კონცეპტი ქალი ქართულ და ინგლისურ ფრაზეოლოგიურ ერთეულებში

კონცეპტი ქალი ქართულ და ინგლისურ ფრაზეოლოგიურ ერთეულებში

ავტორები

  • ანა ციხისთავი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/tuw.2022.12

საკვანძო სიტყვები:

კონცეპტი, ანდაზა, ქალი, კულტურა, მიდგომა

ანოტაცია

თანამედროვე კულტუროლოგიური და ლინგვოკულტუროლოგიური მიდგომა კონცეპტისადმი, უწინარეს ყოვლისა, სულიერი ღირებულების ცნებად მიიჩნევს მას. „კონცეპტები, როგორც მენტალური ერთეულები, არამარტო გაიაზრებიან, არამედ განიცდებიან კიდეც, უფრო ზუსტად, მათ მიმართ ვლინდება სიმპათიისა და ანტიპათიის ემოციური მიმართება,“ - აღნიშნავს სტეპანოვი. კონცეპტი წარმოდგენილია მთელი რიგი ენობრივი სინონიმებით, თემატური ველებით, ანდაზებით, ფოლკლორული და ლიტერატურული სიუჟეტებით, ქცევის სტერეოტიპებით, მატერიალური კულტურის საგნებითა და სხვ., რაც მიუთითებს შესაბამისი კონცეპტების მნიშვნელოვნებაზე ადამიანის ცხოვრებაში. ამგვარ კონცეპტთა ერთობლიობა ქმნის ენის კონცეპტურ სფეროს, სადაც ინტეგრირებულია ერის კულტურა, ანუ იგი წარმოადგენს ენობრივ-კულტურულ ცოდნათა ერთობლიობას.კონცეპტოსფეროდან კი იგება ენის მფლობელის მსოფლხედვა.მოცემული ანალიზის ფარგლებში განვიხილავთ კონცეპტს - ქალი. მოგეხსენებათ, ვცხოვრობთ ფემინიზმის ხანაში. რაც არ უნდა მოულოდნელი იყოს, ბუნებრივი ტემპით სამყარო თითქოს მატრიარქატისკენ მიილტვის, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს პროცესი ამდენად აქტიური როდი იყო ყოველთვის. ამ მხრივ საინტერესოა, რას ფიქრობდნენ წინათ მოცემული საკითხის ირგვლივ. ქალის როლსა და ფუნქცია-მოვალეობებზე წარმოდგენას ისტორიულ ჭრილში ჩვენამდე მოღწეული ფრაზეოლოგიზმები გვიქმნის. საკვლევი მასალა მოიცავს  ანდაზების ნიმუშებს, როგორც ქართული, ისე ინგლისური ენიდან. ფრაზეოლოგიური ერთეულების შედარება-შეპირისპირების შედეგად საშუალება გვაქვს, შევაფასოთ ორი კულტურის განვითარება ეპოქალურ დონეზე და გამოვკვეთოთ მათ შორის არსებული მსგავსება-განსხვავებები, რაც მეტწილად ქალის მიმართ დამოკიდებულების სახითაა გამოხატული; ცალკეულ შემთხვევაში კი მინიშნებასაც იძლევა დისკრიმინაციული მიდგომის შეცვლისკენ.გარდა ამისა, გავიაზრებთ ქალის რომელ თვისებებზე ამახვილებს ყურადღებას სხვადასხვა ავტორი. კვლევის მიზანია, გავიაზროთ, თუ რა როლს ასრულებდა ქალი ქართულ და დასავლურ კულტურაში წარსულში და დღეს ამ მხრივ რა ვითარებაა. პასუხი გაეცემა ასევე კითხვას, თუ რა შედეგი გამოიღო ორი კულტურის არაერთგვაროვანმა დამოკიდებულებამ ქალის მიმართ.წარმოდგენილი ნიმუშები ინტერესს იწვევს არა მხოლოდ თემატიკით, არამედ სემანტიკურადაც, ვინაიდან მათში ამ მხრივ მრავალფეროვნება იკვეთება.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

ომიაძე, ს. (2006). ქართული დისკურსის ლინგვოკულტურულ შემადგენელთა სტრუქტურა, სემანტიკა და ფუნქციონირება. სადისერტაციო ნაშრომი. თბილისი: არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი.

Speake, J. (2007). The Oxford Dictionary of Proverbs, 5th edition. Oxford: Oxford University Press.

გენდერული როლები და ადგილი ოჯახში | სამოქალაქო განათლება ყველასთვის (civiceducation.ge)

https://www.dictionary.com/browse/hell-hath-no-fury-like-a-woman-scorned

https://www.geneva.edu/blog/biblical-wisdom/proverbs-12-4

https://www.goodreads.com/quotes/37892-you-educate-a-man-you-educate-a-man-you-educate/

https://www.idlehearts.com/292824/man-straw-worth-woman-gold

https://www.idlehearts.com/310946/man-woman-devil-three-degrees-comparison

https://kids.ge/saying?id=148

https://kids.ge/saying?id=173

https://kids.ge/saying?id=683

https://kids.ge/saying?id=1408

https://kids.ge/saying?id=1843

https://kids.ge/saying?id=2900

https://kids.ge/saying?id=3887

https://kids.ge/saying?id=3910

https://kids.ge/saying?id=4549

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-05-25

როგორ უნდა ციტირება

გამოცემა

სექცია

ენა და ენათმეცნიერება
Loading...