ბიზნეს იდეების ინგლისურენოვანი საპრეზენტაციო ტექსტების (Entrepreneurial Pitch) ლინგვო-სტილისტური ანალიზი
DOI:
https://doi.org/10.52340/tuw.2025.38.01.13საკვანძო სიტყვები:
ბიზნეს-პიჩი, ლინგვო-სტილისტური მახასიათებლები, მეტაფორა, სიტყვით თამაში, ბიზნეს დისკურსი, Shark Tankანოტაცია
მეწარმეების მიერ მათი ბიზნეს იდეის შესახებ მოკლე პრეზენტაციით წარდგომა ინვესტორების წინაშე, ანუ ე.წ. „პიჩინგი“ წარმოადგენს ბიზნეს კომუნიკაციის ჟანრს, რომელიც მომხსენებლისგან მოითხოვს დროის შეზღუდულ მონაკვეთში მიმზიდველი და ღირებული ბიზნეს წინადადების ჩამოყალიბებას, და ამავდროულად, ინვესტორების ინტერესისა და ნდობის მოპოვებას. მათი წარმატება დამოკიდებულია არა მხოლოდ ბიზნეს იდეის შინაარსობრივ მხარეზე, არამედ იმ ლინგვისტურ და სტილისტურ საშუალებებზე, რომელთა მეშვეობითაც მეწარმე მისი იდეის ფორმულირდებას ახდენს. წინამდებარე ნაშრომი იკვლევს ბიზნეს იდეების ინგლისურენოვანი საპრეზენტაციო ტექსტების ლინგვო-სტილისტურ თავისებურებებს. საკვლევ მასალად აღებულია ცნობილი ამერიკული სატელევიზიო პროექტის - „Shark Tank”-ის 15 სეზონის 37 წარმატებული გამოსვლის ტექსტი. ანალიზი მოიცავს ისეთ ლინგვო-სტილისტურ მახასიათებლებს როგორიცაა მეტაფორა, შედარება, სიტყვათა თამაში, კოლოკვიალიზმები, ლექსიკური თუ გრამატიკული პარალელიზმის ფორმები, ნეოლოგიზმები და სხვა. კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ მეწარმეები ბიზნეს იდეების წარდგენისას საკმაოდ ეფექტურად იყენებენ მთელ რიგ ენობრივ-გამომსახველობით საშუალებებს, რაც მათ მეტყველებას მსმენელისათვის უფრო გასაგებს და ამავე დროს, უფრო ემფატიკურსა და ექსპრესიულს ხდის. ვფიქრობთ, აღნიშნული კვლევა საინტერესოა როგორც ენის სპეციალისტებისა და დარგობრივი ენის პედაგოგებისათვის, ისე მეწარმეებისათვის, ვინც დაინტერესებულნი არიან მათი ბიზნეს იდეები უფრო შთამბეჭდავად და ეფექტურად ჩამოაყალიბონ და წარადგინონ პოტენციური ინვესტორების წინაშე.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
Burnett, M. (Executive producer). (2023–2024). Shark Tank (Season 15) [TV series]. ABC. https://abc.com/shows/shark-tank
Fernández-Vázquez, J.-S., & Álvarez-Delgado, R.-C. (2019). Persuasive strategies in the SME entrepreneurial pitch: Functional and discursive considerations. Economic Research-Ekonomska Istraživanja. Informa UK Limited, trading as Taylor & Francis Group. VOL. 33, NO. 1, 2342–2359. https://doi.org/10.1080/1331677X.2019.1683462
Gambhir, R., & Tangkiengsirisin, S. (2023). Analysis of Linguistic Features in Startup Pitches. rEFLections, Vol 30, No 1, pg. 59-83. https://doi.org/10.61508/refl.v30i1.264523
Purnomo, S. F. L. A., Untari, L., Pujiyanti, U., Adzhani, S. A., Adila, W., Umam, R. K., Purnama, S. F. L. S., Sartika, Y., & Fathan, F. (2024). Ludic pitch: What can we learn from the pitchers of Shark Tank in wordplaying on brands and product lexicons to generate laughter from the sharks? The European Journal of Humour Research, 12(4), 269–289. https://doi.org/10.7592/EJHR2024.12.4.790

