სიკვდილის ფილოსოფიური განცდა გურამ რჩეულიშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებაში

სიკვდილის ფილოსოფიური განცდა გურამ რჩეულიშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებაში

ავტორები

  • ნინო გიორგაძე იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/tuw.2025.38.01.18

საკვანძო სიტყვები:

სიკვდილის ფენომენი, გურამ რჩეულიშვილი, „სიკვდილი მთებში“, „ნელი ტანგო“

ანოტაცია

გურამ რჩეულიშვილის ტრაგიკული ბიოგრაფია-ახალგაზრდა ასაკში დასრულებული სიცოცხლე-შემოქმედებითი მოტივებისა და მორალურ-ფსიქოლოგიური განცდების სულიერ მხარეს აყალიბებს. ეს ქმნის  იმ პარადიგმას, რომლის მიხედვითაც სიკვდილი მის შემოქმედებით აღქმაში გადადის, როგორც სულისგანწმედ პროცეს. ამ თვალსაზრისით, რჩეულიშვილის გმირები ხშირად არიან ზღვარზე-ყოფასა და არყოფას შორის, ქაოსსა და ნათელ მიზანს შორის. ამ ზღვარზე მათი გამოცდილება სწორედ სულიერი ხედვის განწმენდაში გადაიზრდება.

სიცოცხლის შეცნობა ადამიანში ააქტიურებს ყველაზე ნამდვილს, ყველაზე პირადულს-სინდისს, სიყვარულს,  მადლიერებას. სიკვდილი ბადებს იმ ღირებულებათა ამოტივტივებას ადამიანის ცნობიერებაში, რომელთაც ჩვეულებრივ ყოფით ცხოვრებაში არ იცნობენ და არ აფასებენ.

სიკვდილის მრავალასპექტიანი, მრავალგანზომილებიანი გააზრება იკვეთება გურამ რჩეულიშვილის მოთხრობებში: „სიკვდილი მთებში“, „ნელი ტანგო“, „თვირთვილა“, „ალავერდობა“, სადაც სიკვდილი თანაარსებობს როგორც ფიზიკურ რეალობასთან, ისე სულიერ და სიმბოლურ ხედვებთან.

გურამ რჩეულიშვილის შემოქმედებაში სიკვდილის თემა რამდენიმე ასპექტით ვლინდება. ეს შეიძლება უკავშირდებოდეს თავისუფლებისაკენ სწრაფვას, ღირსების დაცვას, ახლის შეცნობას, საბჭოთა რეალობის წინააღმდეგ პროტესტს, დაწესებული შეზღუდებისგან გაქცევას...სიკვდილის თემა რა მოტივითაც არ უნდა იყოს ნასაზრდოები, ის არა მხოლოდ ტრაგიკული, არამედ ესთეტიზებული და სიმბოლურია. მწერალი ქმნის სიკვდილის პოეტურ სახეებს, რომლებიც ემსახურება მისი პერსონაჟების სულიერი გზის ჩვენებას.

გურამ რჩეულიშვილი თავისი ცხოვრების სტილით, სიცოცხლის ტრაგიკული დასასრულითა და შემოქმედების იდეური საზრისით გვიჩვენებს, რომ სიკვდილი შეიძლება იყოს არა მხოლოდ დასასრული, არამედ გზა-ცხოვრების ახლებური გააზრებისკენ, სულიერი განწმენდისა და ჭეშმარიტების შეცნობისკენ.

 

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

გურამ რჩეულიშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების მატეანე(2020), რედაქტორი: მაია ნინიძე, გამომცემლობა „მთაწმინდა“, თბილისი“;

რჩეულიშვილი (2010), რჩეულიშვილი, გ., ნელი ტანგო, მოთხრობები, გამომცემლობა „პალიტრა L“, თბილისი.

გამოქვეყნებული

2025-12-26

როგორ უნდა ციტირება

გიორგაძე ნ. (2025). სიკვდილის ფილოსოფიური განცდა გურამ რჩეულიშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებაში. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული, (1(38). https://doi.org/10.52340/tuw.2025.38.01.18

გამოცემა

სექცია

1200 ხელოვნება და ჰუმანიტარული მეცნიერებები (ყველა) / 1208 ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია
Loading...