შემასმენელი გურამ დოჩანაშვილის თხზულებათა ენაში („სამოსელი პირველის“ მიხედვით)
DOI:
https://doi.org/10.52340/tuw.2022.09საკვანძო სიტყვები:
შემასმენელი, გურამ დოჩანაშვილი, სტილი, ემოცია, ექსპრესიაანოტაცია
სტატიაში განხილულია შემასმენელი გურამ დოჩანაშვილის თხზულებათა ენაში („სამოსელი პირველის“ მოხედვით). ნაჩვენებია, რომ მწერლის ენაში ცალკე სამყაროს ქმნის იგი, მისი საშუალებით კარგადაა გამოხატული პერსონაჟის სახე-ხასიათი, განწყობა, შინაგანი სამყარო. შემოქმედის თხზულებათა ენაში შემასმენელი აქტიურია, დინამიკურია. დინამიკური ზმნის გვერდით დადასტურებულია სტატიკური ზმნა-შემასმენელიც. მწერლისეული შემასმენელი ძალზედ ემოციურია, ემოცია ზოგჯერ დადებითია, ზოგჯერ - უარყოფითი. ემოციას ძლიერი ექსპრესიაც ახლავს, რაც მეტად გამომსახველობითს ხდის ტექსტს. დადებითი ემოციის გამოსახატავად გამოყენებულია შემდეგი შემასმენლები: კისკისებდა, ხითხითებდა, იღიმებოდა და სხვა, ხოლო უარყოფითი ემოციის გამოსახატავად გამოყენებულია: მოკვდა,დახოცა, იტირა, მოკლა...გურამ დოჩანაშვილის თხზულბათა ენაში შემასმენლით გამოხატული მოქმედება ძირითადად თანამიმდევრულია, სწორედ შემასმენელთა თანამიმდევრული, ერთმანეთის მიყოლებით გამოყენება საშუალებას აძლევს მწერალს მოქმედება დაგვანახოს დინამიკაში, მოძრაობა ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური წარმოგვიდგინოს ეტაპობრივად. შემასმენელთა თავმოყრითა და მათი დინამიკაში წარმოდგენით მწერალი ქმნის მეტად საინტერესო მხატვრულ სახეს, მას შემასმენლები ძირითადად გამოუყენებია წარსულდროიანი ფორმებით: მოგლიჯა, დაიყარა, შეხედა, გაიარ-გამოიარა, ეფარებოდა, ჩაიღიმა, აადგაფუნა, იცინოდა... მათ გვერდით, ძირითადად პერსონჟთა მეტყველების დროს, მცირე რაოდენობით დადასტურდა ახლანდელი (ვიცი, იცით, ხედავ, შემიკარი, გრცხვენია) და მომავალდროიანი (მრცხცენოდეს, გამოიყენებოდეს, ჰკითხეთ, უკბენს) შემასმენლები.თვალში საცემია პირნაკლ შემასმენლთა თავისებური გამოყენება: „წვიმს“; „გაწვიმდა“, „თოვდა“. დებულება, რომ „ცალკე აღებული შემასმენელი წინადადებაა ქართულში“ ნათლად იგრძნობა გურამ დოჩანაშვილის თხზულებათა ენაში: „მოგიტანე!“, „დალიე“, „ჭამე“, „შენია“, „მშია“, „ძინავს“ „დაიცა“ და სხვა. აღნიშნული ფორმები, რომელიც ძირითადად დიალოგებში დასტურდება, დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულს ქმნის მწერალთან. გურამ დოჩანაშვილის თხზულებათა ენაში ლექსიკურ ნიუანსებსა თუ ადამიანთა, ფრინველთა და ცხოველთა ქცევის დამახასიათებელ ლექსემებს არაჩვეულებრივად აქვს შეხამებული შესაბამისი შემასმენლები: „ბავშვი ძიგძიგებდა“; „ცხენები აჭიხვინდნენ“; „ძაღლები ყეფდნენ“; „ძაღლი წკავწკავებდა“; „ბღაოდა საქონელი“; „ლომი გრგვინავს“.ზოგჯერ მწერლისეული სიტყვათხელოვნება სტილიზებულია, შემასმენელი მეტაფორამდეა აყვანილი: „გამოგაზაფხულდა“; „გუბეები ახამხამდებოდნენ შარაგზაზე“.გურამ დოჩანაშვილის თხზულებათა ენისათვის დამახასიათებელი შემასმენელთა სიუხვე ძირითადად მწერლის ენის ექსპრესიისა და გამომსახველობითი ძალის გამოვლინებაა. შემასმენელთა თავისებური გამოყენება მწერლის სტილის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია. სწორეს ეს ყოველივე ქმნის შემოქმედის სიტყვას უაღრესად საინტერესოსა და მრავალფეროვანს.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
გურამ დოჩანაშვილი - „სამოსელი პირველი“ გამომცემლობა „მერიდიანი“, თბ, 2011 წ.