მარადიული სიყვარულის ოდისეა

მარადიული სიყვარულის ოდისეა

ავტორები

  • ნინო გოგიაშვილი

DOI:

https://doi.org/10.52340/tuw.2021.449

საკვანძო სიტყვები:

ელეგია, ყელსაბამი, ნეონატურალიზმი, ჯავახაძე, შედევრი

ანოტაცია

მოცემული ნაშრომი ვახტანგ ჯავახაძის ვრცელი ლექსის/მინიპოემის - „ელეგია: ყელსაბამი“ განხილვაა. ნაშრომში გამოყენებულია ლიტერატურული ტექსტის კვლევის ჰერმენევტიკული მეთოდი, ანალიზი და ტექსტი შესწავლილი ლიტერატურის სოციოლოგიის პრიზმაში. ლექსი განხილულია ლექსმცოდნეობის თვალსაზრისითაც.„ელეგია: ყელსაბამი“ ან ვრცელი ლექსის ან მინიპოემის ლიტერატურულ ჟანრს შეიძლება მივაკუთვნოთ. ავტორი, მისი შექმნისას, ფიქრობდა, რომ ელეგიას დაწერდა, თუმცა, წერის პროცესი გაიწელა და ტექსტიც განივრცო. ყველა თანხმდება, რომ „ელეგია: ყელსაბამი“ რაღაც ახლის დასაბამია მიმდინარე ქართულ პოეზიაში. როდესაც ლიტერატურულ მიმდინარეობაზე ვსაუბრობთ, თუ რომელ მათგანს მიეკუთვნება მინიპოემა, ვვარადუდობთ, ეს ან პოსტპოსტმოდერნიზმია ან ნეონატურალიზმი. ლირიკული „მე“ წარმოგვიდგება, როგორც ნამდვილი „მე“ და მთელი მკაფიო და უაპელაციო ნატურალიზმით ჰყვება უკვდავი სიყვარულის ამბავს, რომელზეც ხან ნივთები საუბრობენ, ხან ცხოვრებისეული ხდომილებები, ხან აღმასვლები და ხან დაღმასვლები. ლექსს წამძღვარებული აქვს მურმან ლებანიძის ლექსის სათაური - „ვეჩვევი უშენობას“! და სწორედ ეს გამოხატავს მის ძირითად განწყობას; მურმან ლებანიძემ ეს ლექსი მიუძღვნა გარდაცვლილ შვილს და მასში მის გარეშე არსებული ცხოვრების გაძლებასა და შეჩვევაზეა საუბარი. ავტორისა და მისი სიყვარულის ობიექტის „შინაგანი დიალოგი“ არ წყდება და ამაზე ღაღადებენ საგნები, საფლავის ქვა და ლექსის ფინალურ ნაწილში მოფრენილი ცისფერი მტრედი-ქედანი, როგორც შეყვარებულ სულთა უწყვეტი კავშირის მანიშნებელი, როგორც სიმბოლო უკვდავი სიყვარულისა. ლექსში, მეტი ნატურალიზმისთვის, გამოყენებულია ჟარგონი და სლენგი, ბარბარიზმი და ნეოლოგიზმი. აღსანიშნავია, რომ ლექსი კონვენციური ანუ ტრადიციულია, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე პოეზიის მეინსტრიმული ხაზი ვერლიბრს მოიცავს. ლექსი გამორჩეულია საოცარი ევფონიითა და ტემპო-რიტმით. ნაშრომში აღნიშნულია ირონიისა და იუმორის ის არაჩვეულებრივი გამოვლინება, რომელიც ვახტანგ ჯავახაძის სტილური მახასიათებელია. ამგვარად, ჩვენ წინაშეა ვახტანგ ჯავახაძის შედევრი -„ელეგია: ყელსაბამი“, რომელიც ქართულ პოეზიაში რაღაც ახლის დასაწყისს ნიშნავს.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ავტორის ბიოგრაფია

ნინო გოგიაშვილი

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

წყაროები

არონი, პ. ვიალა, ა. (2011). ლიტერატურის სოციოლოგია. თბილისი: გამომცემლობა „კლიო“.

არგანაშვილი, გ. (2016). პიეტა ყელსაბამისთვის. „საგურამო“, 2(13): 33-37, http://ichavchavadze.ge/wp-content/uploads/2017/02/saguramo2.pdf

ბრეგაძე, ლ. (2019). „სხვანაირი“ ლექსი. ტექსტოლოგია და გამოცემათმცოდნეობა, https://textualscholarship.blogspot.com/2019/05/blog-post_24.html

იათაშვილი, შ. (2017). ვახტანგ ჯავახაძის დაობლებული საგნები. რადიო თავისუფლების ბიბლიოთეკა, https://www.radiotavisupleba.ge/a/vakhtang-javajhadzis-elegia/28301642.html

კვარაცხელია, ზ. (2016). ფიქრები ვახტანგ ჯავახაძის ელეგიაზე. ინტერნეტგაზეთი maststavlebeli.ge, http://mastsavlebeli.ge/?p=11225

წერედიანი, დ. (2018). თემა და ვარიაციები. თბილისი: გამომცემლობა „ინტელექტი“.

ჯავახაძე, ვ. (2016). ელეგია პირველი: ყელსაბამი. ელ.ბიბლიოთეკა „ლიტკლუბი“, http://www.biblioteka.litklubi.ge/view-nawarmoebi.php?id=15635

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-07-23
Loading...