ქართული ღვინის ინოვაციური ტექნოლოგია

ქართული ღვინის ინოვაციური ტექნოლოგია

ავტორები

  • პატრისია მიქელაშვილი იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თელავი
  • ნინო ვეფხიშვილი იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/tuw.2025.38.01.03

საკვანძო სიტყვები:

სადესერტო ღვინო, რქაწითელი, ჯაგანი, შეჭკნობა, ორგანოლეპტიკა

ანოტაცია

ღვინო ქართველთა სავიზიტო ბარათია, ხოლო მსოფლიოს ცნობილი ენოლოგები  საქართველოს მეღვინეობის აკვნად აღიარებენ. ვაზი, ღვინო და ქართულ ტერიტორიებზე მოსახლე ადამიანი 8000 წელზე მეტია ერთად თანაცხოვრობენ და ვითარდებიან. ამ ხნის მანძილზე ვაზის არაერთი ადგილობრივი კულტურული ჯიში და ღვინის დამზადების  არაერთი ტექნოლოგია ჩამოყალიბდა (ჭავჭავაძე ი., 2022).  თუმცა, ადამიანების გონებრივი შესაძლებლობა მუდმივად ისწრაფვის, შექმნას ინოვაციები, რასაც  ყველა დარგი განვითარების ახალ ეტაპზე გადაჰყავს, მათ შორის, მეღვინეობა

   წინამდებარე ნაშრომში წარმოდგენილია სადესერტო ღვინო „გვიანი მოსავლის“ დამზადების ტექნოლოგია, რომელიც ქართული მეღვინეობისათვის  ინოვაციას წარმოადგენს; ნაჩვენებია სხვა ღვინოების წარმოებისაგან განსხვავებული ტექნოლოგიური პროცესები - ნედლეულის მიღებიდან ბოთლში ჩამოსხმამდე - რომლებიც საბოლოო  პროდუქტს განსაკუთრებულს და მიმზიდველს ხდის მომხმარებლისათვის.

მთის ფერდობზე გვიან მოკრეფილი რქაწითელის ყურძნის ჯაგნებად აკინძვა და ვენტილაციის პირობებში შეჭკნობა, შემჭკნარი ყურძნის ხელის წნეხში მსუბუქად გატარება, ტკბილის დუღილი მუხის კასრებში, მაქსიმუმ, 20 0C-ზე,  ღვინის დავარგება წლების განმავლობაში, - ყველაფერი ეს ღვინოს განსაკუთრებულობას სძენს, რომელიც  განსხვავებული ძირითადი ქიმიური მაჩვენებლების, ფენოლური ნაერთების მაღალი შემცველობის, ღვინის მაღალი ანტიოქსიდანტური  და განსხვავებული ორგანოლეპტიკური თვისებების ჩამოყალიბებაში მჟღავნდება, რქაწითელის კლასიკურ  ღვინოსთან შედარებით. სადესერტო ღვინოს აქვს არა ცინცხალი გემო, არამედ  უფრო დამჯდარი ტონები და ჩირების არომატი, მუქი ჩაისფერი.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

ბაღათურია ნ., (2015) ენოლოგია, გამომც: „ტექნიკური უნივერსიტეტი“

ნავარი, კ., ლანგლადი, ფ. (2004) ენოლოგია, თარგმანი სამანიშვილი, გ.

გამომცემლობა: „LAVOISIER”

პუტცი ჰ., (2020) მეღვინეობა სასწავლო სახელმძღვანელო, , თარგმანი გერმანულიდან, გამომცემლობა GIZ

ტურაშვილი დ., (2020) ღვინის სამშობლო - საქართველო,” ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”

ჭავჭავაძე ი., (2022) მევენახეობა-მეღვინეობა, გამომცემლობა “მთაწმინდა”

Molyneux, P. (2004). The use of the stable free radical diphenylpicrylhydrazyl (DPPH) for estimating antioxidant activity. Songklanakarin J. sci. technol, 26 (2)

გამოქვეყნებული

2025-12-25

როგორ უნდა ციტირება

გამოცემა

სექცია

1100 აგრარული და ბიოლოგიური მეცნიერებები (ყველა) / 1106 სურსათმცოდნეობა
Loading...