მსხმოიარობის დამაჩქარებელი ტექნოლოგიის გამოცდის შედეგები რქაწითელის ჯიშის ვაზზე
DOI:
https://doi.org/10.52340/tuw.2021.438საკვანძო სიტყვები:
ვაზი, ახალშენი ვენახი, მოსავალი, აგროტექნოლოგია, გასხვლაანოტაცია
სტატიაში განხილულია იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით ნაკვეთზე განხორციელებული სამუშაოების შედეგები. კერძოდ, საქართველოში ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ვაზის ჯიშ - რქაწითელზე მოსავლის დაჩქარებული მიღების ტექნოლოგიების გამოცდის შედეგები. მევენახეობა განვითარების არსებულ ეტაპზე მოითხოვს თანამედროვე აგროტექნოლოგიებისა და აგროტექნიკის გამოყენებას რეგლამენტირებული - რაოდენობრივად და ხარისხობრივად სასურველი მოსავლის მისაღებად. აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ მიერ დაყენებული იქნა სტაციონალური ცდები შემდგომი კვლევების განსახორციელებლად. ცდები წარმოებდა თელავის რაიონი სოფელ გულგულაში, ალაზნის ველის ალუვიური ნიადაგების აგროეკოლოგიურ პირობებში, 2019 - 2020 წლების განმავლობაში. ცდა მოწყობილი იყო შემდეგი ვარიანტების მიხედვით: I ვარიანტი - 2,5 X 1,5 მეტრი სქემა (საკონტროლო); II ვარიანტი - 2,5 X 1,25 მეტრი სქემა; III ვარიანტი - 2,5 X 2 მეტრი სქემა; თითოეულ ვარიანტში მეთოდიკის შესაბამისად განხორციელდა პირველი სავეგეტაციო წლის განმავლობაში მწვანე ოპერაციები - ყლორტების დანორმება და ნამხრევების შეცლა, ხოლო ვეგეტაციის დასრულების შემდეგ ე.ი. ახალგაზრდა ვაზის პირველი გასხვლის დროს, განხორციელდა შტამბის ფორმირების ღონისძიება, რაც უზრუნველყოფდა მოსავლის დაჩქარებულად მიღებას. მიღებული შედგებიდან ჩანს, რომ მოსავლის დაჩქარებულად მიღების ტექნოლოგიები ეფექტურია და კარგ შედეგს იძლევა მისი გამოყენება რქაწითელის ახალშენ ვენახში, ამავდროულად, ცდის პერიოდში გამოიკვეთა, რომ ვაზის ინტენსიური ნარგაობა ანუ, გაშენების სქემა - 2,5 X 1,25 მეტრი უკეთეს შედეგს იძლევა მოსავლის რაოდენობრივად გაზრდის თვალსაზრისით ერთეულ ფართობზე ახალშენ ვენახში. აღნიშნული კვლევა - გაშენების სქემასთან კავშირში გრძელდება, რათა დადგინდეს სრულმოსავლიანი ვენახიდან მიღებული პროდუქციის რაოდენობრივი და ხარისხობრივი უპირატესობები გამოსაცდელი ვარიანტების შესაბამისად.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
რამიშვილი, მ. (1986). ამპელოგრაფია. თბილისი: განათლება;
უჯმაჯურიძე, ლ. კაკაბაძე, გ. მამასახლისაშვილი, ლ. (2018). ქართული ვაზის ჯიშები. თბილი: პეგასი;
ქანთარია, ვ. რამიშვილი, მ. (1983) მევენახეობა. თბილი: განათლებ;
ჩხარტიშვილი, ნ. (2016). მევენახეობა-აგროტექნოლოგია. თბილი: საჩინოში;