ადგილობრივი თვითმმართველობა, განათლება და ჯანდაცვა თელავის მაზრაში 1918-1921 წლებში
DOI:
https://doi.org/10.52340/tuw.2025.38.01.07საკვანძო სიტყვები:
თელავის მაზრა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921), ადგილობრივი თვითმმართველობა, ადმინისტრაციული რეფორმები, განათლება და ჯანდაცვაანოტაცია
სტატიაში გაანალიზებულია თელავის მაზრის სოფლები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში (1918-1921). განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია სათემო თვითმმართველობის მიერ გატარებულ ადმინისტრაციული, სოციალური, განათლების, ჯანდაცვის, აგრარული და ინფრასტრუქტურული პროცესების ანალიზზე. საარქივო დოკუმენტების საფუძველზე, მიმოხილულია სათემო თვითმმართველობის წვრილი საერობო ერთეულების ფორმირების და სამაზრო და სასოფლო ერობების ადმინისტრაციული აპარატის რეორგანიზაციის პროცესი. კვლევა აჩვენებს, რომ სამაზრო ერობის საქმიანობის მიზანი იყო, უზრუნველყო მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში.
სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა განათლების სისტემას. საარქივო მასალების ანალიზით დგინდება, რომ თელავის მაზრის სოფლებში განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით იხსნებოდა ახალი სკოლები, სკოლებს ემატებოდა მასწავლებლები, მასწავლებელთა უმრავლესობას კი წარმოადგენდნენ ქალი მასწავლებლები.
ყურადღება ასევე გამახვილებულია მაზრაში ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ ცვლილებებზე, საექიმო-სანიტარული ქსელის ჩამოყალიბებაზე, სოფლად საავადმყოფოების დაარსებაზე, სტაციონარული და საფერშლო მომსახურების შექმნაზე, ღარიბი მოსახლეობისათვის უფასო მედიკამენტების მიწოდებაზე აფთიაქების მეშვეობით.
კვლევაში ასახულია თელავის მაზრის სოფლებში მიმდინარე აგრარული რეფორმა - თელავის მაზრაში იქმნება აგრონომიული განყოფილება, რომელიც უზრუნველყოფდა მოსავლის აღებას, მიწების გადანაწილებასა და სოფლის მეურნეობის განვითარებას.
ამავე პერიოდში განხორციელდა მაზრის მილიციის რეორგანიზაცია. მილიციონერების გარკვეული ნაწილი სოფლად საერობო თემების დაქვემდებარებაში გადავიდა, რის შედეგად სოფლად მძიმე დანაშაულების რაოდენობა შემცირდა.
ამრიგად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში სოფლად განხორციელებული ღონისძიებები ხელს უწყობდა ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებას, სოციალურ-ეკონომიკური პროცესების განვითარებას, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემების მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებას, აგრარული საქმიანობის გაუმჯობესებას და მართლწესრიგის განმტკიცებას.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
Simashvili, T., Chkadua, S., Shioshvili, I., Kakhashvili, N., & Mtskheradze, G. (2025). Villages of Telavi Municipality: Vardisubani, Ruispiri, Ikalto (History and modernity). Tbilisi. Meridian.
Sakartvelos Respublika. (1919, June 25). No. 181.
Central Archive of Contemporary History of Georgia (CACG). (1921). Fond 1921, File 205
Central Archive of Contemporary History of Georgia (CACG). (1921). Fond 1921, File 208
Central Archive of Contemporary History of Georgia (CACG). (1921). Fond 1921, File 330
Central Archive of Contemporary History of Georgia (CACG). (1921). Fond 1921, File 331

