მიხეილ-გობრონ საბინინი

მიხეილ-გობრონ საბინინი

ავტორები

  • ნინო გიორგაძე იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/tuw.2022.14

საკვანძო სიტყვები:

ხატმწერი, „საქართველოს სამოთხე“, მიხეილ საბინინი, მართმადიდებლური ეკლესია, ლითოგრაფიები

ანოტაცია

გობრონ საბინინის სახელი მნიშვნელოვანი ნაღვაწით ჩაიწერა ქართული კულტურისა და რელიგიის ისტორიაში- დამაშვრალი ბერი, ხატმწერი, ქართული ეკლესიის ისტორიკოსი, მისი ერთგული დამცველი და თანამდგომი, ქართულ სიძველეთა შემკრები და მკვლევარი, ღრმა თეოლოგიური ცოდნით აღჭურვილი მოაზროვნე.მიხეილ საბინინის (1845-1900) სიცოცხლის წლები ბევრს არ ითვლის. სამწუხაროდ, ის მცირეც, რაც არგუნა არსთა განმრიგემ, ჭმუნვასა და გაჭირვებაში განვლო. ყოველივეს მიუხედავად მაინც შეძლო, ეღვაწა ისე რომ დავიწყებას არ მისცემოდა მისი სახელი.  დიდია მიხეილ საბინინის დამსახურება ქართველი ერის წინაშე, მაგრამ მისი ღვაწლი უპირველესად სასულიერო მწერლობისადმი დამოკიდებულებით განისაზღვრება.  ივერიელი კანდიდატის, გობრონ (მიხაილ) საბინინის „საქართველოს სამოთხე“ გახლავთ პირველი ვრცელი ჰაგიოგრაფიული კრებულის ბეჭდური გამოცემა. როგორც წინასიტყვაობიდან ვგებულობთ, ღვაწლმოსილ ბერს მასალების შეგროვების და წიგნად გამოცემის სურვილი ჭაბუკობიდან, ჯერ კიდევ თბილისის გიმნაზიაში სწავლის პერიოდში გასჩენია. მიხეილ საბინინს თითქმის შვიდი წელი უგროვებია ეს ფასდაუდებელი მასალა. უგროვებია სოფელ-სოფელ, მონასტრებში, კერძო პირთაგან, ძირითადი ნაწილი რუსეთში გადასახლებულ ბატონიშვილთა კოლექციებიდან აუღია. ბევრი ხელნაწერი სწორედ „საქართველოს სამოთხემ“ დაიცვა და შემოგვინახა. ცალკე მსჯელობის საგანია მიხეილ საბინინის დამსახურება ქართველ წმინდანთა სახე-ხატების დამკვიდრებაში. იგი დაუღალავად მოგზაურობდა საქართველოს კუთხეებში. ეკლესია მონასტრებში გულისყურით აკვირდებოდა ფრესკებს და საკუთარ დღიურებში გადაჰქონდა.მიხეილ საბინინის, როგორც ხატმწერის სახელს, უკვდავებას უპირველესად „საქართველოს ეკლესიის დიდების“ ხატი ანიჭებს. ამ უნიკალური ხატის ლითოგრაფიები 1889-1895 წლებში ლაიფციგსა და ბერლინში დაიბეჭდა. აღნიშნული ხატის მნიშვნელობასა და პოპულარობაზე მეტყველებს ისიც, რომ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მისივე რჩევა-მითითებებით დაიწერა „საქართველოს იმედის ხატი“. საბინინის დამსახურება, ბუნებრივია, ამით არ ამოიწურება. იგი რუსულად თარგმნიდა ქართველ წმინდანთა ცხოვრებას და ამით წარმოაჩენდა კიდეც ქართული მართმადიდებლური ეკლესიის სიმაღლეს. ასე იქცეოდნენ ათონელი ბერები, ასე იქცეოდა ეფრემ მცირე, არსენ იყალთოელი, როცა ცდილობდენ ბერძენთა თვალში ქართულ-ბერძნული კულტურის შეთანატოლებას.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

კიკნაძე ვ. (2010), საქართველოს ეკლესიის თავდადებული მოღვაწე მიხეილ (გობრონ) საბინინი, ჟურნ. „მაყვლოვანი,“ # 3, თბილისი.

მეტრეველი რ. (1985), „დამმარხეთ საქართველოში“, ჟურნ. „მნათობი“ #9, თბილისი.

საბინინი მ. (1882), საქართველოს სამოთხე, პეტერბურგი.

ქართული ლიტერატურის ისტორია (1960) ექვს ტომად, ტ. I. გამომც. „საბჭოთა საქართველო“, თბილისი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-05-25

გამოცემა

სექცია

ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია
Loading...