საქართველოში ევაკუირებული ზოგიერთი საწარმოს სამხედრო პროდუქციის გამოშვებაზე გადაყვანის ისტორიის საკითხისათვის მეორე მსოფლიო ომის წლებში (1939-1945)
DOI:
https://doi.org/10.52340/tuw.2025.38.01.05საკვანძო სიტყვები:
სამხედრო, ევაკუირებული, ნაღმტყორცნები, ავტომატები, ვაგონებიანოტაცია
მეორე მსოფლიო ომის უმკაცრეს პირობებში საქართველოში ევაკუირებული საწარმოების და მოსახლეობის სამხედრო პროდუქციის გამოშვებაზე გადაყვანის ღონისძიებანი ურთულეს ამოცანას წარმოადგენდა, როგორც პოლიტიკური ხელისუფლებისათვის, ასევე საბჭოთა ეკონომიკისათვის. მაგრამ საქართველომ ღირსეულად გაართვა თავი ამ ამოცანას და გადაიქცა სამხედრო პროდუქციის წარმოების მძლავრ არსენალად.
წინამდებარე კვლევაში საქართველოს წვლილს საბჭოთა შეიარაღებული ძალების საბრძოლო პროდუქციით მომარაგებისა და ფაშისტური გერმანიის დამარცხების საქმეში, განვიხილავთ საქართველოში ევაკუირებული ზოგიერთი საწარმოს სამხედრო პროდუქციის გამოშვებაზე გადაყვანის მაგალითზე. გერმანია - საბჭოთა კავშირის ომის დაწყების პირველივე დღეებიდან სახალხო მეურნეობის საომარ ყაიდაზე გარდაქმნა დაექვემდებარა ქვეყნის უმთავრეს ინტერესებს - მტერზე გამარჯვებას. თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის უმთავრესი ამოცანა გახდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან საწარმოო ძალების გრანდიოზული ევაკუაცია. ევაკუირებული სამრეწველო საწარმოებისათვის საჭირო იყო ზურგის ისეთი რაიონების შერჩევა, სადაც არსებობდა შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ნედლეული. სწორედ ასეთ რეგიონად გადაიქცა ომის წლებში საქართველო.
სახალხო მეურნეობის (ევაკუირებულ საწარმოებთან ერთად) საომარ ყაიდაზე გარდაქმნა ითვალისწინებდა მრეწველობის იმ დარგების უპირატეს განვითარებას, რომლებიც უზრუნველყოფდნენ ფრონტის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას შეიარაღებით, საბრძოლო მასალითა და ყველა სხვა საჭირო პროდუქციით. საქართველომ მის წინაშე მთავრობის მიერ დასახულ დავალებებს ღირსეულად გაართვა თავი.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
კუპატაძე ე., ევაკუირებული სამრეწველო საწარმოების, დაწესებულებებისა და მოსახლეობის მიღება და განლაგება საქართველოში დიდი სამამულო ომის პერიდში, თბ., 1978, გვ.16.
ოქროსცვარიძე შ., თბილისის ორთქმავალ-ვაგონშემკეთებელი ქარხანა დიდი სამამულო ომის წლებში, თბ., 1976, გვ.60.
საქართველოს პრეზიდენტის არქივი, ფ.17, აღწ. 3, საქ.456, ფურც.3, 230.
საქართველოს პრეზიდენტის არქივი, ფ.141, აღწ.1, საქ. 12843, ფურც. 78-79.

