მხატვრული შედარება თედო რაზიკაშვილის მოთხრობებში

მხატვრული შედარება თედო რაზიკაშვილის მოთხრობებში

ავტორები

  • ელენე ფილაშვილი

DOI:

https://doi.org/10.52340/tuw.2021.445

საკვანძო სიტყვები:

სტილი, შედარება, მსგავსება, კონსტრასტული, თვისობრივი

ანოტაცია

სტატიაში განხილულია მხატვრული შედარება თედო რაზიკაშვილის პროზის ენაში, როგორც სტილის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ფაქტორი, გარესამყაროს შეცნობის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება, რომელიც, ბუნებრივია, განაპირობებს ტექსტის ესთეტიკურ და ემოციურ ფუნქციას. თედო რაზიკაშვილის მოთხრობები, მსგავსებითი შედარების გადმოცემის თალსაზრისით, ხასიათდება მრავალფეროვნებით. მწერალთან უმეტესწილად ერთმანეთს შედარებულია სულიერსი და უსულო, ადამიანი და ცხოველი...თედო რაზიკაშვილის  მოთხრობებში მსგავსებითი შედარება იქმნება გრამატიკული კავშირებით: როგორც, თითქოს და თანდებულებითა და ცალკეული სიტყვებით: -ვით, -ებრ, -თანა, -ტოლა, ქცეული და სხვა. ზოგჯერ შედარებაში არ გამოიყენება კავშირი და თანდებული, რაც ძალზედ ემოციურ ელფერს სძენს მას. მსგავსებითი შედარება ექსპრესიულად ძალზე  საინტერესოა, მკითხველი ნათლად, მკაფიოდ, ცოცხლად შეგრძნობს მწერლის მიერ დახატულს სცენას.ვფიქრობთ, რომ მსგავსებითი შედარება განსაზღვრავს თედო რაზიკაშვილის მოთხრობების ენის  სტილს, რომელიც აძლიერებს  სათქმელის შინაარსსა და ტვირთვას მას ემოციურად. ამრიგად, თედო რაზიკაშვილის მოთხრობების ენის დამახასიათებელი სტილური ნიშანია მსგავსებითი შედარება, რაც მხატვრულ ტექსტს ხდის განუმეორებელს, ინდივიდუალურს, აზროვნებას კი - ემოციურს.ნათლად იკვეთება, რომ მსგავსებითი შედარების მეშვეობით თედო რაზიკაშვილი ოსტატურად იყენებს ენის მრავალფეროვან შესაძლებლობებს, რითაც ქმნის ინდივიდუალურ, მკვეთრად გამორჩეულ, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ სტილს.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ავტორის ბიოგრაფია

ელენე ფილაშვილი

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

წყაროები

თენგიზ სანიკიძე, ქართული ენის პრაქტიკული სტილისტიკა, „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, თბ, 1999.

თენგიზ სანიკიძე, ინგა სანიკიძე, ქართული ენის სტილისტიკა, გამომცემლობა „ინტელექტი“ თბ., 2009.

კვაჭანტირაძე თ, 1987 - მსგავსებითი შედარება ქართულში, თბ.

მარინა კუხალაშვილი, თამარ ლომთაძე, მანანა მიქაძე, იზოლდა რუსაძე, მარინა ქაცარავა, ნინო ფხაკაძე, პრაქტიკული სტიკისტიკა, გამომცემლობა „ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, 2007

ალ. გვენცაძე, ზოგადი სტილისტიკის საფუძვლები, გამომცემლობა „განათლება“, 1974

ავთანდილ არაბული, ქართული მეტყველების კულტურა, გამომცემლობა „უნივერსალი“, 2004.

საანალიზო წყარო:

თედო რაზიკაშვილი, მოთხრობები, „სულაკაურის გამომცემლობა“, თბ. 2015 წ. (ელექტრო ვერსია).

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-07-23

როგორ უნდა ციტირება

Loading...