ზურაბ რთველიაშვილი და ქართული პოეტური პერფორმანსი

ზურაბ რთველიაშვილი და ქართული პოეტური პერფორმანსი

ავტორები

  • ნინო გოგიაშვილი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/tuw.2022.15

საკვანძო სიტყვები:

პერფორმანსი, ქართული, პოეზია, რთველიაშვილი, ზაუმი

ანოტაცია

როდესაც ქართულ პოეტურ პერფორმანსს ვახსენებთ, მაშინვე ზურაბ რთველიაშვილის სახელი ტივტივდება მეხსიერებაში; ის იყო პოეტი-პერფორმერი, რომელიც სულ ახლახანს გარდაიცვალა, ადრეულ ასაკში, თუმცა, თავისივე პოეზიის მსგავსი მგზნებარე და აფეთქებული სიცოცხლის განმავლობაში, ბევრი შესანიშნავი ლექსი, პერფორმანსი და მოგონება დატოვა. პერფორმანსი ხელოვნების სინკრეტული ფორმაა, სადაც მონაცვლეობს სიტყვა, ბგერა, რიტმი, მუსიკა, ჟესტი და ა.შ. პოსტმოდერნული, დროის რელევანტური პოეზია - პერფორმანსში გაცილებით უფრო მისაღებია (მსმენელისა და მაყურებლისათვის), ვიდრე - პოეზია - წიგნში (მკითხველისათვის), გამომდინარე დროის დეფიციტის, კონცენტრაციის დეფიციტის და პოსტმოდერნული ზედაპირულობის გამო. ზურაბ რთველიაშვილის „საუნდ-პოეზია“ უშრეტი ენერგიით გაჯერებული უახლესი არტ-ფორმაა, სადაც პოეტი პოლიტიკური და სოციალური თემებით ვარირებს; მისი პოეტური ხმა ხშირად აგრესიული და პრეტენზიულია, და გამოირჩევა მოქალაქეობრივი და პიროვნული უკომპრომისობით. მიუხედავად ამგვარი პოეტურად „მძიმე“ თემატიკისა, ის ენობრივ პოეტად რჩება - სწვდება მის სიღრმეებს, იყენებს მის შესაძლებლობებს და საკუთარ, უჩვეულო ენად გარდაქმნის; მის პოეზიაში აქტუალურია ზაუმი, რომელიც დადაისტებისა და ფუტურისტების ენობრივი მასალაა. თუმცა, ზაუმი აზრისგან დაცლილს არ ნიშნავს, და ზურაბ რთველიაშვილის ზაუმური ენაც მდიდარია სათქმელითა და შინაარსობრივი პასაჟებით.ახალი ცნობიერების ნაკადი მეინსტრიმული კულტურის გადალახვის ან, სულაც, გვერდის აქცევის შედეგად იბადება, ან - პირიქით. კულტურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ენაა და ახალი ცნობიერება არსებული ენების „გადალახვის“ გზითაც ცხადდება, რომლის ნათელი მაგალითიც ზურაბ რთველიაშვილის პოეზიაა. ნაშრომში ასევე განხილულია თანამედროვე ქართული პერფორმანსი, მისი წარმომადგენლები და ზურაბ რთველიაშვილის განსაკუთრებული ადგილი ამ სივრცეში. უპრიანია ვთქვათ, რომ ქართული პოეტური პერფორმანსი ცალსახად ზურაბ რთველიაშვილის სახელთან ასოცირდება.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

ბრეგაძე, კ. (2014). ზურაბ რთველიაშვილი - ქართული პოეზიის მნათე ოქროპირ! სამეცნიერო ჟურნალი „სემიოტიკა“.

https://semioticsjournal.wordpress.com/2014/10/11/%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94-%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%92%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94-_-%E1%83%96%E1%83%A3%E1%83%A0/

გოგიაშვილი ნ. (2017). პერფორმანსის მნიშვნელობა თანამედროვე ქართულ პოეზიაში, „ინტერკულტურული დიალოგები“, შრომები IV. თელავი. გვ.134-138

დრაგინჩესკუ, რ. ინტერვიუ ზურაბ რთელიაშვილთან. საერთაშორისო ინტერნეტ-ჟურნალი

LEVURE LITTERAIRE. http://levurelitteraire.com /%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A3-%E1%83%96%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%91-%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95/

მამარდაშვილი, მ. პიატიგორსკი, ა. (2020). სიმბოლო და ცნობიერება. თბილისი: გამომცემლობა „კალმოსანი“.

რთველიაშვილი, ზ. (2017). პოეზიის დიქტატურა. თბილისი: გამომცემლობა „ინტელექტი“.

სარტრი ჟ.პ. (2021). ეგზისტენციალიზმი ჰუმანიზმია, ემოციათა თეორიის მონახაზი, ეგოს ტრანსცენდენცია. თბილისი: გამომცემლობა „აქტი“.

Abramovic Marina, An artist’s life Manifesto, Davide W. Pairone, 25/10/2010 https://www.lobodilattice.com/marina_abramovic_artist%e2%80%99s_life_manifesto

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-05-25

როგორ უნდა ციტირება

გამოცემა

სექცია

ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია
Loading...