ქალის ხვედრი თუ ქალის ტვირთი მიხეილ ჯავახიშვილის მხატვრულ ნააზრევში
DOI:
https://doi.org/10.52340/tuw.2025.38.01.17საკვანძო სიტყვები:
მიხეილ ჯავახიშვილი, ქალის ტვირთი, ხვედრიანოტაცია
მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედებაში გამორჩეულ ადგილს იკავებს ქალთა სახეები. შესაბამისად, ამ საკითხს ქართულ სამეცნიერეო სივრცეში სათანადო ყურადღება აქვს დათმობილი.
ცხოველი ინტერესის საგნად იქცა ის საკითხი, თუ რა როლი აკისრიათ მიხეილ ჯავახიშვილის ქალ პერსონაჟებს საზოგადოების წინაშე. ყოველი თაობის ინტერესს იწვევს, როგორ იქმნებიან ისინი.
მიხეილ ჯავახიშვილისათვის მნიშვნელოვანია ის ქალი პერსონაჟები, რომლებმაც მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრეს ქართველთა ცნობიერებაში. მწერალი ცდილობს თითოეული ქალის სახე წარმოაჩინოს ისე, რომ მისაბაძი გახდეს, მათი საქციელი მომავალი თაობისათვის. დაანახოს მკითხველს, სად იყო დაშვებული შეცდომები სისუსტის გზაზე.
ავტორი გმობს ქალის სიმსუბუქეს, ანგარებას, ქარაფშუტობას, უღირსობას. მიხეილ ჯავახიშვილს სძულს ფუტურო პერსონაჟები, ისეთები, როგორებიც არიან მარგარიტა ყაფლანიშვილი და ქეთევან ახატნელი, მკითხველს ლოგიკურად მიაჩნია აღნიშნულ მთავარ გმირთა უფრო მეტად გაუკუღმართება და ჭაობში ჩაძირვა.
მიხეილ ჯავახიშვილმა ასეთი მხატვრული სახეების შექმნით გვიჩვენა, რომ ადამიანი რომელ კლასსაც არ უნდა ეკუთვნოდეს, ისტორიის რომელ ეტაპზეც არ უნდა იდგეს, ადამიანური სინდის-ნამუსი არ უნდა შემოიძარცვოს. მით უმეტეს ქალი ამ შემთხვევაში მოჩვენებითად იქით არ უნდა გადაიხაროს, საიდანაც სარგებელს მოელის, ეს ხომ უგარანტიო და დროებითი სიამეა.
აღნიშნულზე მეტყველებს მწერლის პუბლიცისტური ნააზრევიც, სადაც ვკითხულობთ:
“მხოლოდ დრო და სივრცეა მარადიული” (ჯავახიშვილი, მ., 2015:17).
“მარგო ისტერიით გახდა ავად სქესის ნიადაგზე,ჯაყომ მოარჩინა” (ჯავახშვილი, მ.,2015:28).
“სულიერი სიცარიელე და გარეგანი ბრწყინვალება” (ჯავახიშვილი, მ., 2015: 61).
“მარტოობის შიში სისუსტის ნიშანია”(ჯავახიშვილი, მ., 2015:289); “სიყვარული უსაზღვრო სიკეთეა,სულიერი დადნობაა. დანარჩენი მხოლოდ სიტკბოებაა, ვნებიანობა, ხორცის აგონია. მან არც პატიება იცის,არც სიკეთის ქმნა”(ჯავახიშვილი, მ., 5015:163); “ქალს შუბლის ძარღვი გაუწყდა. ე.ი. სინდისი დაეკარგა”(ჯავახიშვილი, მ., 2015:354).
მიხეილ ჯავახიშვილმა ორიგინალური და თავისთავადი ქალი პერსონაჟების მხატვრული სახეების შექმნით ამხილა ეპოქის სინამდვილე. მისი ქალი პერსონაჟების ხვედრი აღმოჩნდა სწორედ ეპოქის მძიმე უღელი, ქალის პიროვნების დაკნინება ხომ ისეთივე საშიში მოვლენაა ერისათვის, როგორც “ჯაყოობა”, “კვაჭიზმი“ თუ “ყვარყვარეობა”.
რაც შეეხება მათ ტვირთს, როდესაც ადამიანი ინსტიქტების მონა ხდება და მის მოქმედებას ეგოიზმი წარმართავს, ტვირთი, რომელიც შესაძლებელია დასახული მიზნის მისაღწევად აიკიდეს მხრებზე, გაცილებით დიდი და ძნელად საზიდია და შესაძლებელია მის ქვეშ გაისრისონ კიდეც. ,,ორთა უფალთა შორის” მერყევი ადამიანები გაორებულნი და გზააზბნეულნი არიან, ეს საკითხი ერთ-ერთ მტკივნეულ პრობლემად იქცა მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედებაში.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
კვანჭილაშვილი, ტ.,(1987), მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედება, თბილისი,თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა;
ნიკოლეიშვილი, ა., (2013), ქართული ლიტერატურა, თბილისი, გამომცემლობა “საქართველოს მაცნე”;
ჯავახიშვილი, ქ., (1989), მიხეილ ჯავახიშვილი, თბილისი, საბჭოთა საქართველო;
ჯავახიშვილი,მ.,(2015), უბის წიგნაკებიდან , თბილისი, გამომცემლობა “ინტელექტი”;
ჯავახიშვილი,მ.,(2011),უბის წიგნაკებიდან ჩანაწერები, თბილისი. გამომცემლობა ,,ინტელექტი”;
ჯავახიშვილი, მ., (2019), ჯაყოს ხიზნები, თბილისი, გამომცემლობა “ქართული”.

