ცნობები ბასილი უჯარმელის შესახებ

ცნობები ბასილი უჯარმელის შესახებ

ავტორები

  • მაია ახალკაციშვილი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/tuw.2022.03

საკვანძო სიტყვები:

მონღოლები, დავით ულუ, ბასილი უჯარმელი, საეკლესიო დადგენილება, ესუქანი

ანოტაცია

აღნიშნულ სტატიაში განხილულია  XIII საუკუნის მეორე ნახევარში მოღვაწე ბასილი უჯარმელთან დაკავშირებული  ცნობები.სამეცნიერო სტატიის მთავარი მიზანია ბასილი უჯარმელთან დაკავშირებით ქართულ ისტორიულ წყაროებში დაცული ინფორმაციის შესწავლა. ნაშრომში გამოყენებულია კვლევის შემდეგი მეთოდი: კრიტიკული ანალიზი.წარმოდგენილ სტატიაში კრიტიკულად არის გაანალიზებული  ბასილი უჯარმელის შესახებ წყაროებში დაცული ინფორმაცია და გამოთქმული ვარაუდები. შესწავლილი მასალებიდან ჩანს, რომ ბასილი უჯარმელის შესახებ საისტორიო მასალებში მცირე ინფორმაციაა მოცემული, მის შესახებ ძირითად ცნობებს და მოსაზრებებს ვხვდებით „ქართლის ცხოვრებასა“ და ივანე ჯავახიშვილის „ქართველი ერის ისტორიაში“. ჟამთააღმწერელი მას XIII საუკუნის 60-იანი წლების საქართველოში, დავით ულუს ამბების გადმოცემისას ახსენებს. ივანე ჯავახიშვილი  ბასილის პიროვნების შესახებ სრული სურათის წარმოდგენის მიზნით  ახდენს ლოგიკურ დაშვებებს, მის თხზულებაში ვხვდებით „უნდა მიემართათ“, „უნდა მოჰხდომოდა“. ბასილი უჯარმელის შესახებ გამოთქმულია ვარაუდი რომ მას ეკუთვნის იდეა ეკლესიისთვის მიწების ჩამორთმევის შესახებ, რომელსაც ეკლესიის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. 1263 წელს საეკლესიო კრებამ მიიღო დადგენილება, რომელიც მიწების ჩამორთმევის წინააღმდეგ იყო მიმართული, დადგენილებაში საუბარია ეკლესიის მიერ შეჩვენებულ პირზე, რომელსაც ასევე ბასილი უჯარმელთან აიგივებენ. პირდაპირი წყაროების არ არსებობის გამო, კვლევის საფუძველს წარმოადგენს  ბასილი უჯარმელისადმი გამოთქმული ვარაუდები, რომლებიც სავსებით შესაძლებელია იყოს ჭეშმარიტი და მცდარიც.  

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

ავტორთა კრებული. (1979) საქართველოს ისტორიის ნარკვევები. ტ.III. საქართველო XI-XV საუკუნეებში. თბილისი. გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“.

დოლიძე, ი. (1970) ქართული სამართლის ძეგლები ტომი III, თბილისი. გამომცემლობა „მეცნიერება“.

ყაუხჩიშვილი, ს. (რედ). (1959) ქართლის ცხოვრება ტომი II, თბილისი. გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“.

ჯავახიშვილი, ი. (1982) ქართველი ერის ისტორია ტომი III, თბილისი. თსუ გამომცემლობა.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-05-25

გამოცემა

სექცია

ისტორია
Loading...