ბასიანის ტოპონიმიისათვის
DOI:
https://doi.org/10.52340/tuw.2025.38.01.08საკვანძო სიტყვები:
ფასიანები, ტოპონიმი, სპერი, სუფიქსი, დიალექტიანოტაცია
ბასიანი (ფასიანი) ისტორიული საქართველოს მხარეა მტკვრისა და ჭოროხის სათავეებში გაშენებული. ძველი საქართველოს ისტორიის მკვლევრები (პ. ინგოროყვა, ს. ჯანაშია) ბასიანს სპერის ნაწილად მიიჩნევდნენ. ჩვენც, ვსწავლობთ რა სპერის ქვეყანას, ბასიანსაც ჩვენი კვლევის ობიექტად მოვიაზრებთ. სპერის მთელ ქვეყანაში ქართული ენა დაივიწყეს, შესაბამისად, დაშორდნენ სპერელები ქართულ ფესვებს. ხუთ საუკუნეზე მეტი (1514 წლიდან) გავიდა, რაც სპერი ოსმალეთის იმპერიის ნაწილად იქცა, მოსახლეობამ რჯული შეიცვალა, უარი თქვა ქართულ ყოფაზე... მიუხედავად ყველაფრისა, ქართული კვალი ჯერაც ეტყობა სპერის მიწას, – მატერიალური კულტურის ძეგლები, ეთნოლოგიური ყოფა, სპერის თურქული ფოლკლორი, სპერის ტოპონიმია მოგვითხრობს სპერის წარსულზე, ძველი სპერის მოსახლეობის ეთნიკურ შედგენილობაზე, სამეურნეო ყოფაზე... სპერის ერთიანი სურათის შესაქმნელად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძველი ტოპონიმია, ,,მიწის ენა“, უტყუარი მოწმე აქ მიმდინარე პროცესებისა. აღსანიშნავია ისიც, რომ სპერი წარსულში კულტურათა დიალოგის ასპარეზი იყო: აქ თავს იყრიდნენ ქართველები (სპერელები და ფასიანები), ბერძნები, სომხები, მოგვიანებით მათ შეუერთდნენ ოსმალები (თურქები). ზოგიერთი მათგანი სპერს სამისოდ ჩემულობს. სწორედ ტოპონიმიამ უნდა გასცეს პასუხი კითხვას, ვინ იყო სპერის აბორიგენი მოსახლეობა...
სტატიაში ვსაუბრობთ ბასიანის ტოპონიმიის საკითხებზე. საანალიზო მასალის ნაწილი ჩვენ შევკრიბეთ საველე ექსპედიციების დროს, კვლევაში გამოვიყენეთ გამოქვეყნებული ტოპონიმიკური მასალაც [1]. მკითხველს ვთავაზობთ გეოგრაფიულ სახელთა სტრუქტურულ და სემანტიკურ ანალიზს, წამოვაჩენთ ტოპონიმის ენობრივ კუთვნილებას.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
აბულაძე, ი. (1973). ძველი ქართული ენის ლექსიკონი, მასალები, თბილისი: გამომცემლობა ,,მეცნიერება“.
აბულაძე, ი. (2014). ძველქართულ ძველსომხური ლექსიკონი, თბილისი.
ალავიძე, მ. (1938). ლეჩხუმური ლექსიკონი. ქართველურ ენათა ლექსიკა, I, ვუკოლ ბერიძის რედაქციით, თბილისი.
ბასიანი. (2024). ბასიანი, კულტურის ძეგლების კატალოგი, მოამზადეს ,,საქართველოს კულტურისა და ტურისტული რესურსების კვლევის ცენტრის“ თანამშრომლებმა: თ. ხუციშვილმა (ხელმძღვანელი), ნ. არონიშიძემ, დ. გაჩეჩილაძემ, ბ. გოზალიშვილმა, ა. იმედაშვილმა, შ. კოღუაშვილმა,დ. მაისურაძემ, ლ. წიქარიშვილმა, დავუთ ჰაქან ბერქმა (მოფინაძე). თბილისი.
გურამიშვილი, დ. (1998). ქართული პოეზიის თანავარსკვლავედი, დავით გურამიშვილი, დავითიანი, თბილისი.
თანდილავა, ა. (2013). ლაზური ლექსიკონი, თბილისი.
კაიშაური, ლ. (1967). მთიულურის დარგობრივი ლექსიკა, თბილისი.
ლექსიკონი. (2001). თურქულ-ქართული ლექსიკონი ლია ჩლაიძის რედაქციით, სტამბული.
