მარცვალთა დაყოფა როგორც მეტყველებამცოდნეობის პრობლემა
DOI:
https://doi.org/10.52340/tuw.2025.38.01.14საკვანძო სიტყვები:
მარცვალი, მახვილი, მეტყველება, რიტმი, ტონი, წარმოთქმაანოტაცია
სიტყვიერი მახვილის შესწავლა გვიჩვენებს, რომ მარცვლები მიუხედავად იმისა, თავდაპირველად ძლიერები არიან თუ სუსტები, ატარებენ თუ არა მთავარ სიტყვიერ მახვილს, შეიძლება ფუნქციონირებდნენ კონტრასტულად და გადმოსცემდნენ ისეთ შინაარსს, რომლის გადმოცემა სხვა საშუალებებით შეუძლებელია. ამგვარად, თითოეულ მოსაუბრეს, თუკი მას საკმაოდ ნათელი წარმოდგენა აქვს მარცვლის ბუნების შესახებ, შეუძლია გამოყოს ნებისმიერი მარცვალი სიტყვის ან სიტყვათა შეთანხმების შემადგენლობაში, ძირითადი მარცვლისეული პარამეტრების თავისუფლად ვარირების გზით. ამგვარი კონტრასტები წარმოადგენენ პიროვნებათაშორისი ურთიერთობის უმნიშვნელოვანეს ელემენტებს.
არა მარტო მხატვრულ ლიტერატურაში, არამედ ასევე ინტელექტური ურთიერთობის სხვადასხვა სახეობებში ფონესტემური და მორფოლოგიური გამეორებები სიტყვის შემადგენლობაში ნათლად აღიქმება პირველ რიგში შესაბამისი მარცვლების გამოყოფის გზით. ეს მარცვლები წარმოადგენენ სიტყვიერი ურთიერთობის ისეთ აბსოლუტურ რეალობას, რომ შესაძლებელი ხდება თავი ავარიდოთ ფონესტემათა ენობრივ მნიშვნელობას და მორფოლოგიური დაყოფის რაიმე წესებს და „ვითამაშოთ“ სემანტიკურად შეუთავსებელი და დაუშლელი ერთნაირი ჟღერადობის მქონე სიტყვებით. ენაში ამ წესების არსი დაიყვანება ერთ ყველაზე არსებით მომენტამდე, კერძოდ კი თანხმოვნების წინა ხმოვანთან მიერთების ძლიერ ტიპამდე, ანუ მარცვალთა დახურულობამდე.
ცხადია, რომ ამგვარი ახსნის საფუძველს წარმოადგენს ჩვენი სწრაფვა მარცვალთა დაყოფის ინგლისური ენის სისტემის უფრო წარმატებულ და პროდუქტიულ სწავლებისაკენ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია უპირატესი ტენდენციის გამოვლენა, ყურადღების კონცენტრირება ინგლისური წარმოთქმის ყველაზე არსებით მომენტებზე. ამიტომ საკითხს მარცვალთა დაყოფის ზუსტი ადგილის დადგენის შესახებ ჩვენთვის მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
A.C. Gimson., Alan Cruttemlend. (2001). Gimson’s pronunciation of English. Arnold.
Edmund Gussmann. (2022). Phonology: Analysis and Theory.
Gudish Beck and Lars Konieczny. (2023). What a difference a syllable makes – Rhythmic reading of poetry. United States.
Introduction to English Phonetics and Phonology. English syllable structure. (2011). Cambridge university press.
Jette J. Hansen Edward., (2023). English Syllable structure. The Sounds of English around the world. Cambridge University press.
San Duanmu. (2009). Syllable Structure: The Limits of Variation. Oxford. Linguistics. Oxford University press.

