მხატვრული ტექსტის აგების ერთი შესაძლებლობისათვის ქართულში
DOI:
https://doi.org/10.52340/tuw.2022.05საკვანძო სიტყვები:
ტექსტის აგება, გამეორება, აზრის შეკვრა, მცირე პროზაანოტაცია
ტექსტის, როგორც ენისა და მეტყველების უმაღლესი საკომუნიკაციო ერთეულის, კომპლექსური სამეტყველო ქმედების, სტრუქტურისა და ფუნქციური ასპექტების კვლევა დღეისათვის ძალზე აქტუალურია, რადგან ნებისმიერი ტექსტი ფუნქციონირებს კონკრეტულ სამეტყველო აქტში. ტექსტის მოდელირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი კომპონენტთა (ტექსტის/ მეტატექსტის კონსტიტუენტთა) ურთიერთდაკავშირების საშუალებებია. ასეთთა შორის (ზმნა-შემასმენელთა დრო-კილოს ფორმები, ჩართული სიტყვები და გამოთქმები, სინონიმები თუ ანტონიმური, ნაცვალსახელური ჩანაცვლებები) განიხილავენ ასევე ლექსიკურ თუ სემანტიკურ (სიტყვათა და შესიტყვებათა) გამეორებებს, რაც ამჯერად ჩვენი დაკვირვების ობიექტს წარმოადგენს. დავინტერესდით, რა სურათს მოგვცემდა ეს შესაძლებლობა მხატვრულ, კერძოდ კი, მცირე პროზის ტექსტებში, რომელთათვისაც ძირითადად დამახასიათებელია სხარტი, ლაკონური, დინამიკური თხრობა, გარკვეული რიტმულობაც კი. ამდენად, ნაშრომში ვაანალიზებთ გამეორებას, როგორც ქართული მხატვრული ტექსტის აგების ერთ-ერთ ენობრივ, ტექსტის/მეტატექსტის კომპონენტთა შეკავშირებისა და აზრობრივად შეკვრის შესაძლებლობას.კვლევის მიღებულ შედეგებზე დაყრნობით შეიძლება ითქვას, რომ გამეორებული ლექსიკური ერთეულებიდან ჭარბობს ზმნა (32%), არსებითი სახელი -27%-ია; ზედსართავი სახელი - 5%; ზმნიზედა - 14%; ნაწილაკი - 8%; სხვა დანარჩენი - 14%. საანალიზო მასალის მიხედვით გამოიკვეთა ტექსტის, მისი ნაწილების, აზრობრივად შეკავშირებისათვის გამოყენებული 1. ერთი და იმავე ლექსიკური ერთეულების გამეორებები; 2. სიტყვათშეთანხმებათა გამეორებები. დადასტურდა, როგორც კონტაქტური (მეზობელ წინადადებაშივე არსებული), ისე - დისტანციური (ერთი ან რამდენიმე წინადადების შემდეგ) გამეორების ნიმუშები.საინტერესო აღმოჩნდა ანაფორული გამეორებები, ანადიპლოზისი თუ სარკისებური გამეორება, ასევე, იდენტური ან მსგავსფუძიანი სიტყვების ერთმანეთის გვერდით არსესბობა. განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია არა მარტო ცალკეული სიტყვების, არამედ ფრაზების, სიტყვათშეთანხმებების გამეორების შემთხვევებმა. ნიშანდობლივი აღმოჩნდა არა ერთი, არამედ ერთდროულად რამდენიმე ლექსიკური ერთეულის, სიტყვისა თუ ფრაზის გამეორებაც.ჩატარებული კვლევის საფუძველზე, თამამად შეიძლება აღინიშნოს, რომ მცირე პროზის ტექსტებში გამეორება, როგორც ტქსტის ნაწილების შეკავშირებისა და აზრობრივად შეკვრის ერთ-ერთი შესაძლებლობა, ცალსახად ექსპლიციტურია (ხილულია) და არა იმპლიციტური (უხილავი); ზოგი მას ძლიერ, ზოგიც - სუსტ საშუალებად მიიჩნევს. ჩვენ საბოლოო შეფასებისაგან ამ ეტაპზე თავს ვიკავებთ, თუმცა, ერთი შეხედვით, საკმაოდ ძლიერ საშუალებად წარმოგვიდგება.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
თევდორაძე, ნ. (2010)., ტექსტის ლინგვისტიკა, თბილისი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
კოშორიძე, ე. ( 2005)., მწერლის ენისა და სტილის საკითხები, თბილისი, გამომცემლობა ,,მერიდიანი“.
სერგია, ვ. (1989)., ტექსტის ლინგვისტიკა, თბილისი, გამომცემლობა ,,განათლება“