მაისურაძე, ი. (1954). მასალები მესხური ლექსიკიდან. ბპი შრომები. IV. ბათუმი.
მარი, ნ. (2010). Грамматика Чанского (Лазского) Языка с Хрестоматиею и Словарем. СПБ.
მაყაშვილი, ა. (1991). ბოტანიკური ლექსიკონი, თბილისი.
ნიჟარაძე, შ. (1971). ქართული ენის აჭარული დიალექტი, ლექსიკა. ბათუმი: გამომცემლობა ,,საბჭოთა აჭარა“.
ორბელიანი, ს.ს. (1949). სიტყვის კონა ქართული, რომელ არს ლექსიკონი, ს. იორდანიშვილის რედაქციითა და წინასიტყვაობით. თბილისი.
ორბელიანი, ს.ს. II. (2024). სიტყვის კონა, ლექსიკონი ქართული. სამტომეული. ტ. II-III. თბილისი.
ტაო. (2020). მამია ფაღავა, მერი ცინცაძე, მაია ბარამიძე, მალხაზ ჩოხარაძე, თინა შიოშვილი, რამაზ ხალვაში, ნუგზარ მგელაძე, ზაზა შაშიკაძე, მერაბ ხალვაში, ჯიმშერ ჩხვიმიანი, ჯემალ კარალიძე. ტაო. თბილისი.
ფაღავა, მ. (2003). სამხრული კილოების ფონემატური სტრუქტურა. დისერტაცია ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. ხელნაწერი. ბათუმი.
ფაღავა, მ. (2009). -უმ/-ომ სუფიქსი ქართულ ტოპონიმებში და ზოგიერთი გეოგრაფიული სახელის ეტიმოლოგიის ცდა. ბსუ შრომები. XIII. ბათუმი.
ფაღავა, მ. (2014). კარ’ ფუძიანი ტოპონიმები კლარჯეთში. XXXIV რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესიის მასალები. თბილისი.
ფაღავა, მ. (2017). ,,ევ კილოს“ კვალი სამხრეთ საქართველოში. კლარჯული ჩანაწერები. თბილისი.
ფაღავა, მ., მგელაძე, ნ. (2012). ქორი (სახლი, ოხორი) მნიშვნელობისათვის ჭოროხის ხეობის ქართულ მოსახლეობაში. II საერთაშორისო კონფერენცია ტაო-კლარჯეთი. მოხსენებათა თეზისები. თბილისი-ბათუმი.
ფაღავა, მ., ცინცაძე, მ., ბარამიძე, მ. (2022). ქართული ენის შავშური დიალექტი (გამოკვლევა, მასალები, ლექსიკონი). თბილისი.
ფაღავა, მ., ცინცაძე, მ., ბარამიძე, მ. (2023). ქართული ენის კარჯული დიალექტი (გამოკვლევა, მასალები, ლექსიკონი). თბილისი.
ფაღავა, მ., ცინცაძე, მ., ბარამიძე, მ. (2024). ქართული ენის ტაოური დიალექტი (გამოკვლევა, მასალები, ლექსიკონი). თბილისი.
ფუტკარაძე, შ. (1993). ჩვენებურების ქართული. წიგნი პირველი. ბათუმი: აჭარის ჟურნალ-გაზეთების გამომცემლობა.
ქ.დ. I.(1960). ქართული დიალექტოლოგია. I. თბილისი.
ქეგლ - ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი. ტ. I-VIII. არნ. ჩიქობავას საერთო რედაქციით. თბილისი. 1950-1964.
ქობალია, ა. (2010). მეგრული ლექსიკონი. თბილისი.
ღლონტი, ა. (1986). ქართველური საკუთარი სახელები. თბილისი.
შანიძე, ა. (1981). -ევ კილოს კვალი საქართველოს გეოგრაფიულ სახელებში. თხზ. 12 ტომად. ტ. II. თბილისი.
ჩანტლაძე,ი., ნაკანი, ნ. (2014). სვანეთის ფლორა. I. თბილისი.
ჩუბინაშვილი, ნ. (1961). ქართული ლექსიკონი. თბილისი.
ცინცაძე, მ., ფაღავა, მ. (1998). სამხრული დიალექტები და ქართული სამწერლობო ენა (V-XVIII სს). ბათუმი.
ჯორბენაძე, ბ., კობაიძე, მ., ბერიძე, მ. (1988). ქართული ენის მორფემებისა და მოდალური ელემენტების ლექსიკონი. თბილისი.
Шанидзе, А. (1981). Два Чано-мингрельсксих суффикса в грузинском языках. თხზ. 12 ტომად. ტ. II. თბილისი.

