, საკითხი   ლიტერატურული პერსონაჟის შესახებ. კერძოდ, შეიძლება გახდეს თუ არა ის გმირი, მკითხველის საყვარელი და მისაბაძი, თუ   ტანჯვას არ გაივლის?  თითქმის შეუძლებელია აღმოაჩინოთ ლიტერატურული პერსონაჟი, რომელსაც ტანჯვის გარეშე შეიყვარებს მკითხველი. ილია ჭავჭავაძის არჩილიც კი („ოთარაანთ ქვრივი“), რომელიც „კეთილი“ თავადი იყო, მხოლოდ მას შემდეგ ხდება საყვარელი პერსონაჟი, რაც გიორგიზე დარდს იწყებს და იტანჯება მისი ხვედრით თუ არსებული უთანასწორობით. სტატიაში იკვეთება, რომ თითქმის შეუძლებელია აღმოაჩინოთ ლიტერატურული პერსონაჟი, რომელსაც ტანჯვის გარეშე შეიყვარებს მკითხველი. მათი სულიერი სამყარო უფრო ლამაზი ხდება, რაც უფრო იტანჯებიან ისინი. თითქმის არ მოიძებნებიან  პერსონაჟები, რომლებიც მოსვენებული ცხოვრებით ცხოვრობენ, დროს  უდარდელობაში ატარებენ და ისინი მკითხველის საყვარელი გმირები იყვნენ. სტატიაში მოხმობილი ლიტერატურული პერსონაჟები  იტანჯებიან თავს დატეხილი უბედურებებით,  თუმცა ყველა მათგანი   ზე-კრიტიკული მდგომარეობის დროს ავლენს მაღალ მორალურ ღირსებებს და რჩება ადამიანად. სტატიაში გაცხადებულია, რომ შემოქმედი, როგორც თავად, ასევე თავისი პერსონაჟები, ტანჯვის გრძელ გზას გადიან, და ეს ხელს უწყობს გამოიწრთოს მათი  სული. სარწმუნო გახდა, რომ ტანჯვა ჭეშმარიტი ხელოვანის აუცილებელი თანმდევია, თუმცა გამოიკვეთა, რომ მხოლოდ ის პერსონაჟები რჩებიან  ჩვენს ცნობიერებაში,  ცხოვრების მასწავლებლებად, რომლებსაც უდიდესი ტანჯვის გადატანა უწევთ.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

კაპანელი, კ. (1989). ფილოსოფიური შრომები. თბილისი:თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა;

კოდუა, ე. (1989). ფილოსოფიური შრომები. თბილისი:თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-05-25

როგორ უნდა ციტირება

შიოშვილი ი., & კახაშვილი ნინო. (2022). „კაცი ტანჯვისათვის არის გაჩენილი“ - ლიტერატურულ-ფილოსოფიური ასპექტები. თელავის უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული, (1(34), 140–144. https://doi.org/10.52340/tuw.2022.18

გამოცემა

სექცია

ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია
Loading...