სიცოცხლის მეტაფორიკა გერმანულ იდიომებში

სიცოცხლის მეტაფორიკა გერმანულ იდიომებში

ავტორები

  • ცისანა მოდებაძე

DOI:

https://doi.org/10.52340/tuw.2021.443

საკვანძო სიტყვები:

ფრაზეოლოგიზმები, სიცოცხლე/ცხოვრება, მეტაფორიკა, კლასიფიკაცია, დადებითი, უარყოფითი

ანოტაცია

კვლევის მიზანია სიცოცხლის მეტაფორიკის დადგენა გერმანულ იდიომებში.     გერმანული სიტყვა das Leben ქართულად ნიშნავს, სიცოცხლეს/ცხოვრებას ანუ გერმანულად ეს ორი მცნება ერთი სიტყვით გადმოიცემა და შინაარსობრივად ერთმანეთისგან განუყოფელია. კვლევის ამოცანას წარმოადგენს სიცოცხლის/ცხოვრების კონცეპტთან დაკავშირებული ფრაზეოლოგიზმების დადებითი და უარყოფითი კონოტაციის დადგენა. ამ ამოცანის გადასაწყვეტად ლექსიკონებში მოვიძიეთ ფრაზეოლოგიზმები და მოვახდინეთ მათი კლასიფიკაცია მეტაფორიზაციის მიხედვით.როგორც კვლევამ გვიჩვენა, გერმანულ იდიომებში განსაკუთრებით ხშირად გვხვდება  წელიწადის დროების აღმნიშვნელი ლექსემები. აღსანიშნავია, რომ წელიწადის დროების სახელების შემცველი იდიომები მეტაფორულად შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც სიცოცხლის ციკლი: დაბადებიდან გარდაცვალებამდე. ახალგაზრდობის წლებს განასახიერებს გაზაფხული (Der Frühling des Lebens-ცხოვრების გაზაფხული), სიბერისას კი შემოდგომა (Der Herbst des Lebens-ცხოვრების შემოდგომა). სიცოცხლე მეტაფორულად შეიძლება განასახიერებდეს ერთ დღესაც. Leben ist ein Tag-სიცოცხლე ერთი დღეა. ეს ფრაზეოლოგიზმი მიუთითებს სიცოცხლის ხანმოკლეობაზე. მეტაფორული კომპოზიტი Lebensabend-სიცოცხლის საღამო აღნიშნავს სიბერეს და მეტაფორულად განასახიერებს ცხოვრების წარმავალობას.  იდიომში  sein letztes Stündlein hat geschlagen-მისმა უკანასკნელმა საათმა დარეკა განსაკუთრებით კარგად ჩანს სიცოცხლის ხანმოკლეობა.ადამიანის სიცოცხლის მეტაფორიზაცია ხდება ასევე: მცენარის სიცოცხლესთან, მოგზაურობასთან, გზასთან, საკვებთან, ბრძოლასთან, სითხესთან და ჭურჭელთან.ამრიგად, ცხოვრება არის დადებითი და უარყოფითი მომენტების მონაცვლეობა. დადებითი მომენტები ხშირად სინათლესთან და მზესთანაა შედარებული, უარყოფითი კი ჩრდილთან, სიბნელესთან, ღამესთან. ამ შემთხვევაში მეტაფორიზაცია ხდება ჩრდილის საშუალებით. აქედან გამომდინარე, ადამიანის სიცოცხლე მეტაფორულად განასახიერებს სინათლისა და სიბნელის, მზისა და ჩრდილის, ნათელისა და ბნელის მონაცვლეობას.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ავტორის ბიოგრაფია

ცისანა მოდებაძე

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

წყაროები

გამრეკელი, ნ., ჰოფმანი, თ. ქადაგიძე, ნ. (1973): გერმანულ-ქართულ-რუსული ფრაზეოლოგიური ლექსიკონი. თბილისი. განათლება.

ზექალაშვილი, რ. ქირია, ჭ. (2007): გერმანულ-ქართული ლექსიკონი. თბილისი: საქართველოს მაცნე.

Götz D. u. a.:(2008) Droßwörterbuch Deutsch als Fremdsprache; Langenscheidt-Berlin- München -Wien -Zürich -New York

Duden (Deutsches Universalwörterbuch) (5. überarbeitete Aufgabe) (2003). Dudenverlag. Mannheim. Leipzig. Wien. Zürich.

Duden (2008): Wörterbuch der deutschen Idiomatik. 3., Mannheim: Dudenverlag.

Fleischer W.(1997): Phraseologie der deutschen Gegenwartssprache.Tübingen: Max Niemeyer

Schieder, S. (2006): Die gestaltende Kraft von Sprachbildern und Metaphern. Trier: Universität Trier

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-07-23
Loading...