მცველი „კარდუს ციხისა“
DOI:
https://doi.org/10.52340/tuw.2021.451საკვანძო სიტყვები:
გრიგოლ რობაქიძე, კარდუს მცველი, ეროვნულიანოტაცია
გრიგოლ რობაქიძის ცხოვრების გზა, მისი მხატვრული თუ ეპისტოლური მემკვიდრეობა ქართული ეროვნული სულის გადარჩენისათვის შეუპოვარი ბრძოლის ნათელი მაგალითია.ქვეყნის უკეთესი მერმისისათვის ბრძოლამა და გზების ძიებამ გრიგოლ რობაქიძე ძლიერი პიროვნების მეხოტბედ აქცია. თუმცა, „მუსოლინისა“ და „ადოლფ ჰიტლერის“ ავტორს თანამედროვეების დარწმუნებაც დასჭირდა მდინარის მესამე ნაპირის არსებობაში, რომელიც უფრო „გონხმიერია ვიდრე „მარცხენა“ თუ „მარჯვენა“.გრიგოლ რობაქიძემ თავისი შეუპოვარი და ქედუხრელი დამოკიდებულება რუსულ იმპერიულ ზრახვებთან მეტად საინტერესოდ წარმოაჩინა „იმამ შამილის“ მხატვრული სახის შექმნით . ნოველის ფინალი, როგორც როსტომ ჩხეიძე იტყოდა, მოდერნისტული თხზულებებისათვის ნიშანდობლივი „ღია ფინალი“, მწერლის პოლიტიკური მიზანსწრაფვაა, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის თავგანწირული და შეუპოვარი ბრძოლით გამოხატული.გრიგოლ რობაქიძე შამილისეულ ქედუდრეკლობას იჩენს პირად წერილებშიც, როდესაც მამულის ინტერესების დაცვა უწევს. მიხეილ წერეთელს, პოლიტიკური ორგანიზაციის „თეთრი გიორგის“ აქტივისტს ერთ-ერთ წერილში წერდა: ჩემი ციხე კარდუს ციხეა! ეს სიმაგრე დღემდე ვერავის შეუნგრევია! ჩიტირეკიათა ხროვა რას უზამს მას?! ამ ციხის ერთი კუთხის დაცვა მე ჩვენმა მამულმა მარგუნა! ერთი წუთითაც არ დაეჭვდეს მამული ჩვენი, არცა დედული, მარჯში ჩემი ძალისა! არ გაცუდდების მკლავი ჩემი.“?კარდუს ციხის მცველობამ, ერისა და ქვეყნის წინაშე დააკისრებული მოვალეობისა და ტვირთის ქედუხრელად ზიდვამ სამშობლოსგან მოწყვეტილ მწერალს მისცა უფლება გაენდო თავისი გულისნადები მიხეილ წერეთლისადმი:„ბევრი რამ შესძინე შენ ჩვენს საყვარელ სამშობლოს, მგონია, მეც ჯეროვნად ვემსახურე მას... მე პირადად, აი ამ უბერურების წამსაც, არ ვთვლი ჩემს თავს „უბედურად“ _ უთვალავნი წუთნი ბედნიერებისა მრგებია მე ჩემს სიცოცხლეში“. გრიგოლ რობაქიძე ბედნიერების უთვალავ წუთებს აუცილებლად მიათვლიდა მცხეთაში მისი სახელის გახსენების ნატვრას, მას ხომ ეს ქალაქი ესახებოდა ჩვენი მიწის წმინდა საშოდ და მის ძვლებსაც იქ ეგულებოდა კარდუჰს საფლავი.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
რობაქიძე, გ. (2012). კავკასიური ნოველები. თბილისი: არტანუჯი გამომცემლობა
რობაქიძე, გ. (2012). პირადი მიმიწერა. თბილისი: არტანუჯი გამომცემლობა