სახვითი ხელოვნების სწავლების მეთოდები სკოლამდელ ასაკში

სახვითი ხელოვნების სწავლების მეთოდები სკოლამდელ ასაკში

ავტორები

  • დარეჯან გაგნიძე იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/tuw.2025.38.01.30

საკვანძო სიტყვები:

ტრადიციული, ვიზუალური, კვლევა, მეთოდი, დაკვირვება, თამაში, ხელოვნება

ანოტაცია

სკოლამდელ პედაგოგიკაში გამოიყენება სწავლების სხვდასხვა მეთოდები, რომლებიც შეესაბამება სწავლების საერთო მიზნებს და ამოცანებს. მათი გამოყენების დროს გასათვალისწინებელია ბავშვთა ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებანი. სწავლების ტრადიციულ მეთოდებს მიეკუთვნება: ვიზუალური, ზეპირი და პრაქტიკული. ახალ მეთოდებს  კი, ინფორმაციული - მიმღები, რეპროდუქციული, კვლევა, ევრისტიკული.  ზეპირი ანუ რეპროდუქციული მეთოდი მიმართულია ახალი , მზა ინფორმაციის  აღქმასა და დამახსოვრებაზე. ის მოიცავს: საუბარს, მოთხრობას, ხელოვნებათმცოდნის მონათხრობს, მასწავლებლის მაგალითს. ევრისტიკული, ანუ ნაწილობრივ ძიების მეთოდი, წარმოადგენს  კვლევის მეთოდის წინაპირობას.ზემოდ ჩამოთვლილი მეთოდები ორიენტირებულია შემეცნებითი პროცესებისაკენ, მათ შორის სახვითი საქმიანობის შესაძლებლობების გამოსავლენად. ვიზუალურ აქტივობასთან დაკავშირებით გამოიყენება შემდეგი  მეთოდები: ვიზუალური, ზეპირი და თამაშის მეთოდები. დაკვირვებისა და ემოციის გარეშე შეუძლებელია შეიქმნას ხელოვნების ნაწარმოები.დაკვირვების პროცესს მოსდევს გააზრება და შემდეგ ბავშვის აქტიურობა.დაკვირვების ჩატარების დროს გასათვალისწინებელია ბავშთა ასაკი.

       უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვები–ადვილად ხატავენ ისეთ თემას, თუ ის მათთვის საინტერესოა და მათ აქვთ მისი ნახვის გამოცდილება. პატარებთან დასახატი თემები უნდა იყოს მარტივი,დაკვირვების პროცესი კი შედარებით ხანმოკლე.ხუთი წლის ბავშვებში დაკვირვება უფრო ხანგრძლივი ხდება . ისინი მზად არიან ელემენტარული შედარებისა და განზოგადებისათვის, კითხვებზე პასუხისათვის.უფროსი ჯგუფის ბავშვები– მომზადებულები არიან უფრო შეგნებულად და აქტიურად აღიქვან ესა თუ ის მოვლენა. დააკვირდნენ და შეამჩნიონ ყველა ის ცვლილება, რასაც განიცდის საგანი ჩრდილ–განათებასთან დაკავშირებით. კვლევის მეთოდი შემუშავდა სკოლამდელი ასაკის ბავშვთა   სენსორული აღზრდის კვლევის პრობლემის კონტექსტში. კვლევის მეთოდის მიზანია მოახდინოს ბავშვებში რაციონალური და მგრძნობელობითი აღქმის საშუალებით გარე სამყაროს შეცნობა.

   სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მეცადინეობა დიდი პასუხისმგებლობის წინაშე აყენებს საბავშვო ბაღის მასწავლებელს.ის კარგად უნდა ფლობდეს სწავლების მეთოდებს სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში,რომლებიც დიდ კავშირშია სწავლების მიზნებთან და ამოცანებთან .   

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

ავტორთა ჯგუფი: დოლიძე ხ , ცინცაძე ნ, კუხალეიშვილი თ, ჯიჯავაძე ნ, ბალანჩივაძე ი, გრიგოლია ი, აბაკელია ნ.(2015)ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგის სახელმძღვანელო.თბილისი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

Н. В. Шайдурова Н. В. (2017) Методика обучения рисованию детей C 5 до 7 лет Учебное пособие

Санкт Петербург ДЕТСТВО ПРЕСС

Григорьева Г.Г.( 2000) Развитие дошкольника в изобразительной деятельности Григорьева. - М.

https://zenodo.org/records/7753405

https://nsportal.ru/detskiy-sad/risovanie/2019/05/24/izodeyatelnost-v-detskom-sadu

გამოქვეყნებული

2025-12-27

როგორ უნდა ციტირება

გამოცემა

სექცია

3300 საზოგადოებრივი მეცნიერებები (ყველა) / 3304 განათლება
Loading...