ლინგვოსტილისტური ასპექტები გურამ რჩეულიშვილის მოთხრობაში ,,ბათარეკა ჭინჭარაული”
DOI:
https://doi.org/10.52340/tuw.2025.38.01.15საკვანძო სიტყვები:
გურამ რჩეულიშვილი, ხევსურეთი, ტრადიცია, ტროპული მეტყველება, ლინგვისტური ასპექტებიანოტაცია
გურამ რჩეულიშვილი ერთ-ერთი ყველაზე ნათელი ფიგურაა თანამედროვე ქართული პროზის ისტორიაში — ავტორი, რომლის ტექსტებიც გამოირჩევა ემოციურობით, ხატოვნებითა და ინდივიდუალური ნარატიული სტილით. მოთხრობა „ბათარეკა ჭინჭარაული“ მის შემოქმედებაში გამორჩეულია არა მხოლოდ შინაარსობრივი სიღრმითა და პერსონაჟის არაორდინარული ხასიათით, არამედ ენობრივი თავისებურებებით, რომლებიც ქმნიან განსაკუთრებულ, რჩეულიშვილისეულ დინამიკურ და პოეტურ ატმოსფეროს.
სტატიაში ძირითადი ყურადღება გამახვილებულია ავტორის ლინგვისტურ და ენობრივ-სტილისტიკურ ასპექტებზე, რომლებიც განსაზღვრავენ ტექსტის უნიკალურობასა მხატვრულ ღირებულებას.
ავტორის ენა ექსპრესიულია და მიზნად ისახავს არა მხოლოდ ინფორმაციის გადმოცემას, არამედ მკითხველზე ძლიერი შთაბეჭდილების მოხდენას.
ტექსტში ჭარბობს არქაული ლექსიკა, რაც ხევსურული სამყაროს სიძველესა და ტრადიციულობას უსვამს ხაზს: „ჭიუხები“, „ხატობები“, „ჭირისუფალნი“, „ჯვარპერანგიანი ვაჟები“. ხშირად გვხვდება ეთნოგრაფიული ტერმინები „თემი“, „სისხლის გამოსყიდვა“, „ცხვარ-ძროხის გადახდა“, რომლებიც ტექსტს დოკუმენტურ სიზუსტეს ანიჭებს.
ამავე დროს, ავტორი იყენებს შეფასებით და ემოციურად დატვირთულ სიტყვებს: „საზარელი“, „დამამცირებელი“, „ულოგიკო ვნებები“, რაც ტექსტის სუბიექტურ, შეფასებით ხასიათს აძლიერებს.
მოთხრობა მდიდარია მარტივი და რთული წინადადებებით, რაც აზრის თანდათანობით განვითარებას უწყობს ხელს.
ტექსტი გაჯერებულია მხატვრულ-გამომსახველი საშუალებებით, როგორიცაა მეტაფორები: „ვაკის სამყაროდან მოწყვეტილი ცხოვრობდა ეს ხალხი“ — იზოლაციისა და სულიერი გამიჯვნის გამოხატვა. ეპითეტები: „ციცაბო ფერდობები“, „ბასრი ჭიუხები“, „სქელტანიანი კანონთა წიგნი“ — ვიზუალური და ემოციური ეფექტის გასაძლიერებლად. ანტითეზით: პოეზია — პროზა, რაც სულიერი და ყოფითი სამყაროს დაპირისპირებას გამოხატავს
განსაკუთრებით საყურადღებოა კანონიკური და პოეტური ლექსიკის შერწყმა: იურისპრუდენციული ტერმინები- „კოდექსი“, „კანონი“, „იურისპრუდენციული“- ეჯახება პოეტურ მეტყველებას, რაც ხევსურული ცხოვრების ტრაგიკულ პარადოქსს ასახავს — მკაცრი წესრიგი და უკონტროლო ვნება.
მაღალმხატვრული, ემოციურად დატვირთული ტექსტი, არქაული და ეთნოგრაფიული ლექსიკა, რთული სინტაქსი და მდიდარი ტროპები ერთობლივად ქმნის ხევსურეთის მკაცრ, ტრაგიკულ და პოეტურ სამყაროს შთამბეჭდავ სურათს.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
გვენცაძე, ალ. (1974), ზოგადი სტილისტიკის საფუძვლები, გამომც. ,,თბილისი“.
კვაჭაძე, ლ. (2010). თანამედროვე ქართული ენის სინტაქსი. თბილისი: გამომცემლობა „რუბიკონი“.
კუხალაშვილი მ., ლომთაძე თ., მიქაძე მ., რუსაძე ი., ქაცარავა მ., ფხაკაძე ნ., (2007). პრაქტიკული სტიკისტიკა. გამომცემლობა „ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“.
სანიკიძე, თ., (1994), ქართული ენის პრაქტიკული სტილისტიკა, გამომც.თესაუ.
საანალიზო წყარო:
რჩეულიშვილი გურამ , ,,ბათარეკა ჭინჭარაული - https://aura4.itweb.ge/311-proza/8503-guram-rcheulishvili--batereka-tchintcharauli.html

