რევაზ ინანიშვილის ერთი მინიატურის გამო
DOI:
https://doi.org/10.52340/tuw.2022.16საკვანძო სიტყვები:
რევაზ ინანიშვილი, მცირე პროზა, მინიატურა „დედები“ანოტაცია
„ლიტერატურა ახალ რეალობას უნდა ქმნიდეს, თანაც ისეთს, რაც ადამიანებს ცოტაოდენ შვებას მოუტანს“,_ რეზო ინანიშვილის ეს სიტყვები თავად მწერლის ლიტერატურულ მემკვიდრეობას ახასიათებს.ამა სოფლის მკვიდრთა შორის სიყვარულის სიცოტავე აიძულებდა რეზო ინანიშვილს ეწერა სულიერებაზე, სიყვარულზე, სათნოებაზე, თანადგომაზე, ურთიერთგატანაზე, მარტოობით გამოწვეულ სევდასა თუ უიმედო იმედზე, შეექმნა თვითმყოფადი, თავისთავადი ნაწარმოებები, როგორც აკაკი ბაქრაძე იტყოდა „სულის პური“, ადამიანთათვის შვების მომგვრელი.რეზო ინანიშვილის მინიატურებში, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო, ჩვეულებრივ ამბები, სხვადასხვა ზოგადსაკაცობრიო პრობლემის ამსახველი, გადმოცემულია მაღალმხატვრული ოსტატობით, მცირე პროზისთვის დამახასიათებელი მკაცრი არქიტექტონიკით, თხრობის ლაკონურობითა და ნიშანდობლივი მოულოდნელი დასასრულით, რაც კიდევ უფრო განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს მკითხველზე და უამრავ საფიქრალს აღძრავს.რეზო ინანიშვილმა მინიატურაში „დედები“ უდიდესი ადამინური თანაგრძნობით დაგვიხატა სვეგამწარებული, მარტოდდარჩენილი დედის ტრაგიკულ სახე, უიმედო იმედით რომ ცდილობს წუთისოფლის სიმუხთლეს გაუმკლავდეს, გამონაგონით, ილუზიებით დაარწმუნოს საკუთარი თავიც და სოფლის წყაროსთან შეკრებილი ხელკოკიანი ქალებიც თავის ბედნიერ ყოფაში. შემთხვევითი არ არის, რომ ანანო მაინცდამიანც წყაროსთან ყვება თავის უიმედო იმედზე. ის ამ გზით ცდილობს არა მარტო თავდავიწყებაში შვების პოვნას, არამედ შვილის უკვდავყოფას. წყარო ხომ ქრისტიანულ სამყაროში სიცოცხლესთან ასოცირდება, როგორც კათარზისის, წმინდა გზის გააზრებასთან და, ამასთანავე, გადარჩენის იმედთან.რეზო ინანიშვილის მთელი ლიტერატურული მემკვიდრეობა, სევდითა და სიხარულით გაჯერებული, გვაფიქრებს რა ადამიანად ყოფნის არსსა და რაობაზე, ადამთა მოდგმის უმთავრეს დანიშნულებაზე, სიყვარულით არსებობაზე მოგვიწოდებს. ქართული მწერლობა რომ ჰუმანიზმის ქადაგებაა ამაში გასაკვირი არც არაფერია, თუმცა რეზო ინანიშვილის მწერლური თავისთავადობისა და თვითმყოფადობის ერთ-ერთი უმთავრესი განმსაზღვრელი სულის ნაჟურზე ხარბად დაწაფებაა, რაც არც თუ მარტივად მიღწევადია მცირე პროზისთვის დამახასიათეველი მკაცრი კანონიკით.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
სიმბოლოთა ილუსტრირებული ენციკლოპედია, (2007). თბილისი: ბაკამი გამომცემლობა.
ქართული მინიატურული პროზა, (1992). თბილისი: ლომისი გამომცემლობა;