აკადემიური პერსონალის უწყვეტი პროფესიული განვითარების როლი სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგალითზე
DOI:
https://doi.org/10.52340/tuw.2025.38.01.31საკვანძო სიტყვები:
პროფესიული განვითარება, აკადემიური პერსონალი, სწავლების ხარისხი, უმაღლესი განათლება, სტუდენტთა ჩართულობაანოტაცია
წინამდებარე ნაშრომის მიზანია აკადემიური და მოწვეული პერსონალის პროფესიული განვითარების გავლენის შეფასება სწავლების ხარისხზე უმაღლესი განათლების კონტექსტში. კვლევა განხორციელდა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგალითზე და ეყრდნობა რაოდენობრივ კვლევით მიდგომას.პირველადი ინფორმაციის შეგროვება განხორციელდა წინასწარ შედგენილი, სტრუქტურირებული კითხვარის გამოყენებით, რომელიც განთავსებული იყო უნივერსიტეტის ელექტრონულ პლატფორმაზე (ea.tesau.edu.ge). შერჩევით ერთობლიობას წარმოადგენდა 81 რესპონდენტი, მათ შორის როგორც აკადემიური, ისე მოწვეული პერსონალი. კვლევის ჩატარების პერიოდში უნივერსიტეტში დასაქმებული იყო 145 თანამშრომელი, შესაბამისად შერჩევის პროცედურამ მოიცვა პერსონალის მნიშვნელოვანი ნაწილი, რამაც უზრუნველყო მიღებული შედეგების სანდოობა და მათი ინსტიტუციურ დონეზე განზოგადების შესაძლებლობა. მონაცემთა ანალიზი განხორციელდა სიხშირისეული ანალიზის მეთოდით.კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ აკადემიური და მოწვეული პერსონალის უმრავლესობა აქტიურად არის ჩართული პროფესიული განვითარების სხვადასხვა აქტივობაში და პროფესიულ განვითარებას აფასებს, როგორც სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მნიშვნელოვან ფაქტორს. განსაკუთრებით დადებითად ფასდება პროფესიული განვითარების გავლენა სასწავლო პრაქტიკის გაუმჯობესებასა და სტუდენტთა ჩართულობის ზრდაზე. ამასთანავე, კვლევამ გამოავლინა პროფესიული განვითარების პროცესში არსებული სირთულეები, რომელთა შორის ყველაზე ხშირად დასახელდა დროის ნაკლებობა, მოტივაციის შემცირება და შეზღუდული რესურსები.
კვლევის შედეგების საფუძველზე დასკვნად შეიძლება ითქვას, რომ პროფესიული განვითარება წარმოადგენს სწავლების ხარისხის გაუმჯობესების ეფექტიან მექანიზმს, თუმცა მისი პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის აუცილებელია ინსტიტუციური მხარდაჭერის კიდევ უფრო მეტად გაძლიერება.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
Cohen, L., Manion, L., Morrison, K. (2017).
Research Methods in Education. London: Routledge.
Darling-Hammond, L., Hyler, M. E., Gardner, M. (2017).
Effective Teacher Professional Development. Palo Alto: Learning Policy Institute.
Guskey, T. R. (2002).
Professional development and teacher change. „Teachers and Teaching: Theory and Practice“, 8(3): 381–391.
Knowles, M. S. (1984).
The Adult Learner: A Neglected Species. Houston: Gulf Publishing.
OECD. (2019).
Innovating Education and Educating for Innovation. Paris: OECD Publishing.
UNESCO. (2021).
Reimagining Our Futures Together: A New Social Contract for Education. Paris: UNESCO.

