ქართული მუხის (Quvercus iberica Stev.) ნაყოფმსხმოიარობა კახეთის რეგიონში

ქართული მუხის (Quvercus iberica Stev.) ნაყოფმსხმოიარობა კახეთის რეგიონში

ავტორები

  • მალხაზ სამადაშვილი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თესაუ)

DOI:

https://doi.org/10.52340/tuw.2021.437

საკვანძო სიტყვები:

grove, forest type, forest ecotope, woodworking, exposure

ანოტაცია

 ქართული მუხის (Quvercus iberica Stev.) კორომები კახეთის რეგიონში წიფლნარევის შემდეგ ყველაზე დიდი ფართობებითაა წარმოდგენილი. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ მათი ბუნებრივი განახლების მდგომარეობა მეტად არადამაკმაყოფილებელია. აქედან გამომდინარე, მეტად მნიშვნელოვანია მცენარის ნაყოფმსხმოიარობის შესწავლა, როგორც რაოდენობრივი, ასევე ხარისხობრივი მაჩვენებლების შესწავლით. აღნიშნული საკითხის შესწავლის მიზნით შერჩეულ იქნა ახმეტის მუნიციპალიტეტის მდინარე ბაწარის ხეობა ზღვის დონიდან  650-700მ სიმაღლეზე ორი სხვადასხვა ეკოტოპისა და ტყის ტიპის კორომებში, კერძოდ:  ისლის საფრიან და მაყვლის ქვეტყიან მუხნარებში. აღებული სანიმუშო ფართობები (50X50) 2500 მ2-ოდენობით შესწავლილ იქნა, როგორც დაბალი, ასევე საშუალო სიხშირის საბურველის  შეკრულობის კორომებში. ასევე სამოდელო ხეების ვარჯი დაიყო ორ, კერძოდ, ჩრდილოეთ და სამხრეთ ექსპოზიციის მიმართულ ნაწილებად და საბურველის ქვედა, შუა და ზედა სექციებად, სადაც ცალკ-ცალკე განისაზღვრა თესლის რაოდენობრივი მაჩვენებლები. სანიმუშო ფართობებზე შესწავლილი იქნა მუხის ნაყოფის ფორმა, ზომა და სხვა მახასიათებლები, რომელთა მიხედვითაც რკოს ფორმა ოვალურია, ოდნავ წაგრძელებული საშუალო ზომით 2,8 სმ სიგრძის და 1,1 სმ სიგანის. 1000 ცალი რკოდან საშუალოდ 655 ცალი ანუ 65,5% ნაყოფი აღმოჩნდა ვარგისი - საღი, ხოლო დანარჩენი 345  ცალი, ანუ 34,5% კი განუვითარებელი, დაზიანებული და აღმოცენების უუნარო. ამ უკანასკნელის  პროცენტს ჩამოცვენისას ზრდის უხვად განვითარებული ცოცხალი საფარიც. აღნიშნულ მაჩვენებლებს დღესაც და მომავალშიც დიდი მნიშვნელობა აქვს  სატყეო-საკულტურო  სამუშაოების წარმოებისას. ჩვენ  მიერ შესწავლილი ქართული მუხის კონკრეტული ნაყოფმსხმოიარობიდან შესაძლებელია დავასკვნათ, რომ მათი სწორი დაცვისა და მოვლის პირობებში შესაძლებელია ბუნებრივი განახლების საუკეთესო მაჩვენებლების მიღწევა.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ავტორის ბიოგრაფია

მალხაზ სამადაშვილი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თესაუ)

 

 

წყაროები

ი. აბაშიძე- დენდროლოგია, თბილისი, გამომცემლობა ,,განათლება“ 1985 წ.

გ. გაგოშიძე-კახეთის მდ. ალაზნის მარცხენა სანაპიროს ფიზიკურ გეოგრაფიული პირობები და ტყემცენარეულობა, საქ . ს/მ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, თბილისი, 2009 წ.

თ. ჯაფარიძე- მეტყევეობა, თბილისი, გამომცემლობა ,,განათლება“, 2003 წ.

გ. გიგაური-ტყეთმოწყობა, თბილისი, გამომცემლობა ,,განათლება“, 2001 წ.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-07-23

როგორ უნდა ციტირება

Loading...