აკა მორჩილაძის ,,ობოლეს“ ზოგიერთი ენობრივ-სტილისტიკური ასპექტი

აკა მორჩილაძის ,,ობოლეს“ ზოგიერთი ენობრივ-სტილისტიკური ასპექტი

ავტორები

  • შორენა წიგნაძე იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/tuw.2022.13

საკვანძო სიტყვები:

,,ობოლე“, დიალექდი, ფონეტიკა, ბარბარიზმები, ექსპრესია

ანოტაცია

აკა მორჩილაძე ნაწარმოებში აღწერს ბევრისათვის კარგად ნაცნობ ისტორიულ ამბავს და მას თავისი შემოქმედებითი ხიბლით გადმოგვცემს.  ვკითხულობთ ,,ობოლეს“ და ჩვენ თვალწინ ცოცხლდება წარსული, წარსული სადაც დროსა და სივრცეში მოგზაურობის არნახულ შესაძლებლობასთან ერთად, გვიჩვენებს შეგრძნებების არნახულ ხიბლს, რომელიც წარმოსახვაში გაჩენილ სახეებს დაუვიწყრად აქცევს. ავტორს აქვს საოცარი გადმოცემის სტილი, რომლის საშუალებითაც ახერხებს მივიდეს მკითხველის გულამდე და მასში გადმოცემული მოვლენისადმი ინტერესი აღძრას.აკა მორჩილაძე თავის ნაწარმოებებში ხშირად იყენებს დიალექტურ ლექსიკას. დიალექტურ ლექსიკასთან მიმართებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მწერალი ერთ ნაწარმოებში ერთ კონკრეტულ დიალექტს კი არ იყენებს, არამედ იგი გვთავაზობს სხვადასხვა დიალექტს შერეულად. რასაც ვერ ვიტყვით ,,ობოლეს“ შემთხვევაში, აქ ავტორი უპირატესობას ანიჭებს ლეჩხუმურ დიალექტს, ნაწარმოებში გამოყენებული დიალექტური ფორმების უმეტესობა წარმოდგენილია სწორედ ლეჩხუმური დიალექტისათვის დამახასიათებელი   ფორმით.     ნაწარმოებში ვხვდებით დიალექტებისათვის დამახასიათებელ ისეთ ფონეტიკურ პროცესებს, როგორიცაა ასიმილაცია.  ასიმილაციურ ცვლილებას განიცდიან აი, ოი→ეი, აუ→ოუ, ეუ→ოუ ხმოვნები: გეიხარა,  შოუშვა, ჩოურბინე, ჩოუჯექი და ა შ.      ნაწარმოებში დადასტურდა:

 ბგერის გადასმია:  ნავხე; ბგერის განვითარება/გაჩენა: ჩნდება ბგერა -ს წინ“: ვორი, ვორვე, ვორსართულიანი. სახლები. ოთხი ტრუბა, ორი გაჭრა…. ვორ-ვორი ხვოსტიკი ხომ უნდა. ვხვდებით ბოლოკიდური თანხმოვნის ჩამოცილებას/დაკარგვას. ხშირად გვხვდება ქვეწყობილი წინადადება, სადაც რომ კავშირის ნაცვლად გვხვდება რო. ხშირად და ზმნისწინის მაგივრად მწერალი იყენებს ჩა, მი ზმნისწინებს. აკა მორჩილაძესთან ხშირად სახელი ნაწარმოებია კნინობითი ფორმის მაწარმოებლების დართვით, რაც ერთგვარად დამახასიათებელია დასავლეთ საქართველოს გარკვეული დიალექტებისათვის. კონკრეტულად ა-ს მაგივრად გვხვდება -ე,  რომელიც რთულდება და წინ უჩნდება -ი, -იკ, -იკ-ი, -იკ-ელ, -იკ-ო სუფიქსები:აკა მორჩილაძის ნაწარმოებში ,,ობოლე“ ხშირად ვხვდებით ცოცხალი სასაუბრო მეტყველებიდან აღებულ ისეთ ლექსიკურ ერთეულებს, როგორებიცაა ჟაარგონები და ბარბარიზმები. მათი განმოყენებით მწერალი ტექსტს სძენს დამატებით სემანტიკურ თუ სტილისტურ იერს, აძლიერებს ექსპრესიას. ამგვარი საშუალებების გამოყენებით სათქმელი იძენს ირონიის, ხუმრობის ელფერს.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

კვაჭაძე. ლ. (1981). ქართული ენა, ნაწილი I, გამომცემლობა ,,განათლება“, თბილისი.

მორჩილაძე, აკ. ,,ობოლე“, PDF, https://www.scribd.com>document

ჯორბენაძე ბ. (1989). ქართული დიალექტოლოგია, გამომცემლობა ,,მეცნიერება, თბილისი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-05-25

როგორ უნდა ციტირება

გამოცემა

სექცია

ენა და ენათმეცნიერება
Loading...