,,ერეკლე მეფე და ინგილო ქალი“-ს ერთ-ერთი პერსონაჟის სადაურობის გარკვევის მნიშვნელობისათვის
DOI:
https://doi.org/10.52340/tuw.2025.38.01.06საკვანძო სიტყვები:
იაკობ გოგებაშვილი, ინგილო, საინგილო, ერეკლე II, აზერბაიჯანიანოტაცია
ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებში პერიოდულად იჩენს ხოლმე თავს ზოგიერთი გაუგებრობა, რაც ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის წესით არ უნდა იყოს რომელიმესთვის სასურველი და მისაღები. 1989 წელს ქვემო ქართლის რეგიონში სრულიად ხელოვნურად კონფლიქტის გაღვივების მცდელობა ვფიქრობ, არ უნდა იქნას მივიწყებული. რადგან სწორედ აქ გამოჩნდა ყველაზე კარგად, რომ ქართულ და აზერბაიჯანულ მოსახლეობას ერთმანეთში არაფერი აქვს გასაყოფი. რომ გარედან იყო თავსმოხვეული ტრაგიკული მოვლენები და უცხო ძალების ინტერესებს ემსახურებოდა მხოლოდ. მას შემდეგ ათეულობით წელი გავიდა. მაგრამ სამწუხაროდ, არის გარკვეული ნეგატიური საკითხები, რომელიც თავს იჩენს ხოლმე პერიოდულად და ყოველთვის სათანადო ყურადღების მიქცვას საჭიროებს, რათა კვლავ არ მოხდეს გარე ძალების ინტერესებთან თანხვედრაში გადაზრდა. ჩვენი მიზანია, სათანადო ბიბლიოგრაფიის გაცნობის შემდეგ, არსებულ წყაროთმცოდნეობით თუ ისტორიოგრაფიულ მასალებზე დაკვირვებით და გარკვეული მსჯელობისა და ანალიზის საფუძველზე დავადგინოთ მოცემული საკითხის სისწორე, რათა არ მოხდეს ისტორიის დამახინჯება და მხავრულად გაფორმებულმა ნაწარმოებებმა ხელი არ შეუწყოს მცდარი ნარატივების გავრცელებას ფართო საზოგადოებაში.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ბატონიშვილი, დ. (1941). ახალი ისტორია. თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა;
ბურჯაევი, თ. ისაევი, ს. ალიბეგოვი, ბ. (2013). ინგილოდ წოდებულ ქართველთა ტრაგედია. თბილისი;
გოგებაშვილი, ი. (1982). საგანძური. თბილისი: ,,განათლება“;
მოსიაშვილი, ა. (2020). ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების ასპექტები თანამედროვე ეპოქაში. თბილისი: ,,წიგნი+ერი“; 5. სონღულაშვილი, ა. (2018). საბჭოური პოლიტიკა და საქართველოს ეროვნული უმცირესობა. თბილისი: ,,უნივერსალი“;

