STEM მიდგომის დანერგვა ფორმალურ განათლებაში და პროექტი STEM-UPD
DOI:
https://doi.org/10.52340/tuw.2025.38.01.29საკვანძო სიტყვები:
პროექტი STEM-UPD, მასწავლებელთა პროფესიული გადამზადება, STEM მიდგომა ფორმალურ განათლებაში, STEAM ნაკრებები, STEAM საგაკვეთილო სცენარებიანოტაცია
სტატიაში აღწერილია ,,ინოვაციის, ინკლუზიურობისა და ხარისხის პროექტის - საქართველო I2Q (WB)“ პროექტის ფარგლებში დაფინანსებული საგრანტო პროექტი „STEM კონცეფცია მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო საუნივერსიტეტო პროგრამების განვითარებისთვის”. სტატიაში განხილულია STEM მიდგომის დანერგვის აუცილებლობა და პრაქტიკული გამოწვევები ფორმალურ განათლებაში, საერთაშორისო გამოცდილებისა და საქართველოს რეალობის შედარებითი ანალიზის საფუძველზე. საერთაშორისო პრაქტიკა მოწმობს, რომ STEM ინტეგრირებული სწავლება აძლიერებს მოსწავლეთა კრიტიკულ აზროვნებას, კვლევით და საინჟინრო უნარებს, ხელს უწყობს რეალურ კონტექსტებზე დაფუძნებულ სწავლებას და უზრუნველყოფს კვალიფიციური კადრების მომზადებას შრომის ბაზრისთვის. საქართველოში STEM აქტივობები ძირითადად არაფორმალურ განათლებაშია კონცენტრირებული, რაც განაპირობებს აღნიშნულ აქტივობებში მოსწავლეთა მხოლოდ მცირე ნაწილის ჩართულობას. სწორედ, ამ გამოწვევების საპასუხოდ განხორციელდა პროექტი STEM-UPD, რომელიც იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორობით შეიქმნა. პროექტის მიზანია STEM მიდგომის კურიკულუმში ჩაშენება, მასწავლებელთა პროფესიული გადამზადება, STEM ლაბორატორიების ქსელის შექმნა და ფორმალურ განათლებაში პრაქტიკული STEM სწავლების დანერგვა. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ახალი საუნივერსიტეტო STEM კურსები, 30-საათიანი ტრენინგ-მოდულით გადამზადდა 160-მდე მოქმედი და მომავალ მასწავლებელი, ხოლო 22 საპილოტე სკოლა აღიჭურვა STEAM ნაკრებებითა და ლაბორატორიებით. პროეტის ფარგლებში დაგეგმილმა და დანერგილმა STEAM სცენარებმა და „STEM დღეების“ პრაქტიკამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საგაკვეთილო პროცესში ინტერდისციპლინარული, პროექტზე დაფუძნებული სწავლების ინტეგრირებას. STEAM ნაკრებები („ეკოინჟინერია“, „ანიმასკოპი“, „ნოტოტრონი“, „ნეიროინჟინერია“, „ამინდის სადგური“) უზრუნველყოფს თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას, მრავალდისციპლინური უნარების განვითარებას და ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებთან დამყარებულ მჭიდრო კავშირს.
სტატია წარმოაჩენს, რომ STEM მიდგომის წარმატებული დანერგვა მოითხოვს მასწავლებელთა უწყვეტ პროფესიულ მხარდაჭერას, უნივერსიტეტების როლის გაძლიერებასა და სკოლის დონეზე სისტემურ ცვლილებებს. პროექტი STEM-UPD წარმოადგენს საქართველოში STEM სწავლების ინსტიტუციონალიზაციის მნიშვნელოვან ნაბიჯს.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
Berry, A., Carpendale, J., & Mulhall, P. (2025). Understanding Secondary Inservice Teachers’ Perceptions and Practices of Implementing Integrated STEM Education. Education Sciences, 15(2), 255. https://doi.org/10.3390/educsci15020255
Deehan, J., Danaia, L., Redshaw, S., Dealtry, L., Gersbach, K., & Bi, R. (2024). STEM in the classroom: a scoping review of emerging research on the integration of STEM education within Australian schools. The Australian Educational Researche, 51, 1–24. https://doi.org/10.1007/s13384-024-00691-7
EU Stem Coalition. (n.d.). MINTvernetzt. https://www.stemcoalition.eu/members/mintvernetzt
Halawa, S., Lin, TC. & Hsu, YS. (2024). Exploring instructional design in K-12 STEM education: a systematic literature review. IJ STEM Ed, 11, 43. https://doi.org/10.1186/s40594-024-00503-5
Lavonen, J., & Park, D. Y. (2023). Finnish Middle School Curriculum of STEM Subjects Emphasizes PISA and Transversal Competences. in J V Clark (ed.), STEM Education in Underserved Schools : Promoting Equity, Access, and Excellenc, Baltimore: Johns Hopkins University Press, pp. 135-161. https://helda.helsinki.fi/items/650f4291-ff30-47d4-921e-60df47e1da00
Liu, J., Aziku, M., Qiang, F., & Zhang, B. (2024). Leveraging professional learning communities in linking digital professional development and instructional integration: evidence from 16,072 STEM teachers. International Journal of STEM Education, 2024, 11, 56. https://doi.org/10.1186/s40594-024-00513-3
Next Generation Science Standards. (n.d.). Improving Science Education Through Three-Dimensional Learning, https://www.nextgenscience.org/
Siemens Stiftung (2025). STEM education in Germany - Reshaping teaching and learning. https://www.siemens-stiftung.org/en/foundation/education/stem-education-in-germany
Tissington, S. (2019). Learning with and through Phenomena: An explainer on Phenomenon Based Learning. https://helpfulprofessor.com/wp-content/uploads/2020/02/Learning-with-and-through-Phenomena-2019.pdf
U.S. Department of Education. (2025). You Belong in STEM. https://www.ed.gov/about/initiatives/you-belong-stem

