ვახტანგ მეექვსის შემოქმედებითი პროფილი

ვახტანგ მეექვსის შემოქმედებითი პროფილი

ავტორები

  • ნინო გიორგაძე იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თესაუ)

DOI:

https://doi.org/10.52340/tuw.2021.448

საკვანძო სიტყვები:

მეფე, რუსთველოლოგი, ვახტანგ მეექვსე, ქრისტიანული თემატიკა, კანონმდებელი

ანოტაცია

შუა საუკუნეების წარსულიდან გამორჩევით შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე მეფე-პოეტი, მეფე-მეცნიერი და მკვლევარი, განათლების რეფორმატორი, რომელთაგან უცილობელ პატივს ვახტანგ მეექვსეც იმსახურებს.  მრავალმხრივი და მრავალფეროვანი აღმოჩნდა მისი ნაღვაწიცა და თვალსაწიერიც. ვახტანგის გონიერება წვდებოდა მეცნიერების სრულიად განცხვავებულ დარგებს, როგორიცაა ისტორია, იურისპრუდენცია, ფილოსოფია, ასტრონომია-ასტროლოგია, ქიმია, მედიცინა, გრამატიკა, ტექსტოლოგია, პედაგოგიკა. აღარას ვამბობთ  მწერლობაზე, სადაც ღირსეული სიტყვა თქვა და გარკვეული თვითმყოფადობითაც გამოირჩა.   მიუხედავად რთული პოლიტიკური ვითარებისა ვახტანგი მაინც ახერხებდა ქვეყანაში შეექმნა აღმავალი კულტურულ-საგანმანათლებლო გარემო. მისი ინიციატივითა და მხარდაჭერით, საქართველოში 1709 წელს დაარსდა პირველი სტამბა. ბეჭდური სიტყვის აღორძინებით მწერლობას სასიცოცხლო სივრცე გაეხსნა, აზროვნებას მეტი გასაქანი მიეცა.ბეჭდური „ვეფხისტყაოსნით“ საფუძველი ჩაეყარა პოემის ტექსტის მეცნიერულად შესწავლა -აღდგენის საქმეს, დასაბამი მიეცა უმნიშვნელოვანეს დარგს-რუსთველოლოგია.აღორძინების პერიოდის ლიტერატურას ახასიათებს მთელი რიგი სიახლეები და ეს სიახლეები ვახტანგ მეექვსის სახელთანაც ასოცირდება. შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული მეფე ყველანაირად უწყობდა ხელს მეცნიერების ახალი დარგების განვითარებას, ლიტერატურაში ახალი თემებისა და ჟანრების შემოტანას. ეროვნული პრობლემატიკის გააზრება, მისი დამკვიდრების მცდელობა და სულიერ მოთხოვნილებად ქცევა ვახტანგის შემოქმედების  ნიშაა.   ცხოვრებისაგან დაღლილი მეფის ერთადერთი სულიერი თავშესაფარი ქრისტიანული რწმენა იყო. „რელიგიური თემატიკის დამუშავება, ღვთისადმი ღაღადისი, გარდა იმისა, რომ ღრმად მორწმუნე პოეტის სულიერ სიმშვიდეს იწვევდა, ამავე დროს ის ხელს უწყობდა ხალხში ქრისტიანობის იდეების პრპოპაგანდასა და რელიგიური რწმენის განმტკიცებას.ვახტანგმ მეექვსემ ქართული მწერლობა არა მხოლოდ ორიგინალური ნაწარმოებებით გაამდიდრა, მთარგმნელობითი საქმიანობითაც დიდად შეუწყო ხელი მის წინსვლას. დიდი იყო მისი როლი ლექსიკოგრაფიის განვითარებაშიც. ვახტანგ მეექვსის ნაღვაწზე მსჯელობა უსასრულოდ შეიძლება. ბევრს ნიშნავს ისიც, რომ ისტორიას შემორჩა „სჯულმდებელი“მეფის სახელით.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ავტორის ბიოგრაფია

ნინო გიორგაძე, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თესაუ)

ფილოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი

წყაროები

ბაგრატიონი ა. (1972): წყობილსიტყვაობა, გამომცემლობა „მეცნიერება“. თბილისი.

ბარბაქაძე თ. (2016): ქართველ მეფეთა პოეზია და ვერსიფიკაციული ფორმების მრავალფეროვნება. წიგნში: ისტორია საერთაშორისო ლიტერატურული პროცესების ჭრილში, I. გამომცემლობა „საარი“. თბილისი.

გამსახურდია ზ. (1991): წერილები ესეები, გამომცემლობა „ხელოვნება“. თბილისი.

ეფრემ II სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი (2017): სიტყვა შოთა რუსთაველის წიგნის „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ (წაკითხულ იქნა 1966 წლის ოქტომბერს), გამომცემლობა „წიგნის სავანე“. თბილისი.

ცინცაძე კ. სრულად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (1966): ვეფხისტყაოსნის ავტორის მსოფლმხედველობისთვის, თბილისი.

მოსია ტ.(2016): წერილები ვეფხისტყაოსანზე, გამომცემლობა „საარი“. თბილისი.

საქართველოს ისტორია. (1979): ლექსიკონი, I. გმომცემლობა „განათლება“. თბილისი.

საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ.4 (1973): საქართველო XVI საუკუნის დასაწყისიდან XIX საუკუნის 90-იან წლამდე, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“. თბილისი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-07-23
Loading...